შალვა პაპუაშვილი: საქართველო პროგრესირებს ევროკავშირში წევრობის გზაზე, ჩვენ დადებითად ვაფასებთ ევროკომისიის ანგარიშს
ჩვენ დადებითად ვაფასებთ ევროკომისიის ანგარიშს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირში წევრობის გზაზე პროგრესირებს.
"საერთო შეფასებით, საქართველო პროგრესირებს ევროკავშირში წევრობის გზაზე. ჩვენ დადებითად ვაფასებთ ევროკომისიის ანგარიშს. ევროკომისიის შეფასებით, 35 თავიდან გასული ერთი წლის განმავლობაში საქართველომ კარგი პროგრესი დააფიქსირა 12 თავზე, ხოლო გარკვეული პროგრესი 13 თავზე. ეს არის იმის ძალიან მკაფიო დასტური, რომ მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების გამო საქართველოს ჰქონდა შეზღუდული დრო საპარლამენტო საქმიანობისთვის და მიუხედავად ოპოზიციისა და „ენჯეო“ სექტორის მუდმივი ობსტრუქციისა, საქართველო დგამდა მნიშვნელოვან ნაბიჯებს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ხაზგასასმელია, რომ ანგარიშში 35 თავიდან მხოლოდ ერთი თავის შემთხვევაში, რომელიც მართლმსაჯულებასა და ფუნდამენტურ უფლებებს შეეხება, ევროკომისიის შეფასებით არის უკუსვლა. ამასთან, ამგვარი შეფასების ძირითად მიზეზად ანგარიშში ევროკომისია ასახელებს შემდეგ საკითხებს: გენდერული კვოტირების გაუქმება, გამჭვირვალობის კანონის მიღება, ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონის მიღება და ლგბტ პრაიდის ვერჩატარება. ამასთან აღსანიშნავია, რომ ამ თავში ჩვენი შეფასება თანაბარია უკრაინისა და მოლდოვის შეფასებისა, ხოლო ფუნდამენტურ საკითხთა ჯგუფში, რომელშიც ეს თავი შედის, საქართველო უსწრებს მოლდოვასაც და უკრაინასაც", – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 30 ოქტომბერს ევროკომისიამ გაფართოების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნაზე საქართველოსთან რეკომენდაციას არ გასცემს.
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები მორიგ კონსულტაციას მართავენ ოპოზიციური პარტიები მორიგ კონსულტაციას მართავენ
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 4 ნოემბრამდე? როგორი ამინდი იქნება 4 ნოემბრამდე?
-
გადახედვაშალვა პაპუაშვილი: 26 ოქტომბერს დაბადების დღე არ გვქონია, რომ მილოცვებს და ტორტებს ველოდოთ შალვა პაპუაშვილი: 26 ოქტომბერს დაბადების დღე არ გვქონია, რომ მილოცვებს და ტორტებს ველოდოთ
-
გადახედვაშალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან დაახლოებაში პროგრესი არ გვაქვს, ვინაიდან ეს პროგრესი იქნებოდა ჩვენი ეკონომიკის დაზიანება, წერტილი შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან დაახლოებაში პროგრესი არ გვაქვს, ვინაიდან ეს პროგრესი იქნებოდა ჩვენი ეკონომიკის დაზიანება, წერტილი
-
გადახედვანინა დობრევი ოლიმპიურ ჩემპიონზე, შონ ვაითზე დაინიშნა ნინა დობრევი ოლიმპიურ ჩემპიონზე, შონ ვაითზე დაინიშნა
-
გადახედვაპრეზიდენტი საპრეზიდენტო უფლებამოსილებას ასრულებს, ის ხელშეუხებელია — ბესელია პრეზიდენტი საპრეზიდენტო უფლებამოსილებას ასრულებს, ის ხელშეუხებელია — ბესელია
-
გადახედვასპეციალური საგამოძიებო სამსახური : არჩევნებზე ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის შესაძლო ფაქტებზე მიმდინარეობს გამოძიება სპეციალური საგამოძიებო სამსახური : არჩევნებზე ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის შესაძლო ფაქტებზე მიმდინარეობს გამოძიება
-
გადახედვავიდეო: ტომ იორკი სცენიდან პროპალესტინელ აქტივისტებს დაუპირისპირდა ვიდეო: ტომ იორკი სცენიდან პროპალესტინელ აქტივისტებს დაუპირისპირდა
-
გადახედვასაქსტატი: სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 8.3%-ით გაიზარდა საქსტატი: სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 8.3%-ით გაიზარდა
-
გადახედვაშალვა პაპუაშვილი: საქართველო პროგრესირებს ევროკავშირში წევრობის გზაზე, ჩვენ დადებითად ვაფასებთ ევროკომისიის ანგარიშს შალვა პაპუაშვილი: საქართველო პროგრესირებს ევროკავშირში წევრობის გზაზე, ჩვენ დადებითად ვაფასებთ ევროკომისიის ანგარიშს
-
-
გადახედვაშალვა პაპუაშვილი: ევროინტეგრაცია, ის არც შეჩერებულა და ვერც შეჩერდება შალვა პაპუაშვილი: ევროინტეგრაცია, ის არც შეჩერებულა და ვერც შეჩერდება
-
გადახედვაშვედეთის მიერ ორბანის კრიტიკის გამო, უნგრეთის საგარეო უწყებაში ელჩი დაიბარეს შვედეთის მიერ ორბანის კრიტიკის გამო, უნგრეთის საგარეო უწყებაში ელჩი დაიბარეს
-
გადახედვაიაგო ხვიჩია: არჩევნების ფარულობის დარღვევა ისევე იწვევს არჩევნების გაუქმებას, როგორც გაყალბება იაგო ხვიჩია: არჩევნების ფარულობის დარღვევა ისევე იწვევს არჩევნების გაუქმებას, როგორც გაყალბება
-
გადახედვამარია ზახაროვა: 26 ოქტომბერს ამომრჩევლებმა სტაბილურობას, განვითარებასა და საქართველოსთვის ტრადიციულ ღირებულებებს დაუჭირა მხარი მარია ზახაროვა: 26 ოქტომბერს ამომრჩევლებმა სტაბილურობას, განვითარებასა და საქართველოსთვის ტრადიციულ ღირებულებებს დაუჭირა მხარი
-
გადახედვაშსს-მ მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, როვშან ისკანდაროვი და კიდევ 2 პირი დააკავა შსს-მ მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, როვშან ისკანდაროვი და კიდევ 2 პირი დააკავა
-
გადახედვასენატორი როჯერ უიკერი: ნაცვლად კანონიერი არჩევნებისა, ხალხმა ფარსი მიიღო სენატორი როჯერ უიკერი: ნაცვლად კანონიერი არჩევნებისა, ხალხმა ფარსი მიიღო
-
გადახედვაგიორგი კალანდარიშვილი: სადღაც უკან თუ ფერი გამოვიდა, ეს როგორაა ხმის ფარულობის დარღვევა? გიორგი კალანდარიშვილი: სადღაც უკან თუ ფერი გამოვიდა, ეს როგორაა ხმის ფარულობის დარღვევა?
-
გადახედვათბილისსა და მცხეთა-მთიანეთში აბონენტთა ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება თბილისსა და მცხეთა-მთიანეთში აბონენტთა ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
-
გადახედვასამგორში, გაზის მიწოდება 6 600 აბონენტს შეუწყდება სამგორში, გაზის მიწოდება 6 600 აბონენტს შეუწყდება
-
გადახედვაესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 95-მდე გაიზარდა — ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 95-მდე გაიზარდა — ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
კომენტარები