იაგო ხვიჩია

31 Oct. 2024, 11:27

"არჩევნების ფარულობის დარღვევა არსებითი დარღვევაა, რომელიც დამტკიცების შემთხვევაში, ისევე იწვევს არჩევნების გაუქმებას, როგორც გაყალბება. ფოკუსი უნდა გადავიდეს ამაზე, რადგან ეს უკვე თითქმის დადასტურებული ფაქტია. ჯერჯერობით ყველა სხვა არგუმენტს ქოცები იგერიებენ, მაგრამ შეუძლებელია ახსნა იმისა, რომ არჩევნები სწორად ჩაატარე, მაშინ როცა დადასტურებულია, რომ ხმის მიცემის ფარულობა დარღვეული იყო ამომრჩეველთა 90% ის შემთხვევაში.

იმის დასადასტურებლად ბიულეტენის უკანა გვერდიდან შეიძლებოდა თუ არა ამომრჩევლოს ნების იდენტიფიცირება, მოთხოვნილ უნდა იქნას ელექტრონული უბნების გახსნა. ოღონდ უბნები ხმების გადასათვლელად კი არ უნდა გაიხსნას, არამედ ზემოთ თქმული მიზნით და თუ არსებითად დადასტურდა დარღვევა, რაც, როგორც ჩანს, ასე იქნება, არჩევნების შედეგები უნდა გამოცხადდეს ძალადაკარგულად.

საერთაშორისო პარტნიორებთანაც ძირითადად ამ არგუმენტით უნდა იყოს საუბარი, არჩევნების ცნობა-არ ცნობასთან მიმართებაში. ცივილიზებულ სამყაროში არავინ ატარებს საყოველთაო არჩევნებს საჯარო ხმის მიცემის წესით. საიას ეს საჩივარი სწორია და შეუძლებელია მასზე არ დათანხმება. გაიშარნენ ქოცები ამ არჩევნებზე და სრულიად სამართლიანადაც".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  3. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  4. მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
  5. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

პართენონის ცნობილი ოპტიკური ილუზია შეიძლება თავადვე ილუზია იყოს

2000 წლის განმავლობაში პართენონის ხუროთმოძღვრებს ნაგებობაში დამალული ოპტიკური ილუზიის მოფიქრებასა და განხორციელებას…