გიორგი კალანდარიშვილი: სადღაც უკან თუ ფერი გამოვიდა, ეს როგორაა ხმის ფარულობის დარღვევა?
ფოტო: ცესკო
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი ირწმუნება, რომ არჩევნების დღეს მოქალაქეების ხმის ფარულობა არ დარღვეულა. ამის შესახებ კალანდარიშვილმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, კენჭისყრის დღე "გამართულად და მაღალპროფესიულ დონეზე" მიმდინარეობდა.
კალანდარიშვილის განცხადებით, შესაძლოა, ბიულეტენის უკანა მხარეს მარკერის კვალი ჩანდა, მაგრამ "ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს არჩევანი არის ხელმისაწვდომი ვინმესთვის".
"კაბინიდან როდესაც გამოვიდა ამომრჩეველი და ამ დროს, ჩვენ შეთავაზებული გვქონდა ამომრჩევლისთვის სპეციალური ჩარჩო ფორმა, რომელშიც თავსდებოდა ამობრუნებული სახით ბიულეტენი და ზუსტად ეს ამობრუნებული სახით მოთავსებაც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციის გათვალისწინებით უზრუნველვყავით, რომ კიდევ დამატებით ინსტიტუციას მოეფიქრებინა და გადაწყვეტა ჰქონოდა ფარულობის მაქსიმალურ გადაზღვევასთან მიმართებაში და არა სახით, არამედ გადმობრუნებული სახით ბიულეტენი თავსდებოდა სპეციალურ ჩარჩო ფორმაში, რომელშიც მისი სრულყოფილად მოთავსებისა და შემდეგ აპარატში მისი მოთავსების შემთხვევაში, ვერ მოხდებოდა თუნდაც, უკანა მხარეზე გამოჟონილი მარკერის ფერის იდენტიფიცირება.
თუმცა, სულ რომ ის, რაც წუხილად არის წარმოჩენილი, რომ თითქოს ეს ჩანდა და არავინ არ უარყოფს, რომ შესაძლოა, ეს ჩანდა, მათ შორის, არაერთი კადრი გვინახავს ამ საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის კენჭისყრის დღეს კომისიებმაც ეს ყველაფერი ნახეს, თუ ასეთ შემთხვევებს ჰქონდა ადგილი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს არჩევანი არის ხელმისაწვდომი ვინმესთვის", — აღნიშნა კალანდარიშვილმა.
კალანდარიშვილისთვის გაუგებარია, თუ მარკერმა გამოჟონა, როგორ ნიშნავს ეს ფარულობის დარღვევას.
"კონსტიტუციური პრინციპი რა არის? ხმის ფარულობა და უკან რომ სადღაც ფერმა გამოიტანა და გამოკვეთა ეს როგორ ნიშნავს ხმის ფარულობის [დარღვევას] როდესაც იქ იდენტიფიცირებადი არ არის X, Z თუ რომელ სუბიექტს მიეცა ხმა? ან ვინ გაზომა, ვინ საიდან იცის რომელ კონკრეტულ სუბიექტს მიეცა ხმა?" — ამბობს კალანდარიშვილი.
არაერთი მომხმარებლის მიერ გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ხმის მიცემის შემდეგ მარკერი ბიულეტენის მეორე მხარეს კვალს ტოვებდა, რითაც ხმის მიცემის ფარულობა ირღვეოდა. ამაზე საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიებიც.
ცესკოს მტკიცებით, ქაღალდი, რომელზეც მოქალაქეები პარტიებს აფერადებდნენ, უფრო სქელია, ვიდრე რეკომენდებული იყო.
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
კომენტარები