ირაკლი კობახიძე

21 Oct. 2024, 15:22

"არ ვიცი, იყვნენ ახალგაზრდები, რომლებმაც საკუთარი პოზიცია გამოხატეს. როგორც ჩანს, ესენი იყვნენ სამოქალაქო აქტივისტები და საკუთარი პოზიცია გამოხატეს. შეიძლება მათი ნაწილი პარტიის [ქართული ოცნების] წევრებიც იყვნენ, მაგრამ ისინი არიან სამოქალაქო აქტივისტები. როგორც იგორ ნარმანია და ნაციონალური მოძრაობის სხვა ახალგაზრდები, გულწრფელი სამოქალაქო აქტივისტები იყვნენ. ასევე, რატომ არის გამორიცხული, რომ ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი სამოქალაქო აქტივისტი იყოს?! ესენი არიან სამოქალაქო აქტივისტები, მათ სამოქალაქო პოზიცია აქვთ და ეს სამოქალაქო პოზიცია გამოხატეს, იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მათი გადმოსახედიდან არიან უღირსი.

თავის დროზე იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი ნაციონალურ მოძრაობას და იმდენი ადამიანი ჰყავს გამწარებული, რომ მე არ მიკვირს, რა თქმა უნდა, რომ მრავლად არიან ასეთი ადამიანები, რომლებიც ვერ მალავენ და არ მალავენ საკუთარ დამოკიდებულებას, არც უნდა დამალონ საკუთარი დამოკიდებულება, იმ რეჟიმის წარმომადგენლების მიმართ და იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც სურთ ხელისუფლებაში ამ რეჟიმის წარმომადგენლების დაბრუნება. რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს ყველაფერი არის, აბსოლუტურად, გასაგები. რაც შეეხება ლიბერალურ ფაშიზმს, რომლის მორიგი აქტი ვიხილეთ ამ ახალგაზრდის წინააღმდეგ, ეს არის რადიკალურად მიუღებელი.

თუ ვინმეს რამის უნდა რცხვენოდეს, ეს არის ის ადამიანები, რომლებიც ემსახურებით ნაციონალურ მოძრაობას. თქვენ ემსახურებით, იმ პოლიტიკურ ძალებს - კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას, რომელიც დაბრუნებისთანავე (თეორიულად, რომ წარმოვიდგინოთ) ქვეყანას ომში ჩართავს. შესაბამისად, თქვენ ხართ დანაშაულის თანამონაწილეები. თუ ვინმეს რამის უნდა რცხვენოდეს, ესენი არიან ნაციონალური მოძრაობის სამსახურში მყოფი ადამიანები."


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "მდინარაძის გამოგზავნილი წერილი" და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში?
  2. ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის
  3. ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?
  4. როგორი ამინდი იქნება 1-ელ და 2 სექტემბერს?
  5. გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა

წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის ოფიციალურ გახსნამდე ისტორიულ მამულში ტრადიციული პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც…