გარეტ უორდი

გარეტ უორდი

15 Oct. 2024, 10:38

"დიდი ბრიტანეთი უშუალოდ არ არის ჩართული საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში, მაგრამ ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ მისწრაფებას და იმ რეფორმებს, რომლებიც ამ მიზნის მისაღწევად არის საჭირო. დიდი ბრიტანეთი NATO-ს წამყვანი მოკავშირეა და ყოველთვის აქტიურად უჭერდა მხარს საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას. დიდი ბრიტანეთი და რუმინეთი ნატო-ს საკონტაქტო საელჩოების როლს ვასრულებთ საქართველოში. ბრიტანეთი ასევე ატარებს სამხედრო წვრთნების ფართო სპექტრს და ხელს უწყობს საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებას, მაგრამ ნატო არა მხოლოდ სამხედრო ალიანსია, ის პოლიტიკური გაერთიანებაცაა. შესაბამისად, NATO-ში გასაწევრიანებლად მნიშვნელოვანია საქართველომ შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები თავისუფალი სასამართლოს, ადამიანის უფლებათა დაცვის და საპარლამენტო ზედამხედველობის მიმართულებით.

სწორედ ამიტომ გამოთქვა შეშფოთება NATO-ს გენერალურმა მდივანმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებასთან დაკავშირებით. ნატო-სკენ მიმავალ გზაზე შეუსაბამოა ისეთი ზომების მიღება, რომლებიც ძირს უთხრის დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს.

დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს, ისევე როგორც სხვა დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობა, დააზიანა საქართველოს მთავრობის მხრიდან მიმდინარე წელს გადადგმულმა ნაბიჯებმა. ჩვენ შეშფოთებული ვიყავით, როდესაც პარლამენტმა მიიღო სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის შემზღუდველი კანონი, მიუხედავად იმისა, რომ დაინახა საზოგადოების მხრიდან დიდი წინააღმდეგობა და აიღო ვალდებულება, ეს კანონი აღარ დაებრუნებინა დღის წესრიგში. ჩვენ იმედგაცრუებული დავრჩით, როდესაც ქართული ოცნების ლიდერებმა დაიწყეს შეთქმულების თეორიების პროპაგანდა და გამოთქვამენ ვარაუდებს, რომ დასავლელი პარტნიორები ძირს უთხრიან საქართველოს. ჩვენ შოკირებული ვიყავით, როდესაც ქართულმა ოცნებამ საარჩევნო პროგრამის დაპირებად ოპოზიციური პარტიების აკრძალვა დასახელდა".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა
  2. ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი
  3. "მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ" — რას წერს ირაკლი ღარიბაშვილი მე-3 წერილში?
  4. მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს
  5. ირაკლი ღარიბაშვილი: რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ლევან ხაბეიშვილი: "ამოდენა შეტლიკინებას" ნუ დაუკარგავთ, ირაკლი ღარიბაშვილი უპირისპირდება ბიძინას და ჩვენ რას ველოდებით?

ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშილის ციხიდან გამოგზვანილ წერილებს ეხმაურება: "ნუ გააუფასურებთ…