"შავი ბაღი", რომელიც ყარაბაღელი სომხებისათვის "ბნელ კუთხედ" იქცა
ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მთიანი ყარაბაღი, ფაქტობრივად, მთელმა მისმა მოსახლეობამ დატოვა. OC Media დაუკავშირდა დევნილებს და გამოჰკითხა ისინი იმის გასაგებად, თუ როგორ არიან ერთი წლის შემდეგ.
2023 წლის 19 სექტემბერს აზერბაიჯანმა ბოლო ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო მთიანი ყარაბაღის მიმართულებით, რასაც "ანტიტერორისტული ოპერაცია" უწოდა. რამდენიმე დღის შემდეგ, რეგიონი აზერბაიჯანის სრული კონტროლის ქვეშ მოექცა.
რეგიონში მცხოვრებ სომხებს სიტუაციის ასეთი განვითარების შესახებ წარმოდგენა არ ჰქონდათ, ისინი შეტევის დაწყებამდე თითქმის 10-თვიანი ალყის განმავლობაში "კეთილ დასასრულს" ელოდებოდნენ.
მიუხედავად ამისა, სექტემბრის შეტევიდან ერთი კვირის შემდეგ, მთიანი ყარაბაღი თითქმის მთელმა სომხურმა მოსახლეობამ, 100 000 ადამიანზე მეტმა დატოვა. რეგიონის ყოფილი ომბუდსმენის განცხადებით, 2024 წლის სექტემბრის დასაწყისის მონაცემებით, მთიან ყარაბაღში სულ რაღაც 14 სომეხი დარჩა.
რეგიონის დატოვების შემდეგ, მთელ სომხეთში გაფანტულ დევნილებს ადაპტაცია გაუჭირდათ. ბევრი მათგანი დევნილების შემოდინებაზე სომხეთის მთავრობის რეაგირებით უკმაყოფილოა.
მე მეგონა, რომ დავბრუნდებოდით
დრმბონიდან (ჰეივალი) დევნილმა 28 წლის სონა ნაჰაპეტიანმა თავშესაფარი ჩარენცავანში, კოტაიკის პროვინციაში იპოვა — იქ, სადაც დასახლება უნდოდა. ამის შესახებ მან გასულ წელს OC Media-სთან განაცხადა. ის ჩვენ თავის 1-ოთახიან ბინაში შეგვხვდა, რომელიც 6-სულიანი ოჯახისათვის საკმარისი არაა და თვეში 100 000 სომხური დრამი ($260) ჯდება.
"მე ჩემს დაბადების ადგილზე, ჩარენცავანში მოვედი, თუმცა მაქვს შეგრძნება, რომ უკან [დრმბონში] დაბრუნება მინდა. ჩემი ფიქრები იქ არის", — ამბობს სონა.
ის 16 წლის იყო, როცა მთიან ყარაბაღში დაქორწინდა და სრულწლოვანიც იქ გახდა.
"ეს სისასტიკე იყო" — ამბობს სონა, როცა გასულ წელს იხსენებს. სონა ამბობს, რომ როგორც მას, ისე მის ოჯახს ომისგან მიღებული შოკი ჯერ არ გადაუტანია.
"ახლაც კი, ჭექა-ქუხილის დროს, უფროს ქალიშვილს ეშინია", — ამბობს სონა და იხსენებს, რომ ერთ ღამეს ქუხილისას აღმოაჩინა, რომ მისი შვილი ტიროდა — ასეთი რამ 2023 წლის შემოდგომამდე არასდროს მომხდარა.
სონასა და მის შვილებს 2020 წელს მომხდარი მთიანი ყარაბაღის მეორე ომი არ უნახავთ, რადგან ამ დროისათვის სომხეთში, სონას ძმის ქორწილში იყვნენ, რომელიც ომის დაწყებამდე ერთი დღით ადრე იყო. მიუხედავად ამისა, სამი წლის შემდეგ, მან და მისმა შვილებმა ბლოკადა, ომი და მასობრივი იძულებითი გადაადგილება გამოცადეს. სონა იხსენებს, რომ ევაკუაცია დილით ადრე დაიწყო, ამიტომ შვილების გამოსაკვებად პურისა და ყველის გარდა ვერაფერი წამოიღო.
"ბავშვები ბაღში შევიდნენ და პატარა წიწაკების მოკრეფა დაიწყეს. მე ვუთხარი, რომ ეს არ გაეკეთებინათ, რადგან წიწაკები ჯერ ისევ უნდა გაზრდილიყვნენ და მომავალში ეჭამათ. მე მეგონა, რომ დავბრუნდებოდით", — ამბობს სონა და იხსენებს, რომ საწოლიც კი გაასწორა, რომ დაბრუნებისას სახლი დალაგებული დახვედროდათ
ოჯახის მომავალი ახლა ბუნდოვანია. ისინი დასაქირავებლად უფრო დიდ ბინას ეძებენ, თუმცა ბევრი კითხვა აქვთ სახელმწიფო დასახლების პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც სომხეთის მთავრობამ მიმდინარე წლის დასაწყისში მიიღო.
ორი ინსულტი და წარსულში გაჭედილი მეხსიერება
ნუნე სარგსიანი და მისი 75 წლის დედა, ნურვარდი, წარმოშობით ჩარტარიდან, მარტუნის (ხოჯავანდი) პროვინციიდან არიან. გასულ წელს ისინიც კოტაიკში, ჰრაზრდანში დასახლდნენ, სადაც მთელი მათი ოჯახი ცხოვრობს.
ყარაბაღიდან გამოსვლის დროს, ნურვარდმა ინსულტი გადაიტანა. მას შემდეგ ინსულტი კიდევ ორჯერ გადაიტანა, გადაადგილება უჭირს და ქალიშვილის დახმარების იმედადაა.
"როგორც კი ჭამას დაასრულებს, გვეუბნება — "ადექი, სახლში წავიდეთ", — ამბობს 55 წლის ნუნე.
ნუნეს თქმით, დედამისი ხორცის ჭამას შეეშვა მას შემდეგ, რაც სომხეთში გადმოვიდნენ, რადგან ამბობს, რომ აქაურ ხორცს სხვანაირი გემო აქვს.
კიდევ ერთი, რაც ნუნეს ჩარტარიდან ენატრება, წყალია. ამბობს, რომ იქაური ხილი და ბოსტნეულიც ბევრად გემრიელი იყო.
ჰრაზდანში ოჯახი ნუნეს ძმისშვილის სახლში ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ აქ კომფორტულად არიან, უნდათ, რომ საკუთარი ბინა ჰქონდეთ. უფრო მეტად საკუთარ სახლში დაბრუნება სურთ, თუმცა არ იციან როგორ. მიუხედავად ამისა, სასწაულის იმედი აქვთ და სჯერათ, რომ ეს მოხდება.
"მენატრება არცახი [მთიანი ყარაბაღი]. მამაჩემის საფლავი იქ დავტოვეთ. სასაფლაო გზიდან ჩანს. როცა მოვდიოდით, დავუძახე "მაპატიე, რომ ვერ მოვედი დასამშვიდობებლად, მაგრამ ერთ დღეს აუცილებლად მოვალთ"", — ამბობს აცრემლებული ნუნე
26 სექტემბერს ჩარტარში მეზობლებთან ერთად პური უკანასკნელად გამოაცხვეს, ნივთები მეზობელი ვანიკის სატვირთოში, მისი ოჯახის ნივთებთან ერთად ჩაალაგეს. 39 წლის ვანიკი იქ არ იყო — ის ერთი კვირით ადრე მოკლეს.
კავშირი პურით
დღესდღეობით, ტრადიციული ყარაბაღული პური მცენარეების შიგთავსით, ე.წ "ჟინგიალოვის ქუდი", მთელ სომხეთში იყიდება. პური გამოსაცხობად მარტივია და კარგი საგზალია. ამ პურის საშუალებით ყარაბაღელი სომხების საკუთარ სამზარეულოსთან და საზოგადოებასთან კავშირს არ კარგავენ...
დილიჟანის ცენტრში, ჩრდილოეთ სომხეთის საკურორტო ქალაქში, ორმა მონათესავე ოჯახმა ყარაბაღიდან წამოსვლიდან ერთ თვეზე ნაკლებ დროში საცხობი გახსნა, სახელწოდებით "ჟინგიალოვის ქუდები".
მათი მომხმარებლები ძირითადად ყარაბაღელი სომხები და რუსი ემიგრანტები არიან.
"თავდაპირველად [რუსი მომხმარებლები] ერთ პურს იღებდნენ და ინაწილებდნენ დასაგემოვნებლად. ახლა მიეჩვივნენ, მოდიან, ხუთს ან ექვსს ყიდულობენ და კმაყოფილები მიდიან", — ამბობს 40 წლის გაიანე არუთიუნიანი.
ბიზნესის გახსნამდე არც მას და არც მის ბიზნესპარტნიორ ძმას, არტურს, ტრადიციული პურის გამოცხობის გამოცდილება არ ჰქონიათ.
დილიჟანში დასახლება იმიტომ გადაწყვიტეს, რომ მთიანი ყარაბაღის 2020 წლის ომის შემდეგ, თავშესაფარი სწორედ აქ იპოვეს. მაშინ მათ დაკარგეს სახლები შუშაში და მოგვიანებით სტეფანაკერტში გადასახლდნენ.
"[დილიჟანი] მთებითა და ბუნებით ჩვენი ყარაბაღის მსგავსია, განსაკუთრებით შუშის. ხალხი აქ ძალიან კეთილია, ზუსტად ისე როგორც ჩვენი, ყარაბაღელები", — ამბობს გაიანე
35 წლის ინა ჰაკობიანი, გაიანეს რძალი, ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ დილიჟანელები გვერდში მდგომი ხალხია, სევდა, რომელიც ოჯახმა განიცადა, მუდმივად თან დაატარებენ.
"ტკივილი არ ნელდება. მინდა, რომ ჩავუღრმავდე, მაგრამ შემდეგ ყურადღება სხვა რამეზე გადამაქვს, რადგან ეს სევდაა, ბნელი კუთხე შენს გულში... მეჩვენება, რომ ეს მუდამ ჩვენთან დარჩება, თითოეულ ჩვენგანთან. შენ უკან ტოვებ შენს საგვარეულო სახლს, მოგონებებს, ყველაფერს და მიდიხარ. როგორ შეიძლება ასეთ ტკივილს შეეგუო?", — ამბობს ინა.
მთიანი ყარაბაღიდან დევნილთა ნაწილმა სომხეთი უკვე დატოვა, მათ შორის არიან გაიანეს ნათესავებიც, რომლებიც რუსეთში წავიდნენ, რადგან სომხეთში სამსახური ვერ იშოვეს. ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს სომხეთი, დაახლოებით, 12 000-მა ყარაბაღელმა სომეხმა დატოვა.
გაიანესა და ინას ენატრებათ შუშა და სახლში სურთ დაბრუნება. მიუხედავად ამისა, მათ აღარ აქვთ სახლი, რომელშიც დაბრუნდებიან, რადგან აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დაანგრია სახლები და ბინები, სადაც ისინი ცხოვრობდნენ. გაიანეს ქმრის მშობლიური სახლი მეზობელ სოფელ კარინ ტაკში ასევე სრულად დაინგრა, მთელ სოფელთან და სომხური მემკვიდრეობის სხვა ობიექტებთან ერთად. თუმცა, მისი ბაბუის სახლი, რომელშიც გაიზარდა, სატელიტური ფოტოების მიხედვით, ჯერ ისევ დგას.
გარდა პირადი ნივთებისა, გაიანემ სტეფანაკერტიდან ღვთისმშობლის ხატიც წამოიღო, რომელიც ახლა მისი საძინებლის კედელზე კიდია. სამწუხაროდ, ვერ შეძლო წამოეღო დაღუპული ძმის სურათი, რომელიც 2020 წლის ომის ბოლო დღეებში მოკლეს, რადგან უთხრეს, რომ აზერბაიჯანელები ჰაკარის საგუშაგოს გავლისას ასეთ ფოტოს საზღვარზე არ გადაატანინებდნენ.
"ჩემმა უფროსმა ვაჟმა მიწა ამოთხარა და [ფოტო] დამარხა, რათა თურქებს [აზერბაიჯანელებს] არ დაეხიათ", — იხსენებს გაიანე.
"ემიგრაციისა და თვითგანადგურების პროგრამა"
როცა მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა სომხეთში ჩამოვიდა, ხელისუფლებამ და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა, ჩვეულებრივ მოქალაქეებთან ერთად, დევნილების პირველადი დახმარებითა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერით უზრუნველყოფა დაიწყეს. მიუხედავად ამისა, თავიდანვე ცხადი იყო, რომ ეს დროებითი ტკივილგამაყუჩებელი იყო და ადრე თუ გვიან, უფრო სერიოზული ზომების მიღება გახდებოდა საჭირო.
მაისში სომხეთის ხელისუფლებამ მიიღო საბინაო პროგრამა, რომელიც ყარაბაღელ ლტოვილებს საცხოვრებელ ხარჯებს ერთჯერადად უფინანსებს. პროგრამა ბევრმა ბენეფიციარმა გააკრიტიკა, რადგან მათი აზრით, მთავრობა მათ რეალურ საჭიროებებსა და წინადადებებს არ ითვალისწინებს.
არამაის აღაბეკიანი, ყოფილი დამოუკიდებელი დეპუტატი მთიან ყარაბაღში, ამბობს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ყურადღებას არ აქცევდნენ და ბლოკავდნენ კიდეც მოთხოვნებს, რომელთაც ყარაბაღელები აჟღერებდნენ — სურდათ საკითხი უბრალოდ დაეხურათ.
"მე პერსონალურად შევთავაზე საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზება მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით, რაც მოგვცემდა საშუალებას, ფინანსური მხარდაჭერა მოგვეპოვებინა და მთიანი ყარაბაღის საკითხი დღის წესრიგში დაგვეტოვებინა, თუმცა სომეხმა პოლიტიკოსებმა ეს წინადადება უარყვეს. მათ უარი თქვეს კომპაქტური დასახლების გეგმაზეც, რომელიც მე შევთავაზე", — აცხადებს აღაბეკიანი.
საბინაო პროგრამა ამჟამად დევნილებს ერთჯერადად 2-დან 5 მილიონამდე სომხურ დრამს სთავაზობს ($5 200 — $13 000), რაც დამოკიდებულია იმაზე, სად გადაწყვეტენ ისინი დასახლებას. მაქსიმალურ თანხას იღებენ ის პირები, რომლებიც აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს, ან მთიან რეგიონებში დასახლდებიან.
სვეტლანა გრიგორიანი, დევნილი ჰადრუტიდან, სახელმწიფო საბინაო პროგრამას "ემიგრაციისა და თვითგანადგურების პროგრამას" უწოდებს.
"ეს მთიანი ყარაბაღისა და დევნილების პრობლემის დასახური პროგრამაა, რომელსაც სომეხი პოლიტიკოსები ძალიან წარმატებით ახორციელებენ", — ამბობს სვეტლანა.
ლიანა პეტროსიანის მიერ ჩატარებული Telegram-გამოკითხვის მიხედვით, 4 000 რესპონდენტიდან მხოლოდ 2%-ს სურდა სომხეთის საბინაო პროგრამაში განაცხადის შეტანა. ეს რიცხვი ოფიციალურ მონაცემებსაც ემთხვევა. სექტემბრის ანგარიშით, განაცხადი დაახლოებით 880-მა ოჯახმა შეიტანა, რომელთაგანაც, ჯერჯერობით, მხოლოდ 30 დაკმაყოფილდა.
პეტროსიანი ამბობს, რომ ეს რიცხვები კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ პროგრამა არარეალისტურია.
სვეტლანა ახლა კოტაიკის პროვინციაში, აბოვიანში, მდიდრული სახლების გვერდით მდგარ ხის კოტეჯში ცხოვრობს. ის თავის სახლს სარკასტულად "ციხე-სიმაგრეს" უწოდებს და იმაზე ფიქრობს, თუ როგორ გადაიტანს ამ "ბუდეში" ცივ ზამთარს.
"ისინი გვაძლევენ ֏50 000-ს [$130] და ამავდროულად 50 000 ტკივილს გვაყენებენ. ისინი გვეხმარებიან და თან გვდევნიან, როგორც ამას ყარაბაღელი სომხები "კარაქსა და ტკივილს" ვუწოდებთ. პირადად მე ვესწრები წითელი ჯვრის მიერ ორგანიზებულ ფსიქოლოგიურ პროგრამას, თუმცა გავაცნობიერე, რომ "ჩემი დაავადება" განუკურნებელია. ისეთი შეგრძნებაა, თითქოს საცობით დალუქულ ბოთლში ვართ გამომწყვდეული, სადაც ვერც ვსუნთქავთ, საიდანაც ვერ გამოვდივართ და ვერც დახმარებას ვითხოვთ", — ამბობს სვეტლანა.
სექტემბერში მმართველი პარტიის დეპუტატმა, გაგიკ მელქონიანმა განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის მოსახლეობამ საკუთარი მიწა ნებით დატოვა და ისე უნდა მოიქცნენ, როგორც სომხეთის სტუმრები.
"დიახ, მე აქ სტუმარი ვარ და ჩემი სახლი ძალიან მენატრება, მენატრება ჩემი შვილის საფლავი. არ ვიცი, სად დავდო ყვავილები მის დაბადების დღეზე. ეს ტანჯვის ერთი წელი იყო. ფიზიკურად აქ, მაგრამ სულიერად ჰადრუტში, ჩემს სახლში, ვარ", — ამბობს სვეტლანა.
მთიანი ყარაბაღის სომხებს მოცდის გარდა სხვა არჩევანი არ ჰქონიათ. ისინი ემიგრირდნენ და ინტერნეტში უყურებდნენ, როგორ ყრიდნენ სახლებიდან მათ ნივთებს, როგორ იქცა მათი სახლები სტუდენტთა საერთო საცხოვრებლებად და სომხეთში ასიმილაციას ცდილობდნენ, რის პარალელურადაც იმედის ნაგლეჯს ეჭიდებიან, რომ ერთ დღეს უკან დაბრუნდებიან.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
გადახედვაევროპის ქვეყნებში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები საპროტესტო აქციებს აანონსებენ ევროპის ქვეყნებში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები საპროტესტო აქციებს აანონსებენ
-
გადახედვაეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
-
გადახედვალევან იოსელიანი: არც მე და არც ერთ სახალხო დამცველს, ვინც საქართველოში ყოფილა, არავის შეუფასებია არჩევნების ლეგიტიმურობა ლევან იოსელიანი: არც მე და არც ერთ სახალხო დამცველს, ვინც საქართველოში ყოფილა, არავის შეუფასებია არჩევნების ლეგიტიმურობა
-
გადახედვაგერმანია ირანის ყველა საკონსულოს დახურავს გერმანია ირანის ყველა საკონსულოს დახურავს
-
გადახედვარა ხდება ჩვენს ტვინში, როდესაც ორ საპირისპირო გრძნობას ერთდროულად განვიცდით რა ხდება ჩვენს ტვინში, როდესაც ორ საპირისპირო გრძნობას ერთდროულად განვიცდით
-
გადახედვასერგეი ლავროვი ევროკავშირის წევრ ქვეყანაში 2022 წლის შემდეგ პირველად ჩავა სერგეი ლავროვი ევროკავშირის წევრ ქვეყანაში 2022 წლის შემდეგ პირველად ჩავა
-
გადახედვასტიქიას ესპანეთში "ვალენსიის" ყოფილი ფეხბურთელი ემსხვერპლა — დაღუპულთა რიცხვმა 205-ს მიაღწია სტიქიას ესპანეთში "ვალენსიის" ყოფილი ფეხბურთელი ემსხვერპლა — დაღუპულთა რიცხვმა 205-ს მიაღწია
-
გადახედვაფარულობის დარღვევაზე "საიას" საჩივრები 72-მა საარჩევნო ოლქმა არ დააკმაყოფილა ფარულობის დარღვევაზე "საიას" საჩივრები 72-მა საარჩევნო ოლქმა არ დააკმაყოფილა
-
გადახედვანონა ქურდოვანიძე: [ოლქები] არც კი ხდიან სადავოდ იმას, რომ კამერები ყველგან იდგა და ბიულეტენები ჟონავდა ნონა ქურდოვანიძე: [ოლქები] არც კი ხდიან სადავოდ იმას, რომ კამერები ყველგან იდგა და ბიულეტენები ჟონავდა
-
გადახედვასადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლები დიპლომატიურ კორპუსს შეხვდნენ სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლები დიპლომატიურ კორპუსს შეხვდნენ
-
გადახედვაBloomberg-ის ცნობით, თურქეთი ე.წ "აგენტების კანონის" მიღებას გეგმავს Bloomberg-ის ცნობით, თურქეთი ე.წ "აგენტების კანონის" მიღებას გეგმავს
-
გადახედვანიკა გვარამია: ვისაც საშუალო და დიდი კარვები გაქვთ, შეგვეხმიანეთ ნიკა გვარამია: ვისაც საშუალო და დიდი კარვები გაქვთ, შეგვეხმიანეთ
-
გადახედვასევინჯ სადიგოვი: [აფგან სადიგოვზე] ის უდანაშაულოა, მაგრამ ალიევის დავალებით სჯიან სევინჯ სადიგოვი: [აფგან სადიგოვზე] ის უდანაშაულოა, მაგრამ ალიევის დავალებით სჯიან
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე აცხადებს, რომ ხმის ფარულობაზე საქართველოში მოქმედ ყველა საქალაქო/რაიონულ სასამართლოში იდავებენ საია-ს თავმჯდომარე აცხადებს, რომ ხმის ფარულობაზე საქართველოში მოქმედ ყველა საქალაქო/რაიონულ სასამართლოში იდავებენ
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: ევროინტეგრაციას ბოლო ლახვარი გაყალბებულმა არჩევნებმა ჩასცხო ლანა ღოღობერიძე: ევროინტეგრაციას ბოლო ლახვარი გაყალბებულმა არჩევნებმა ჩასცხო
-
-
გადახედვაოპოზიცია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრას დღეს გამართავს ოპოზიცია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრას დღეს გამართავს
-
გადახედვავიდეო: შურისმაძიებლებმა კამალა ჰარისს მხარდაჭერა გამოუცხადეს ვიდეო: შურისმაძიებლებმა კამალა ჰარისს მხარდაჭერა გამოუცხადეს
-
გადახედვანახეთ: NASA-ს მავალმა მარსზე ქვაზე არსებული მწვანე "ლაქები" დააფიქსირა ნახეთ: NASA-ს მავალმა მარსზე ქვაზე არსებული მწვანე "ლაქები" დააფიქსირა
-
გადახედვანათია მეზვრიშვილი: სიმართლე გითხრათ, არა მგონია რომ ჩვენი ამომრჩეველი, კარავში შევიდეს ნათია მეზვრიშვილი: სიმართლე გითხრათ, არა მგონია რომ ჩვენი ამომრჩეველი, კარავში შევიდეს
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: ტყუილია, რომ ევროინტეგრაცია გრძელდება ლანა ღოღობერიძე: ტყუილია, რომ ევროინტეგრაცია გრძელდება
კომენტარები