საია: წინასაარჩევნოდ, პოლიტიკური ნიშნით საჯარო სკოლებიდან სამი დირექტორი გაათავისუფლეს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სახელმწიფო საბიუჯეტო დაწესებულებიდან და საჯარო სკოლებიდან თანამშრომლების გათავისუფლების შესახებ ვიდეო-განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარია საიას მიერ შესწავლილ 4 საქმეზე, სადაც წინასაარჩევნო პერიოდში განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება იკვეთება.
საიას განცხადებით, 3 საქმე შეეხება საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლებს, რომლებიც სავარაუდოდ, პოლიტიკური დისკრიმინაციის საფუძველზე, ან რუსულ კანონთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებების გამო გაათავისუფლეს.
ნონა ქურდოვანიძის თქმით, კანონმდებლობის თანახმად, სკოლის დირექტორის თანამდებობაზე არჩევა ხდება შესაბამისი კონკურსის საფუძველზე და სპეციალურ კომისიასთან გასაუბრებით, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილების მიღება სამეურვეო საბჭოს კომპეტენციაა. იმ შემთხვევაში, თუ სამეურვეო საბჭო ვერ ახერხებს დირექტორის არჩევას, განათლების სამინისტროს, კერძოდ მინისტრს აქვს უფლებამოსილება დანიშნოს კონკრეტული დირექტორი.
საიას განცხადებით, შესწავლილი საქმეებიდან 2 პირი მონაწილეობდა კონკურსში, თუმცა სამეურვეო საბჭოსთვის არ გადაუგზავნიათ მათი კანდიდატები. 3 კანდიდატიდან სამეურვეო საბჭოს არცერთი აურჩევია. მინისტრმა დისკრედიტაციული უფლებამოსილების ფარგლებში გაათავისუფლა ძველი დირექტორები და მათ ადგილზე დანიშნა ახალი კანდიდატები.
"რაც შეეხება მეოთხე შემთხვევას, მეოთხე შემთხვევაში გათავისუფლებული პირის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე ხელმძღვანელობამ მას მოსთხოვა სამუშაო პროგრამიდან იმ ნაწილის ამოღება, რომელიც NGO-ებთან თანამშრომლობას და ერთობლივი პროექტების განხორციელებას გულისხმობდა.
ამის შემდეგ, როგორც თავად აღნიშნავს, გათავისუფლებამდე რამდენიმე დღით ადრე მას პროფესიული უნარების სააგენტოს ხელმძღვანელმა სამსახურიდან წასვლის თაობაზე განცხადების დაწერა ურჩია. ამავე საუბრის დროს მან ყურადღება გააამახვილა მის პოლიტიკურ მოსაზრებებზე, სააგენტოში განხორციელებული საკადრო ცვლილებების მიმართ კრიტიკულ დამოკიდებულებაზე, სოციალურ ქსელში გაზიარებულ კრიტიკულ პოსტებზე და სხვა პირების პოსტებზე განხორციელებულ რეაქციებზე". — თქვა ქურდოვანიძემ.
შეჯამების სახით საიაში ამბობენ, რომ ოთხივე საქმეში გათავისუფლებული პირები გამოირჩეოდნენ მმართველი პარტიის მიმართ კრიტიკული მოსაზრებებით.
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები