შალვა პაპუაშვილი

16 Sep. 2024, 12:14

"როგორც ვხვდები, ის ოპოზიციის მხარდასაჭერად არის ჩამოსული და ალბათ, მასთან შესახვედრად ოპოზიციის რიგი დადგება. ამ ადამიანმა შეურაცხყოფა მიაყენა ქართველ ხალხს, ამიტომ ჩვენი მხრიდან მასთან შეხვედრის არანაირი სურვილი არ არის. მან შეურაცხყოფა მიაყენა ქართველი ხალხის ეკლესიას, ქართველი ხალხის არჩეულ ხელისუფლებას და ქართულ დემოკრატიას იმით, რომ როგორც უცხოელი პოლიტიკოსი, ანტისახელისუფლებო დემონსტრაციაზე რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად დადგა. ამიტომ, ის ჯერ იმაში უნდა ჩამოყალიბდეს, თუ რა დამოკიდებულება აქვს საქართველოსთან. ქართველ ხალხს მიაყენა შეურაცხყოფა, ამიტომ ამით ყველაფერი ნათქვამია. სამწუხაროა, რომ ამ საკითხზე სინანული მისი მხრიდან დღემდე არ გვსმენია".

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან გერმანელი პოლიტიკოსის, მიხაილ როთის ჩამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  3. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
  4. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
  5. მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ქეთევან ხუროძე პარლამენტის საპროცედურო კომიტეტმა მაია ბითაძის ადგილმონაცვლედ დაამტკიცა

პარლამენტის საპროცედურო საკთხთა კომიტეტმა მაია ბითაძის ადგილმონაცვლედ ქეთევან ხუროძის დამტკიცების შესახებ…