შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

16 Sep. 2024, 12:07

"აქ გამოჩნდა სახე არა მხოლოდ ოპოზიციის, არამედ რაც კიდევ უფრო სკანდალურია, ჩვენი არასამთავრობო სექტორის, რომელმაც ოს ხალხს უწოდა მკვლელები, პირდაპირ გააიგივა ოსი ხალხი ომის დამნაშავეებთან. აღმოჩნდა, რომ წლების განმავლობაში არასამთავრობო სექტორში უცხოეთიდან ჩასხმული მილიონებით, რომელიც თითქოსდა კონფლიქტის მოგვარების საკითხს უნდა მომსახურებოდა, არასამთავრობო სექტორმა ოსი ხალხი გამოაცხადა დამნაშავეებად, ომის დამნაშავეებად, რომელთანაც სალაპარაკოც, ალბათ, არაფერი არ აქვთ, მათი გადმოსახედიდან, რაც არის, ფაქტობრივად, სკანდალი, იქიდან გამომდინარე, რომ მთლიანად კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რა კრიზისში იმყოფება ჩვენი არასამთავრობო სექტორი.

რაც შეეხება პროცესს, არ არსებობს იმაზე დიდი მიზანი, ვიდრე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ჩვენი გაცხადებული პოლიტიკა მოხდება მხოლოდ მშვიდობიანი გზით. მშვიდობიანი გზა გულისხმობს მხოლოდ შერიგების გზით სიარულს. შერიგება კი გულისხმობს სინანულს და ურთიერთ პატიებას, ეს არის ის გზა, რომელიც ჩვენ მიგვიყვანს ერთიანი საქართველოსკენ".

ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ის გამოხმაურებას, რომელიც ბიძინა ივანიშვილის გორში გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა. შეგახსენებთ, რომ ივანიშვილმა გორში თქვა, რომ "ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  3. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
  4. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
  5. მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ქეთევან ხუროძე პარლამენტის საპროცედურო კომიტეტმა მაია ბითაძის ადგილმონაცვლედ დაამტკიცა

პარლამენტის საპროცედურო საკთხთა კომიტეტმა მაია ბითაძის ადგილმონაცვლედ ქეთევან ხუროძის დამტკიცების შესახებ…