შალვა პაპუაშვილი

16 Sep. 2024, 14:28

"თუ ეს სიმართლეა, რაში სჭირდება ამას დებატები, ქართველ ხალხს უმალავენ ამ სიმართლეს, თუ რა ჰგონიათ, ღირსი არ არის ხალხი, რომ იცოდეს? ეს არის "ოსტაპ ბენდერის" დონის ტყუილები, რასაც ოპოზიცია ავრცელებს. გიორგი ვაშაძეს პრინციპში შეეფერება, ის ეჭიდება ხოლმე მსუყე ტყუილებს, წვრილმან ტყუილებს არ კადრულობს, ამიტომ მის სტილშია ეს ყველაფერი. ამას წინათ ვთქვი, ალბათ, ერთ კვირაზე მეტია, რაც ეს აბსოლუტური აფერა ნაციონალურმა მოძრაობამ წამოიწყო 14 მილიარდთან დაკავშირებით. ჩვენ გვყავს NGO-ები, რომლებიც მილიონებს იღებენ უცხოეთიდან იმისთვის, რომ თითქოს, დეზინფორმაცია უნდა ამხილონ, მათ შორის, განსაკუთრებით, საარჩევნო კამპანიაში ტყუილები ამხილონ. სწრაფები არიან ხოლმე იმისთვის, რომ იქნებ, ქართული ოცნება რაღაცაში გამოიჭირონ და ა.შ. არც ერთ, უცხოური დაფინანსების NGO-ს ხმა არ ამოუღია ამ სიყალბეზე, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა ავრცელებს, ესეც უცხოური ჩარევაა არჩევნებში, რადგან უცხოელები იხდიან ფულს და გვეუბნებიან, ეს არის ინდიკატორი, თუ ეს NGO იტყვის, რომ ტყუილია, ე.ი. ტყუილია, თუ ჩუმად არის, ე.ი. ეს ტყუილი არ ყოფილა, ასე ჰყავთ გაჩუმებული ეს NGO-ები, ხმას არ იღებენ იმისთვის, რომ ამ ტყუილმა და სიყალბემ მოიაროს მედია, სოცქსელები, ადამიანის ტვინში შევიდეს და გაჯდეს, როგორც სიმართლე, ესეც უცხოური ჩარევის ერთ-ერთი მაგალითია, როცა დეზინფორმაციის წინააღმდეგ მებრძოლი ე.წ. NGO-ები, მილიონერი NGO-ები ჩუმად არიან და ამაზე ხმას არ იღებენ".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  3. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  4. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  5. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა — როგორია შემადგენლობა?

"TV პირველის" დამფუძნებელი და მფლობელი ვატო წერეთელი აცხადებს, რომ არხის განვითარების მიზნით საზოგადოებრივ მრჩეველთა…