ხალხის ძალა

9 Sep. 2024, 10:48

"საქართველოშიც და ევროპის ქვეყნებშიც, თავისუფალი და კრიტიკული აზროვნების მქონე ადამიანები ნათლად ხედავენ, რომ დღეს ევროპა ღრმა კრიზისშია და აგენტოკრატიის მმართველობის მძიმე შედეგებს იმკის.

ევროპულმა ბიუროკრატიამ, რომელიც სრულად კონტროლდება და კოორდინირდება ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ეგრეთწოდებული "დიფ სთეითისგან“, სრულად დაუკარგა ფასი ევროკავშირს — გაერთიანებას, რომელიც ოდესღაც სწორედ იმიტომ იყო სასურველი და მისაბაძი, რომ ქრისტიანულ ღირებულებებსა და ჯანსაღ ფასეულობებზე იყო დაფუძნებული.

საბედნიეროდ, ევროგაერთიანების ქვეყნებში, ბოლო პერიოდში ჩატარებული არჩევნების შედეგები ნათლად აჩვენებს, რომ ღრმა კრიზისს ევროპელებიც აცნობიერებენ და ევროპული ბიუროკრატიის აგენტოკრატიისგან გათავისუფლება დაუსახავთ მიზნად.

ჩვენი მხრივ, ჩვენც ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ევროპა მალე გათავისუფლდეს მარიონეტი მმართველობითი სისტემისგან.

თუმცა იქამდე, ჩვენი ქვეყნისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს 26 ოქტომბრის არჩევნებს. გლობალური ომის პარტია, რომელიც საბედნიეროდ, ქართული მოსახლეობისთვის უკვე კარგად გაშიფრული და ნაცნობი მეტაფორაა და ქართველმა ხალხმა ამ მეტაფორაში კონკრეტული ადამიანები, პოლიტიკური ჯგუფები და გაერთიანებები ამოიცნო, ყველაფრის ფასად ეცდება, საქართველოს ხელისუფლებაში მათ მიერ მართული აგენტურა მოიყვანოს.

თუ გლობალურმა ომის პარტიამ ამ მიზანს მიაღწია, ჩვენ ქვეყანაში ბომბების წვიმა და ქვეყნის უკრაინიზაცია მეორე დღესვე დაიწყება, ხოლო თუკი ქართველი ხალხის გონიერება გაიმარჯვებს, ჩვენს ქვეყანასაც გავიყვანთ სამშვიდობოს და ევროპელ ხალხსაც ვაჩვენებთ იმის მაგალითს, თუ როგორ არ უნდა დაუთმო შენი ქვეყანა აგენტურას, რაც უნდა დიდი და მძიმე იყოს ზეწოლა" - ნათქვამია ხალხის ძალის განცხადებაში."


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. დააკავეს კაცი, რომელმაც უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს დაარტყა
  2. 35 წლის წინ, სვანეთში არასრულწლოვანზე ნათლიის ძმა და მისი 3 ნათესავი კაცი ძალადობდნენ — საქმეზე გამოძიება ერთი თვის დაიწყო
  3. თელავის სასტუმროში მომხდარ ინციდენტში მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვება აეკრძალათ
  4. ირაკლი ტატუნაშვილი აცხადებს, რომ ალან ყაყატაშვილი პოლიციაში ცემამ იმსხვერპლა
  5. ვინ არის სერდარ ბერდიმუჰამედოვი? — მემკვიდრეობით მიღებული პრეზიდენტობა და ცხენების სიყვარული

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

რა გვჭირდება უხვ ნალექთან გასამკლავებლად? — საბა ბუაძის მოსაზრება

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი საბა ბუაძე წუხელ თბილისში მოსულ უხვ ნალექს სოციალურ ქსელში ეხმაურება. მისი თქმით, ერთადერთი…