ფლანგვის დეტექტორი: საქართველოდან რუსეთში ღვინის ექსპორტიორების უმრავლესობა "ოცნების" შემომწირველია
2024 წლის იანვარი-ივნისის თვეებში საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული ღვინის საერთო ღირებულება 29 მილიონი დოლარითაა გაზრდილი, რაც წინა წელთან შედარებით 36%-იანი ზრდაა. უმსხვილეს ექსპორტიორ კომპანიათა შორის უმეტესობის მფლობელი და დირექტორი ქართული ოცნების შემომწირველი და პარტიის ლიდერებთან დაკავშირებული პირები არიან. ამის შესახებ ინფორმაციას ფლანგვის დეტექტორი აქვეყნებს.
ფლანგვის დეტექტორი წერს, რომ ექსპორტიორი კომპანიები ხელისუფლებისგან შეღავათიანი აგროკრედიტების თანადაფარვითა და სუბსიდიებით სარგებლობენ.
ღვინის უმსხვილესი ექსპორტიორები არიან: დუგლაძეების ღვინის კომპანია, კახური ტრადიციული მეღვინეობა, ასკანელი ძმები, GVMT GROUP, შალვინო, წინანდლის ძველი მარანი, კომპანია ბესინი.
დუგლაძეების ღვინის კომპანიამ 6 თვეში 15 მლნ დოლარის ღვინო გაიტანა რუსეთში.
2021-2023 წლებში მიღებული აქვს 1.7 მლნ ლარის აგროკრედიტი და 1,23 მლნ ლარის სუბსიდიები;
კომპანიის მფლობელები არიან: დეპუტატი ზაალ დუგლაძე და ალექსანდრე ივანიშვილი (ბიძინა ივანიშვილის ძმა);
კახური ტრადიციული მეღვინეობამ 6 თვეში 10.18 მლნ დოლარის ღვინო გაიტანა რუსეთში.
2021-2023 წლებში მიღებული აქვს 2.8 მლნ ლარის აგროკრედიტი და 4 მლნ ლარის სუბსიდიები.
კომპანიის მფლობელია ოცნების შემომწირველი და ე.წ. რუსული კანონის მხარდამჭერი ზურაბ ჩხეიძე;
ასკანელი ძმებმა 6 თვეში 9.9 მლნ დოლარის ღვინო გაიტანა რუსეთში.
2021-2023 წლებში მიღებული აქვს 1.8 მლნ ლარის აგროკრედიტი და 1.25 მლნ ლარის სუბსიდიები.
მისი მფლობელია რუსეთის და საქართველოს ორმაგი მოქალაქე, გოგა ჩხაიძე, დირექტორი — ქართული ოცნების შემომწირველი ირაკლი უგლავა, კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან: ოცნების შემომწირველი ჯიმშერ ჩხაიძე და რუსეთის მოქალაქე ნატალია სტროგანოვა;
GVMT GROUP-მა 6 თვეში 6.18 მლნ დოლარის ღვინო გაიტანა რუსეთში. 2021-2023 წლებში მიღებული აქვს 561 ათასი ლარის აგროკრედიტი.
მისი დირექტორია ოცნების შემომწირველი გიორგი ბოლოთაური და მფლობელი უჩა მამაცაშვილის პარტნიორი და რუსეთში ორმაგი მოქალაქე ვახტანგ კარიჭაშვილი;
შალვინომ 6 თვეში 4.9 მლნ დოლარის ღვინო გაყიდა რუსეთში.
2021-2023 წლებში მიღებული აქვს 218 ათასი ლარის აგროკრედიტი და 147 ათასი ლარის სუბსიდიები. მისი მფლობელები არიან ოცნების შემომწირველები, ლევან და შალვა გვარამიძეები.
წინანდლის ძველმა მარანმა 6 თვეში 4.67 მლნ დოლარის ღვინო გაიტანა რუსეთში.
2021-2023 წლებში მიღებული აქვს 740. ათას ლარამდე აგროკრედიტი და ერთი მილიონი ლარის სუბსიდიები
კომპანია ბესინიმ 6 თვეში 4 მლნ დოლარამდე ლარის ღვინო გაიტანა რუსეთში.
2021-2023 წლებში მიღებული აქვს აგროკრედიტი და სუბსიდიები.
-
სოფო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა ხელშეკრულება არ გაუგრძელა სოფო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა ხელშეკრულება არ გაუგრძელა
გადახედვა
-
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში მუშაობა შეაჩერა კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა
გადახედვა
-
სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან
გადახედვა
-
ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა
გადახედვა
-
აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა
გადახედვა
-
ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
-
შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან 60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
-
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა
გადახედვა
-
რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე
გადახედვა
-
საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ? საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ?
გადახედვა
-
რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა
გადახედვა
-
ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო
გადახედვა
-
Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა
გადახედვა
კომენტარები