ბექა ოდიშარია

ბექა ოდიშარია

29 Aug. 2024, 17:17

ჩვენი პარტიის, ხელისუფლების ლიდერებმა მკაფიოდ მოგვახსენეს, რომ ამის შესახებ მსჯელობა მიმდინარეობს. ჯერ შუამავლობაზე, რაიმე ტიპის კონცეფციის კონკრეტულ წარმოდგენაზე საუბარი არ ყოფილა.

მე ვერ დაგიდასტურებთ სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას გეგმავს თუ არა ქართული ოცნება - ეს საკმაოდ სენსიტიური საკითხია. ბუნებრივია, მოხდება უკიდურესად მჭიდრო კონსულტაციებით წმინდა სინოდთან, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან და ყველა იმ სასულიერო პირთან, ვისაც შეუძლია ამის ირგვლივ გაუწიოს კონსულტაცია ამ თემაზე მომუშავე ჯგუფს.

სახელმწიფო რელიგია ყოველთვის სეკულარული სახელმწიფოდან თეოკრატიაზე გადასვლას არ ნიშნავს. მაგრამ ბუნებრივია, ყველა ასეთი საკითხი, რომელიც საქართველოს 90%-ს შეეხება, იმ უდიდეს მრევლს, რომელიც ქართულ სამოციქულო ეკლესიას გააჩნია, ბუნებრივია, საფრთხილო და ძალიან მგრძნობიარეა. სწორედ ამიტომ განაცხადა როგორც ბიძინა ივანიშვილმა, ისე ქვეყნის პრემიერმა, რომ ამ თემასთან დაკავშირებით მიდის ძალიან დიდი მსჯელობა, ფიქრი. რაც შეეხება კონსულტაციებს - ამის შესახებ გაიგებთ მაშინ, როდესაც საჭირო გახდება რაიმე ტიპის გადაწყვეტილების გამოცხადება.

არანაირი გადაწყვეტილება ეკლესიასთან და მითუმეტეს ჩვენს მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებით მიღებული არ იქნება არც წმინდა სინოდის, არც კათალიკოს პატრიარქის, არც ერის და მრევლის გარეშე. ეს იქნება საყოველთაო კონსენსუსზე დაყრდნობილი გადაწყვეტილება, რომელიც უზრუნველყოფს კიდევ უფრო მეტ თავდაცვით მექანიზმებს და დაასტაბილურებს ქართული ეკლესიის მდგომარეობას კიდევ უფრო მეტად და აღკვეთს იმ თავდასხმებს, რომელიც პერმანენტულად ხორციელდება და რისი მომსწრენიც ვართ ყველანი. აღარ დარჩა შეუგინებელი მართლმადიდებლურ რელიგიაში როგორც მისი მსახურნი, ტაძარი თუ მრევლი. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ქართული ოცნება ცდილობს, დაიცვას ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესი და ამაში გასაკვირი არაფერია.

სიმულაციები იმის თაობაზე, თითქოს ქართული ოცნება აპირებს სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას, მითუმეტეს იმ მდგომარეობაში, როდესაც არ არის ნათელი ეკლესიის წევრებისთვისაც, არ მოხდება. არცერთი ოფიციალური წყაროდან ამის შესახებ არ გსმენიათ, რომ ვინმე მართლმადიდებლური რელიგიის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას აპირებს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  3. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  4. მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
  5. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებული ძმები — გიორგი და დავით ფეიქრიშვილები დააკავეს

ადვოკატის ინფორმაციით, გუშინ გვიან ღამით ძმები — გიორგი და დავით ფეიქრიშვილების საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა…