ბექა ოდიშარია

ბექა ოდიშარია

30 Aug. 2024, 14:54

ჩვენთვის დედა ეკლესია იყო, არის და იქნება მართლმადიდებლური რწმენის მთავარი დამცველი და გამავრცელებელი საქართველოში. შესაბამისად, მისდამი დამოკიდებულება ისეთი ტიპის, როგორიც გარკვეულწილად დამახინჯებული ფორმით წარმოადგინა მეუფემ, არ არსებობს და ვერასდროს იარსებებს. რელიგიას, მართლმადიდებლურ ეკლესიას მომხმარებლურად ეპყრობოდა და ეპყრობა კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა, ისევე როგორც მომხმარებლურად ეპყრობიან ქართულ დიასპორას. როდესაც სჭირდებათ, მაშინ ახსენდებათ და ახდენენ თემის აქტუალიზაციას. ასე იყო ყოველთვის რელიგიასთან და დედა ეკლესიასთან დაკავშირებითაც, სჭირდებათ — აქებენ და ადიდებენ, არ სჭირდებათ — პრორუს და მოსკოვის მონებად მოიხსენიებენ და წვერით თრევას ლამობენ წმინდა სინოდის წევრებისა თუ სხვა მღვდელმსახურებისას. ეს არის ხელწერა კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის. ქართული ოცნების ხელწერა და მოქმედების სტილი არ ყოფილა და არასდროს იქნება რელიგიის და დედა ეკლესიის მიმართ მომხმარებლური დამოკიდებულება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  3. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  4. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
  5. მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი: ილია II-ის წმინდანად შერაცხვაზე მსჯელობა შესაძლოა, 3 წლის შემდეგ დაიწყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ