გიორგი ზვიადაძე

28 Aug. 2024, 15:50

"ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეკლესიას ყველა საკითხთან დაკავშირებით აბსოლუტურად გარკვეული პოზიცია ჰქონდეს. საქართველოს ეკლესიისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ქართული სახელმწიფო, ქართველი ხალხი, მოსახლეობა. სამართლებრივი მოდელი, რომელიც კონსტიტუციური ხელშეკრულების სახით არსებობს, არის უნიკალური და ეს კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას. ხელისუფლება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის დახმარებას და მისი ავტორიტეტის, როლის კიდევ უფრო გაზრდას, რა თქმა უნდა, მადლიერებას იმსახურებს. ეს ერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულებაა საქართველოს მართლმადიდებელი მღვდელმთავართა და სხდომაში მონაწილე ყველა პირის მიერ, მაგრამ ამავე დროს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ერთმნიშვნელოვნად გაცხადებული ის პოზიციაა, რომ არსებული სამართლებრივი მოდელი სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის არის უნიკალური, რაც სრულ თავისუფლებას აძლევს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას სახელმწიფოსგან, ამავე დროს, მის თავისუფლებას უზრუნველყოფს.

საქართველოს სამოციქულო ეკლესია, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II, რომელსაც აქვს განუზომელი დამსახურება ამ ქვეყნის და ჩვენი ეკლესიის წინაშე, ერთმნიშვნელოვნად თვლის, რომ სახელმწიფო ეკლესიად გამოცხადების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არის ძალიან ბევრი რისკი. შეიძლება დღეს არსებულ ხელისუფლებასთან მიმართებით ასე არ იყოს, მაგრამ ზოგადად ეს გულისხმობს სახელმწიფოსადმი გარკვეულ დაქვემდებარებას.

საქართველოს ეკლესიას ძალიან კარგად აქვს შესწავლილი ის პრაქტიკა, რაც სახელმწიფოს მიერ სახელმწიფო ეკლესიად გამოცხადებას გულისხმობს, ეს გარკვეულ რისკებს შეიცავს. ამიტომ ეკლესიის ერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულებაა, რომ არსებული სამართლებრივი მოდელი ეკლესიასა და სახელმწიფოს ურთიერთობისა უნდა შენარჩუნდეს ისე, როგორც არის.

ყველაზე დიდი რისკი ის არის, როგორ გამოიყენებს რომელიმე ხელისუფლება… დღეს ჩვენ ხელისუფლებასთან პრობლემა არ გვაქვს და უაღრესად ჰარმონიული ურთიერთობა საქართველოს ხელისუფლებას და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შორის არის, მაგრამ მომავალში როგორ იქნება, ეს ძალიან დიდ რისკებს შეიცავს. სახელმწიფო რელიგიად მართლმადიდებელი ეკლესიის გამოცხადება, იმ რისკებთან არის დაკავშირებული, რომ ის სახელმწიფოს გავლენას დაექვემდებაროს".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის
  2. ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?
  3. გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
  4. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
  5. რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ჯარიმისა და საურავის სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში ₾127 807.1 ათასი შევიდა

ჯარიმის და საურავების სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში 127 807.1 ათასი ლარია მობილიზებული, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (84…