გიორგი ზვიადაძე

2 Sep. 2024, 11:53

„სხდომებზე, რომელიც იმართებოდა 26 და 29 აგვისტოს, განიხილებოდა ის საკითხი, რა შემოთავაზებაც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან იყო. ეს პირველ რიგში, ეხებოდა კონსტიტუციის მე-8 მუხლს, სადაც საუბარია სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობის შესახებ. შემოთავაზება ასეთია, რომ პირველ ქვეპუნქტში გაჩენილიყო შემდეგნაირი ჩანაწერი: „მართლმადიდებლური ქრისტიანობა საქართველოს სახელმწიფოს იდენტობის საყრდენია.“ და მეორე ქვეპუნქტი შემდეგნაირად რომ ჩამოყალიბდეს: რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებასთან ერთად სახელმწიფო აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიასა და თანამედროვეობაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსგან. სულ ერთი სიტყვა ემატება: [ჩანაწერში] „საქართველოს ისტორიას“, რომ დაემატოს „თანამედროვეობა“, რაზეც საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან პრინციპული თანხმობაა“, - განაცხადა პროტოპრესვიტერმა.

პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ ინტერპრესნიუსთან განაცხადა, რომ ამ საკითხზე საპატრიარქოს მხრიდან პრინციპული თანხმობაა, მაგრამ საბოლოო რედაქცია საპატრიარქოს წარედგინება და თანხმობის შემთხვევაში საქართველოს კონსტიტუციაში ჩაიწერება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  2. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  3. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  4. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"დაკავდით ნებისმიერი ხელოვნებით" — კურტ ვონეგუტის ცნობილი წერილი მოსწავლეებს

2006 წლის შემოდგომაზე ნიუ-იორკის ერთ-ერთი სკოლის ინგლისურის მასწავლებელმა, მის ლოკვუდმა, თავის მოსწავლეებს საინტერესო…