ნათია მეზვრიშვილი

28 Aug. 2024, 15:04

გუშინ, პარტია გახარია საქართველოსთვის მხარდაჭერის გამო, სამსახურიდან გაათავისუფლეს ხონის და სენაკის დირექტორები - ბატონი მინდია გველებიანი და ქალბატონი შორენა შამათავა, რომლებიც ადგილზე უპრეცედენტო მხარდაჭერით და ავტორიტეტით სარგებლობენ. ორივე პოზიციაზე დანიშნეს ოცნების პარტაქტივი: ხონში - სოფლის რწმუნებულის და სენაკში - პოლიციის მაღალჩინოსნის მეუღლე.

რამდენიმე დღის წინ, კასპის საკრებულოს დეპუტატის მეუღლე ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა ჩვენი გუნდის გამორჩეულად აქტიურ წევრს თათია ბროლაძეს.
ოცნების ადგილობრივ პარტაქტივთან ერთად, რა თქმა უნდა, ამ უკანონობაზე პირდაპირ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ ხელისუფლების მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებს, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარეს, რომლებმაც მწვანე შუქი აუნთეს მუქარას, ძალადობას და პოლიტიკური ნიშნით დევნას!


პირდაპირი პასუხისმგებლობა ეკისრებათ, ასევე, სახელმწიფო უწყებებს (მათ შორის, ძალოვნებს და პროკურატურას), რომლებიც თვეების განმავლობაში რეაგირებას არ ახდენენ ჩვენს ოფიციალურ განცხადებებზე, რითაც უკანონობის თანამონაწილეებად იქცნენ.
რა თქმა უნდა, ნაცმოძრაობისგან გადმოღებული ეს მეთოდები ვერ შეგვაშინებს. კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით გავაგრძელებთ კამპანიას რეგიონებში და 26 ოქტომბერს ოცნების მარცხს ოფიციალურად გავაფორმებთ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
  2. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
  3. WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება
  4. სულხან თამაზაშვილმა მედლებისა და სამკერდე ნიშნების ტარების წესი შეცვალა — რა წერია ბრძანებაში?
  5. Trump Tower-ში კვ.მ-ის ფასი $7,000-დან $15,000-მდე იქნება — "არქის" პარტნიორი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

კიბერუსაფრთხოების მკვლევრებმა Claude-ის მეშვეობით OpenAI-ს სისტემა გატეხეს

კიბერუსაფრთხოების მკვლევრებმა OpenAI-ის შიდა სისტემა გატეხეს. საგულისხმოა, რომ ამისთვის მათ კომპანიის მთავარი…