ანა ნაცვლიშვილი

22 Aug. 2024, 18:21

"ორმოცდამეორე დღეა, მოწმე ვართ იმისა, როგორ მიატოვა ქართული ოცნების ხელისუფლებამ ევოლუშენის გაფიცული თანამშრომლები და როგორი დაუცველი არიან ამ ქვეყანაში ადამიანები.

42 დღეა, საქართველოში მიმდინარეობს უწყვეტი პროტესტი, ადამიანებმა მიმართეს პროტესტის უკიდურეს ზომას - შიმშილობას, გუშინ კი ერთ-ერთმა მოშიმშილემ, ახალგაზრდა ადამიანმა პირი ამოიკერა.

ქართული ოცნების ხელისუფლებამ კი ეს ადამიანები მიატოვა.

დღეს საქართველოში არსებობს სამსახური, რომლის საქმე არის შეამოწმოს, როგორ პირობებში უწევთ მუშაობა ადამიანებს ამ ქვეყანაში, თუ საერთოდ შეძლეს დასაქმება, და როგორ ექცევა დამსაქმებელი დასაქმებულს; ეს არის ჯანმრთელობის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი შრომის ინსპექცია. ამ უწყების წლიური ბიუჯეტი მიმდინარე წელს არის არც მეტი არც ნაკლები 7 300 000 ლარი, ხოლო, უწყების ხელმძღვანელის დაქვემდებარებაში არის 162 თანამშრომელი. 2 აგვისტოს ამავე ტრიბუნიდან მათ ოფიციალურად მივმართე მას და წერილობით მოვითხოვე რეაგირება. გავიდა კანონით დადგენილი ყველა ვადა და ინსპექტორმა ვერ წარმოადგინა ვერანაირი პასუხი, რა გააკეთეს ან რის გაკეთებას გეგმავს ამ საქმესთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება საქართველოს თანამედროვე ისტორიაში უპრეცედენტოდ მასშტაბურ გაფიცვას შრომითი უფლებებისთვის“.

ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცლიშვილმა ევოლუშენის გაფიცული თანამშრომლების უფლებებზე პარლამენტში კიდევ ერთი ბრიფინგი გამართა


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  3. მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
  4. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
  5. სულხან თამაზაშვილმა მედლებისა და სამკერდე ნიშნების ტარების წესი შეცვალა — რა წერია ბრძანებაში?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს

პროკურატურა ექიმ გიორგი ჩახუნაშვილთან, ზაქრო ალბუთაშვილთან და ნიკა გვენცაძესთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების…