ანა ნაცვლიშვილი

22 May. 2024, 11:34

ამ პოსტს არ ვწერ მათთვის, ვინც საკითხში გარკვეულია. ვწერ მათთვის, ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს, რა არის ამ კანონში ცუდი (სხვა ტერმინებს მიზანმიმართულად არ გამოვიყენებ).

ამ დროისათვის, საჯაროა კანონთან დაკავშირებული სამი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი სამართლებრივი შეფასება. შეფასების ავტორები არიან კვალიფიკაციით და კეთილსინდისიერების ნიშნით შერჩეული გამოჩენილი იურისტები და პრაქტიკოსები სხვადასხვა ქვეყნებიდან, ამ ორგანიზაციებში ქართველებიც მუშაობენ.

ეს დასკვნებია:

  • ეუთოს დასკვნა
  • ევროსაბჭოს ექსპერტთა საბჭოს დასკვნა
  • და ვენეციის კომისიის დასკვნა.

სამივე ამბობს, რომ კანონი არსებითად მიუღებელია. არა მუხლი-პუნქტის დონეზე, არამედ თავიდან ბოლომდე, მისი მიზანი და ამოცანა არადემოკრატიულია და შესაბამისად — საქართველოს კონსტიტუციის და ევროპული სამართლის საწინააღმდეგო.

ამასთან, არ არსებობს არც ქართველი, არც უცხოელი იურისტის/იურისტების დასკვნა, რომელიც იტყვის რომ კანონი კარგია, ან რაღაც ცვლილებების შეტანის შემთხვევაში გახდება კარგი.

დაფიქრდით, რატომ და როგორ ხდება ეს?

ქართული ოცნება ტყუის, როცა მხოლოდ იმას გეუბნებათ, რომ ეს დეკლარაციის შევსების კანონია. თუ თავად არ წაგიკითხავთ, როგორ ფიქრობთ, დამაჯერებელია, რომ მხოლოდ დეკლარაციის შევსებას აფასებს ასე ნეგატიურად სამი მრავალგვერდიანი სამართლებრივი დასკვნა და ამას მოჰყვა ამხელა ამბავი შინ თუ გარეთ?

მთავარი, რასაც გამიზნულად არ ახსენებს ოცნება როცა გესაუბრებათ ამ კანონზე, არის ის თუ რა ხდება დეკლარაციის შევსების შემდეგ. როგორ შედის სახელმწიფო ამ ორგანიზაციაში მონიტორინგისთვის, ყოველგვარი კონკრეტული საფუძვლის გარეშე და იქიდან აღარასოდეს არ გამოდის, საგადასახადო რომ შედიოდა და აღარასდროს გამოდიოდა, აი ისე....

ეს მონიტორინგი ითხოვს განუსაზღვრელი რაოდენობის ინფორმაციას ორგანიზაციაზე, კერძო პირებზე, უწესებს ორგანიზაციას ჯარიმებს, სრულიად თვითნებურად, რადგან კანონი აძლევს ამ თვითნებობის უფლებას, უწესებს განუსაზღვრელი მასშტაბის კონტროლს, რაც საბოლოოდ აიძულებს ორგანიზაციას თავისი საქმიანობა — ხელისუფლების კორუფციის, უკანონობის და ა.შ. მხილება, სამართლებრივი დავა, მოქალაქის დაცვა და ა.შ. შეაჩეროს და ბოლოს შეწყვიტოს.

ამასთან, ორგანიზაცია თუ აღიარებს, რომ უცხო ინტერესს ემსახურება, სახელმწიფო არამხოლოდ უფლებამოსილი, ვალდებულიც კია, დაიბაროს და ჩაეძიოს ვის და რას ემსახურება. ასე შეიძლება, მონიტორინგთან ერთად, დაუსრულებლად გატარონ სუს-ში და სხვა უწყებებში.

აღარაფერს ვამბობ, საზოგადოებრივ აზრზე რაც ამ ორგანიზაციის და ადამიანების მიმართ ყალიბდება ამ ყველაფრის შემყურე.

დაბოლოს, თუ ორგანიზაცია მოინდომებს მონიტორინგის დროს უსამართლო ქცევის გასაჩივრებას, მსაჯულად სასამართლოში ხვდება მურუსიძე.

ეს კანონი ცვლის დემოკრატიის მთავარ ალგორითმს, რომ ხელისუფლება უნდა აკონტროლონ მოქალაქეებმა და ის უნდა იყოს ანგარიშვალდებული მოქალაქეების წინაშე.

ამ კანონით ხელისუფლება უწესებს კონტროლს მოქალაქეებს, რომლებიც კანონს არ არღვევენ, სრულიად კანონიერ საქმიანობას ეწევიან, მაგრამ ხელისუფლებას ისინი თვალში არ მოსდის, მხოლოდ მიკერძოებული ინტერესით.

გარდა იმისა, რომ ხელისუფლება კანონის დონეზე ტოლობის ნიშანს სვამს ოკუპანტსა და მეგობარს შორის, ხოლო პრაქტიკაში ოკუპანტს ემსახურება, ქვეყნის მეგობარს კი ებრძვის, ამით ის ებრძვის ქვეყანას და მის მომავალს!

წერს ფეისბუქზე ანა ნაცვლიშვილი, პარტია ლელოს დეპუტატი.

გუშინ, 21 მაისს, გასაჯაროვდა ვენეციის კომისიის დასკვნა, სადაც ის საქართველოს ხელისუფლებას აძლევს კატეგორიულ რეკომენდაციას, არ მიიღონ გამჭვირვალობის შესახებ კანონი. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბექა წიქარიშვილი: ეს ბიჭი თუ გახსოვთ, ქალბატონო თეა? ჩვენ გვახსოვს, არ ვივიწყებთ და მუდამ გვემახსოვრება.
  2. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
  3. მაკა ბოჭორიშვილი: დიახ, ვარ "ქართული ოცნების" საკმაოდ ამაყი წარმომადგენელი
  4. ირაკლი ზარქუა: ჩვენ რამენაირად უნდა გავძლოთ 20 იანვრამდე და გავძლებთ კიდეც
  5. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

პრეზიდენტი: ამ პირობებში არ შეიძლება სხვა პოლიტიკური გამოსავალი იყოს, თუ არა არჩევნების დანიშვნა

იმედი მაქვს, რომ ყველამ დეტალურად წაიკითხა [ეუთო/ოდირის დასკვნა] იმიტომ, რომ ყველამ დეტალურად უნდა წაიკითხოს ეს…