ბანანების დიდი ნაწილი, რომლებსაც ამჟამად ვჭამთ, კავენდიშის ბანანებია. იგი მოწყვლადია სოკოვანი დაავადების მიმართ, რომელიც ფუზარიოზის სახელითაა ცნობილი. მან ამ მცენარის სხვა სახეობები უკვე გაანადგურა და კავენდიშსაც საფრთხის წინაშე აყენებს.

ამის მიუხედავად, ახალ კვლევაში მეცნიერებმა დაადგინეს, რომ შესაძლებელია, ის გაქრობისგან ვიხსნათ.

საქმე ისაა, რომ დღესდღეობით აქტიურ დაავადებას იმ შტამიდან სულაც არ განუცდია ევოლუცია, რომელმაც მეოცე საუკუნეში, 1950-იან წლებში, გრო-მიშელის ბანანები გაანადგურა. ეს ნიშნავს, რომ მისი გაკონტროლება შესაძლებელია, ანუ "ბანანების აპოკალიფსის" თავიდან აცილების იმედი გაჩნდა.

ფუზარიოზით დაავადებული ბანანი (მცენარე).

ფოტო: Getty Images

"ბანანები, რომელთაც დღესდღეობით საკვებად ვიყენებთ, იგივე არაა, რასაც ჩვენი ბებია-ბაბუა ჭამდა. ისინი ძველია, გრო-მიშელის ბანანები, რომლებიც ფუნქციურად გადაშენებულია", — აცხადებენ სპეციალისტები.

ველური ბანანის მრავალი სახეობა არსებობს და ჩვენც მოხმარებისთვის რამდენიმე მათგანს ვზრდით. აქედან ყველაზე გავრცელებული სწორედ კავენდიშია, რომელიც Musa acuminata-ს სახეობიდან მომდინარეობს. ის ისეა გამოყვანილი, რომ გრო-მიშელის გამანადგურებელ სოკოვან დაავადებას გაუმკლავდეს. ამის მიუხედავად, დაავადებამ მეორედ 1990-იან წლებში ხელახლა იჩინა თავი და მას შემდეგ კავენდიში საფრთხის ქვეშაა.

როგორც ბანანების, ასევე ფუზარიოზის სხვადასხვა ვარიაცია არსებობს. როცა მეცნიერებმა გლობალურად არსებული 36 შტამი ერთმანეთს შეადარეს, აღმოაჩინეს, რომ ამჟამინდელი შტამი იყენებს გენებს, რომლებიც მცენარეების გასანადგურებლად სოკოვან აზოტოვან ოქსიდს წარმოქმნის. ამ გენების გაუვნებლებით დაავადების სიმწვავე მცირდება, რაც მისი გაკონტროლების პოტენციური ბერკეტია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მცენარის მხოლოდ ერთ ტიპზე დამოკიდებულება არასწორია, რადგან ეს მას პათოგენების მიმართ მოწყვლადს ხდის.

ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Nature Microbiology გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.