Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში ბიზნესისთვის საუკეთესო ციფრულ ბანკად აღიარა
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკმა კიდევ ერთი ჯილდო მოიპოვა. პრესტიჟულმა საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებისას საქართველოს ბანკი 45 ნომინაციაში გამარჯვებულად დაასახელა. ბანკმა ქვეყანაში ბიზნესისთვის საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდო მიიღო.
საუკეთესო ციფრული ბანკის გამოსავლენად, Global Finance-მა რეგიონში ბანკები და ფინანსური ინსტიტუტები რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით შეაფასა. გამარჯვებულებს გამოარჩევდა ბიზნეს მომხმარებლების მოზიდვის და მათთვის ციფრულად მაღალი დონის მომსახურების გაწევის სტრატეგია, ბიზნესის მხრიდან ციფრული შეთავაზებების წარმატებით გამოყენების და მათი მრავალფეროვნების, ციფრული ინიციატივებით ხელშესახები ბენეფიტების შექმნის მაგალითები, ინტერნეტ და მობილ ბანკის დიზაინი და ფუნქციონალები და სხვა.
აღსანიშნავია, რომ ბიზნესის მიმართულებით საქართველოს ბანკმა დამატებით არაერთ ქვეკატეგორიაშიც გაიმარჯვა, მათ შორის - ჯილდო ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო მობილბანკისთვის, საუკეთესო SME პლატფორმისთვის, საინვესტიციო მომსახურებისთვის და სხვა.
"საქართველოს ბანკის ერთ-ერთი მთავარი და უცვლელი მისია ბიზნესის მხარდაჭერაა. მოხარული ვართ, რომ ის პროგრესი, რომელიც ბიზნეს მობილბანკმა და ბიზნეს ინტერნეტბანკმა გასული წლის განმავლობაში განიცადა, აღიარებული იქნა. ჩვენ უკვე დიდი ხანია, წარმატებით ვიყენებთ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს იმისათვის, რომ ბიზნესებმა ფინანსური და არაფინანსური პროდუქტებით ისარგებლონ. აღსანიშნავია ბიზნეს ნაკრებებიც, რომელიც საბანკო და სხვა ტიპის პროდუქტების დისტანციურად გამოყენებას ამარტივებს. განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ბიზნეს მენეჯერი, როგორც ყოვლისმომცველი ციფრული პლატფორმა მეწარმეებისთვის. ბიზნეს ინტერნეტ ბანკი და ბიზნეს მობილბანკი კი ინარჩუნებს უმაღლეს შეფასებებს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ მომხმარებლებისთვის ვქმნით ეფექტიან, პრაქტიკულ ხელსაწყოებს, რაც მათ ბიზნესის გაძლიერებასა და მიზნების მიღწევაში ეხმარება. რაც მთავარია, ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესისთვის ერთიანი, ყოვლისმომცველი ციფრული ეკოსისტემის განვითარებას. ამ პროცესში კი მადლობას ვუხდით ჩვენი გუნდის წევრებს გაწეული ძალისხმევისთვის და ჩვენს მომხმარებლებს ნდობისთვის", — აცხადებს თორნიკე კუპრაშვილი, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი.
ინფორმაციისთვის, გამარჯვებულების გამოსავლენად ტექნოლოგიური და აუთსორსინგის მიმართულებით გლობალური ლიდერი კომპანია Infosys და მისი მსოფლიო კლასის ჟიური მუშაობდა. გამარჯვებულების საბოლოო სია კი Global Finance-ის რედაქტორებმა გამოავლინეს.
საერთაშორისო გამოცემა Global Finance 1987 წელს დაარსდა და 160 ქვეყანაში ოპერირებს. იგი ათწლეულების განმავლობაში ფინანსურ სამყაროში სანდოობის სტანდარტად იქცა. გამოცემა ყოველწლიურად მთელი მსოფლიოდან საუკეთესო ფინანსურ ინსტიტუტებს გამოარჩევს და აჯილდოებს.
-
რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო
გადახედვა
-
თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კირცხალია: პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა ირაკლი კირცხალია: პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა
გადახედვა
-
როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია
-
ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს
გადახედვა
-
ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
გადახედვა
-
ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ
გადახედვა
-
ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე" ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე"
გადახედვა
-
გენპროკურორი კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა გენპროკურორი კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა
გადახედვა
-
საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს საპატრიარქო: უნდა დადგინდეს, რა სამუშაოები მიმდინარეობს ქურმუხის ტაძრის ტერიტორიაზე და ვინ ახორციელებს
გადახედვა
-
დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნა დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნა
გადახედვა
-
ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში
გადახედვა
-
ვის რაში სჭირდება მაგის დამტვრეული ქართული? — პაპუაშვილი ჰერჩინსკის Kordz-ის პოსტზე გამოხმაურების გამო აკრიტიკებს ვის რაში სჭირდება მაგის დამტვრეული ქართული? — პაპუაშვილი ჰერჩინსკის Kordz-ის პოსტზე გამოხმაურების გამო აკრიტიკებს
გადახედვა
-
ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ ტექგიგანტების ხელმძღვანელები გაეროს უშიშროების საბჭოს AI-ს რეგულირებისკენ მოუწოდებენ
გადახედვა
-
Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა? Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა?
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას
გადახედვა
-
მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს
გადახედვა
-
რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს
გადახედვა
-
როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი
გადახედვა
-
ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება
გადახედვა
კომენტარები