რატომ უნდა ავირჩიოთ კრწანისი მარგალიტი საცხოვრებლად
საცხოვრებელი სახლის შეძენა ჩვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. ალბათ, ყველა ჩვენგანს ერთხელ მაინც გვიფიქრია, როგორია ჩვენი საოცნებო სახლი, როგორი იქნება მისი შიდა თუ გარე ინტერიერი. ეს არის სივრცე, სადაც მარტო თუ ოჯახთან ერთად ბედნიერ და სევდიან დღეებს ვატარებთ, სადაც ჩვენთვის ძვირფას ადამიანებს ვმასპინძლობთ, დატვირთული დღის შემდეგ ვბრუნდებით და ვისვენებთ — ფიზიკურად და ემოციურად.

ფოტო: კრწანისი მარგალიტი
ყველა ადამიანი უნიკალურია და ცხადია, მათი გემოვნებაც ერთმანეთისგან განსხვავდება. სახლებსაც ადამიანები თავიანთი ხასიათის, პრიორიტეტების თუ საჭიროებების შესაბამისად არჩევენ. თუმცა, არის გარკვეული ფაქტორები, რომელთა გათვალისწინებაც საცხოვრებლის შეძენისას ყველასთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია.
ადგილმდებარეობა
სახლის ყიდვისას განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიანიჭოთ მის ადგილმდებაორებას. აქ უნდა განსაზღვროთ, რა არის თქვენთვის პრიორიტეტული — ცენტრთან ახლოს თუ მისგან მოშორებით ცხოვრება; საჭიროა ყურადღება მიაქციოთ იმასაც, რამდენად ახლოსაა საცხოვრებელ კომპლექსთან სკოლა, სავაჭრო ცენტრი, საავადმყოფო და თქვენთვის საჭირო სხვა სერვისები.
ადგილმდებარეობის სწორად შერჩევა დიდი სარგებლის მომტანი იქნება იმ შემთხვევაშიც, თუ მომავალში მასში რაიმე ფორმით ინვესტირებას გადაწყვეტთ.

ფოტო: კრწანისი მარგალიტი
უსაფრთხოება
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია უსაფრთხოება. ნებისმიერი ადამიანისთვის აუცილებელია სახლში თავს დაცულად გრძნობდეს. საცხოვრებელი კომპლექსი აშენებული უნდა იყოს უსაფრთხო ტერიტორიაზე, რათა დაზღვეულები ვიყოთ ბუნებრივი კატასტროფებისგან.
ჯანსაღი გარემო
გარემოს დაბინძურება და სხვა ეკოლოგიური პრობლემები თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ჯანსაღ, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრება ადამიანების ჯანმრთელობისთვის უპირატესი წინაპირობაა. სწორედ ამიტომ, სახლის შეძენისას, სადაც თქვენი ცხოვრების დიდი ნაწილი უნდა გაატაროთ, სასურველია ამ ფაქტორის გათვალისწინება.
საპარკინგე ზონა
ქვეყანაში ტრანსპორტის რაოდენობა დღითიდღე იზრდება. შესაბამისად, დღის წესრიგში დგას პარკინგის პრობლემაც. თუ მანქანა გყავთ, ან გეგმავთ მის შეძენას, გირჩევდით, სახლის ყიდვისას გაითვალისწინოთ, აქვს თუ არა საპარკინგე ზონა.

ფოტო: კრწანისი მარგალიტი
დამატებითი სერვისები
დაბოლოს, ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, რამდენად მნიშვნელოვანია პატარ-პატარა დეტალებით ცხოვრების გამრავალფეროვნება და გახალისება. თავს უფლება უნდა მისცეთ, დაისვენოთ, გაერთოთ მეგობრებთან ერთად და აკეთოთ ის, რაც სიამოვნებას განიჭებთ. კარგი იქნება, თუ თქვენს სახლთან ახლოს იქნება ისეთი სივრცეები, რომელიც ამის შესაძლებლობას მოგცემთ.
საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ასპექტს აერთიანებს, კრწანისი მარგალიტია. ის კრწანისის რაიონში მდებარეობს, შორს არის ქალაქის ხმაურისგან და ეკოლოგიურად სუფთა მახასიათებლებით გამოირჩევა. რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, მას 24 საათის განმავლობაში მოემსახურება დაცვის სამსახური და კონსიერჟი. ამით კი უზრუნველყოფილი იქნება მაცხოვრებლების უსაფრთხოება.

ფოტო: კრწანისი მარგალი
კრწანისი მარგალიტი გამოირჩევა ინფრასტრუქტურით. ის არის კლიმატური და ადამიანის მასშტაბზე მორგებული დაგეგმარების მაგალითი. განსაკუთრებით აღსანიშნავია დიდი აივნები და ტერასები. ფასადზე ძირითადად გამოყენებულია თეთრი მოსაპირკეთებელი პანელები, საფასადე ვიტრაჟი და მინის მოაჯირები.
აპარტ ჯგუფის ეს ახალი საცხოვრებელი კომპლექსი 12 000 კვ.მ-ზეა გაშენებული, შედგება 3 ბლოკისა და 300 აპარტამენტისგან. აქვე არის რეკრეაციული ზონაც, ღია და დახურული საცურაო აუზი, ფიტნეს დარბაზი, სპორტული მოედანი და დახურული პარკინგი.
ამ ყველაფრის პარალელურად, კრწანისი მარგალიტის მთავარი უპირატესობა მისი საკმაოდ დაბალი ღირებულებაა — აქ კვადრატული მეტრის ფასი 1500$-დან იწყება, რაც მას საკმაოდ ხელმისაწვდომს ხდის. ამასთან ერთად, მოსახერხებელია გადახდის პირობებიც — შიდა 0%-იანი განვადება და წინასწარი შენატანი 10%.
კომენტარები