ხელნაკეთი ხალიჩების და აქსესუარების ქართულმა ბრენდმა — Carpeteria, -ის სლოგანის - “იცხოვრე შენი ცხოვრებით” შთაგონებით, სპეციალური კოლექცია შექმნა.

გამორჩეული დიზაინის ხელნაკეთ სახლის აქსესუარებზე Carpeteria-მ m²-ის კოლაბორაციული პროექტის ფარგლებში იმუშავა. კოლექცია უმაღლესი ხარისხის ქართული შალის ძაფებითაა შექმნილი და ის ხალიჩებს, სარკეებსა და ბალიშებს აერთიანებს. ნივთების შეძენა ნებისმიერ მსურველს “კარპეტერიას“ ვებ-გვერდზე შეუძლია.

“m² - სა და ადგილობრივ ბრენდებთან კოლაბორაციის იდეა ძალიან მალე გაჩნდა, მას შემდეგ რაც ბაზარზე შემოვიტანეთ ჩვენი ახალი გზავნილი — “იცხოვრე შენი ცხოვრებით”. პროექტს ორი მიზანი აქვს: ჩვენი შეტყობინების მომხმარებელთან უფრო ახლოს მიტანა და ქართული, ეროვნული ბრენდების მხარდაჭერა. რაც შეეხება Carpeteria-სთან თანამშრომლობას, ვფიქრობ, სახლის აქსესუარებს ყოველწამიერად შეუძლიათ ჩვენი შთაგონება და ჩვენთვის იმის შეხსენება, რომ ერთი ცხოვრება გვაქვს და უნდა ვეცადოთ, ვიცხოვროთ ჩვენი ცხოვრებით“, — ირინა დუმბაძე, m²-ის ბრენდის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

“გზავნილი — ‘’იცხოვრე შენი ცხოვრებით“ ძალიან ახლოს არის ჩვენი სტუდიის ხასიათთან და ხელოვნების ფილოსოფიასთან. m²-თან კოლაბორაცია ჩვენი ერთ-ერთი საყვარელი პროექტია, რადგან ის შესაძლებლობას გვაძლევს, გავხდეთ თქვენი სახლის შემოქმედების ნაწილი“, —ნათია ზირაქიშვილი, Carpeteria-ს თანადამფუძნებელი.

„ჩვენთან თითოეული ნივთი ინდივიდუალური დიზაინით იქმნება და ადამიანებს საშუალებას აძლევს, გამოხატონ თავიანთი უნიკალური ხასიათი“, — მარიამ მარგიანი, Carpeteria-ს თანადამფუძნებელი.

m²-მა კოლაბორაციული პროექტი ცოტა ხნის წამოიწყო. პროექტის ფარგლებში, კომპანიის სლოგანის - “იცხოვრე შენი ცხოვრებით” შთაგონებით, ქართული ბრენდები სპეციალურ კოლექციას ქმნიან და ის ისეთ ნივთებს თუ აქსესუარებს აერთიანებს, რომლებსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიყენებთ, მათ შორის: მაისურებს, ლეპტოპის ჩანთებს, მობილურის ჩასადებებს, სამგზავრო ჩანთებს, საპასპორტეებს, კიმონოებს, სახლის აქსესუარებს და სხვას.

სპეციალურად პროექტისთვის შეიქმნა ვებ-გვერდი — www.liveyourownlife.ge, სადაც კოლაბორაციის ფარგლებში შექმნილი კოლექცია ერთ სივრცეში განთავსდება. ნივთების შეძენა კი, პარტნიორი კომპანიების ვებ-გვერდებზე ან მაღაზიებში იქნება შესაძლებელი.

ამ ეტაპზე, პროექტში 7 ქართული ბრენდია ჩართული: ჯოვანი მორა, კარპეტერია, ქეისი, ფუნდუკი, ლავსთარსი, ნინეა და მეთერსი. მათი ნაწილი კოლექციაზე მუშაობს, ნაწილმა კი, მუშაობა უკვე დაასრულა. ნივთების შეძენა პარტნიორი კომპანიების ვებ-გვერდებზე ან მაღაზიებში იქნება შესაძლებელი.

კოლაბორაციულ პროექტში ეტაპობრივად ჩაერთვება სხვადასხვა ქართული ბრენდი და “იცხოვრე შენი ცხოვრებით“ თემატიკაზე შექმნილი კოლექცია კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება.