როცა გჯერა — თიბისის წარმატება უზბეკეთის საერთაშორისო კონფერენციაზე
ფოტო: თიბისი
ციფრული ბანკინგის განვითარება, მომხმარებელზე ორიენტირებული გამოცდილება და კომპანიის წამყვანი როლი რეგიონში - ეს ის ნაბიჯებია, რომლებმაც თიბისის წარმატება განაპირობა. სწორედ, ამ გამოცდილების გაზიარების მიზნით, თიბისის წარმომადგენლებმა უზბეკეთში გამართულ კონფერენციაზე ისაუბრეს, სადაც თიბისის ახალგაზრდა წარმომადგენლებმა პროფესიულ წრეებში დიდი ინტერესი გამოიწვია.
ნოდარ ჯინჭარაძე და კონსტანტინე კევლიშვილი თიბისის ეჯაილ ექსპერტიზის ცენტრის ეჯაილ მწვრთნელები არიან. ახალგაზრდა პროფესიონალები თითქმის იდენტური მიმართულებებით მუშაობენ, ჩართულები არიან ტრანსფორმაციულ ინიციატივებში.
ისევე, როგორც თიბისის მისიაა ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივება, ნოდარისა და კონსტანტინეს საქმიანობის მიზანიც თიბისელებისთვის ყოველდღიური პროცესების გამარტივება და სამუშაო პროცესის ეფექტურობის ზრდაა.
Agile Scale & Innovation 2025 Conference in Uzbekistan — მაისში, ტაშკენტში ჩატარდა და თიბისის, სწორედ, ნოდარი და კონსტანტინე წარმოადგენდნენ. უზბეკეთმა მსგავსი მიმართულების კონფერენციას პირველად უმასპინძლა და როგორც აღმოჩნდა, საქართველოსა და თიბისისა და თიბისელების გამოცდილების გაზიარება ღონისძიების ყველაზე საინტერესო ნაწილი იყო.
კონსტანტინე: “იქაური კომუნა შედარებით ახალი ჩამოყალიბებულია. თიბისი კი, უზბეკეთში ახალი, მაგრამ სერიოზული ბრენდია. ძალიან აინტერესებდათ ჩვენი პრაქტიკების გაზიარება. ამიტომ, გავითვალისწინე მათი სურვილი და პრეზენტაცია თიბისის ეჯაილ ტრანსფორმაციაზე მოვამზადე. მოხსენება გასული წლების ძირითად ასპექტებს ეხებოდა — From 100 People to 100 Squads: How We Scaled Agile at TBC (Without Losing Our Minds). ვისაუბრე ჩვენს განვლილ გზაზე, წარმატებზე, შეცდომებსა და სამომავლო გეგმებზე.“
თიბისის წარმომადგენლების გამოსვლა კონფერენციაზე აღმოჩნდა ის მომენტი, როცა დამსწრეთა უმრავლესობას მყისიერად გაუჩნდა შეკითხვა: ვინ არიან და როგორ დავუკავშირდეთ?! შემდეგ იყო უამრავი კითხვა და პასუხი, ახალი კონტაქტები და სასიამოვნო აღიარება — რომ შენთან საუბარი ყველას უნდა. თიბისის ახალგაზრდა პროფესიონალებმა მიიღეს მიწვევა სხვადასხვა კომპანიებისგან, გამოცდილებისა და ინოვაციების გასაზიარებლად.
ნოდარი: “ჩვენ მიმართ ასეთი დიდი ინტერესის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ეჯაილ მოწყობა იყო, რომელიც 6-7 წლის წინ წარმატებით დავნერგეთ. უზბეკეთში კი, პროცესებს ახლა იწყებენ და დიდი კომპანიები ჯერ კიდევ სკეპტიკურად უყურებენ ამ ტრანსფორმაციას. თუმცა, როცა თიბისის წარმატებულ მაგალითზე მოვუყევით, ამან მათი ცნობისმოყვარეობა გააძლიერა.
ჩემი და კონსტანტინეს თემები ძალიან ავსებდა ერთმანეთს. პრეზენტაციის დროს — Agile Unchained: Escaping Framework-Driven Thinking — მე ვისაუბრე იმ გამოწვევებზე, რომლებიც ეჯაილ ტრანსფორმაციას შეიძლება მოჰყვეს და როგორ უნდა მართო ის ქაოსი, რაც ამ პროცესმა შესაძლოა, გამოიწვიოს.
თვითონ ის ფაქტი, რომ თიბისი უზბეკეთშიც გამორჩეული, მზარდი და ძალიან პოპულარული ბრენდია, უფრო აღვივებდა ჩვენ მიმართ ინტერესს.“
მთავარია, დაიჯერო შენი შესაძლებლობების, რადგან წარმატება შემთხვევით არ მოდის, ის მოითხოვს დიდ შრომას, ცოდნასა და თავდაჯერებულობას. სწორედ ამ ღირებულებებზე დაფუძნებულმა მიდგომამ აქცია ნოდარი და კონსტანტინე ტაშკენტის კონფერენციის იმ მონაწილეებად, რომელთა გამოსვლებმაც განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. თიბისი კი, წარსდგა, როგორც ბრენდი, რომლის პრაქტიკული ცოდნაც საერთაშორისო ასპარეზზე უკვე ყველას ყურადღებას იქცევს.
ნოდარი: “მართლა ძალიან პროდუქტიული ნეთვორქინგი გვქონდა. ბაზარში გავედით, ქუჩაში თუ სავაჭრო ცენტრში, ყველგან ჩანს თიბისი.
ჩემთვის, როგორც ტექის მიმართულებით მომუშავე ადამიანისთვის, ძალიან საინტერესო იყო ამ გამოცდილების გაზიარება, რადგან უშუალოდ მომხმარებლის თვალით ვნახეთ ყველაფერი. უზბეკეთი უნიკალური და მზარდი ბაზარია და, რაც მთავარია, ღიაა ინოვაციებისთვის.
ამიტომ უყვართ იქ თიბისი განსაკუთრებულად — მზარდი, თანამედროვე და ინოვაციური ბრენდი.“
კონსტანტინე: “თიბისი უზბეკეთის ბაზარზე ყველაზე მაღალტექნოლოგიური და სწრაფად მზარდი ბანკია და ეს ყველგან ჩანს, ყველა სივრცეში. პირველად მქონდა შესაძლებლობა, თიბისის საერთაშორისო წარმატების ნაწილი გავმხდარიყავი და ჩვენი გამოცდილება გამეზიარებინა. განსაკუთრებით დაინტერესდნენ იმით, თუ როგორ ავაშენეთ ეჯაილ კულტურა და როგორ გავიტანეთ ის ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
პირადად ჩვენთვისაც, ძალიან კარგი გამოცდილება იყო, რადგან საზღვარგარეთ პირველად გამოვედით კონფერენციაზე და ბევრი ადამიანი გავიცანით, წამოვიღეთ ბევრი საინტერესო იდეა. შესაძლოა, სამომავლოდ კოლაბორაციებზეც ვიფიქროთ.
ამასთან, ეს საინტერესო გამოცდილება უკვე სხვა საერთაშორისო კონფერენციებზეც გამოგვადგება, სადაც ჩვენსა და თიბისის განვითარების ისტორიასა და პრაქტიკებს კვლავ დიდი სიამოვნებით გავაზიარებთ.“
მთავარია გჯეროდეს!
-
"ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით "ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით
გადახედვა
-
ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს
გადახედვა
-
მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ
გადახედვა
-
კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან
გადახედვა
-
ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება
გადახედვა
-
გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
გადახედვა
-
ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი
გადახედვა
-
არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს
გადახედვა
-
მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია
გადახედვა
-
ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს
გადახედვა
-
დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი
გადახედვა
-
ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
გადახედვა
-
ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
კომენტარები