ირანს ახალი პრეზიდენტი ჰყავს — რა მოლოდინებია
ფოტო: Reuters
6 ივლისს, ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში, ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა, რეფორმატორმა კანდიდატმა მასუდ პეზეშკიანმა გაიმარჯვა.
არჩევნების მეორე ტურში 30-მა მილიონმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, აქტივობის პროცენტული მაჩვენებელი 49.8% იყო.
მეორე ტურის შედეგებით, მასუდ პეზეშკიანმა 16.4 მილიონი ხმით დაამარცხა საიდ ჯალილი, რომელმაც 13.5 მილიონი ხმა მიიღო.
პეზეშკიანი ამ პოზიციაზე შეცვლის იბრაჰიმ რაისს, რომელიც 19 მაისს ავიაკატასტროფას ემსხვერპლა.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ის, კონკურენტთან შედარებით, მეტად პროდასავლური პოლიტიკოსია.
ვინ არის პეზეშკიანი
პროფესიით კარდიოქირურგი პოლიტიკოსი, ამ დრომდე, ირანის პარლამენტის წევრი იყო.
მისი მამა ირანელი აზერბაიჯანელია, დედა კი — ირანელი ქურთი.
არჩეული პრეზიდენტი 1980 წელს, ერაყის მიერ წამოწყებულ ომში, ფრონტის პირველი ხაზის ექიმიც იყო.
მონაწილეობდა 1979 წლის რევოლუციაში, რუჰოლა ხომეინის მხარეს, რომელიც ირანის შაჰის, რეზა ფეჰლევის ტახტიდან ჩამოგდებას ისახავდა მიზნად.
2000 წელს ის გახდა ჯანდაცვის მინისტრის მდივანი, ერთი წლის შემდეგ კი, რეფორმისტ მოჰამედ ხათამის პრეზიდენტობის დროს, ის ჯანდაცვის მინისტრი გახდა.
პეზეშკიანს მე-14 საპრეზიდენტო არჩევნებში მხარი დაუჭირეს ირანის ყოფილმა რეფორმისტმა პრეზიდენტმა მოჰამედ ხათამმა, მეშვიდე პრეზიდენტმა, ჰასან რუჰანიმ და ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მუჰამედ ჯავად ზარიფმა.
პეზეშკიანი საკუთარი თავის რეფორმისტს არ უწოდებს და ამბობს, რომ მას სჯერა "სამართლიანობაზე ორიენტირებული პრინციპების“.
ვინ არის პეზეშკიანის კონკურენტი, საიდ ჯალილი
მას პეზეშკიანისგან რადიკალურად განსხვავებული შეხედულებები აქვს საგარეო პოლიტიკაზე.
- ჯალილი ამერიკასა და ევროკავშირთან, 2015 წელს, ბირთვული მოლაპარაკებების შედეგად დადებულ შეთანხმების მიმართ უარყოფითად არის განწყობილი. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2018 წელს ტრამპი შეთანხმებას გამოეთიშა.
- პეზეშკიანს სჯერა, რომ პრობლემების მოგვარება მოლაპარაკებების სახით არის შესაძლებელი, თუმცა, თავის მხრივ, ჯალილი ამტკიცებს, რომ ურთიერთობა მხოლოდ მეზობელ ქვეყნებთან უნდა გაფართოვდეს.
- საშინაო პოლიტიკაში პეზეშკიანი მხარს უჭერს მეტ ღიაობასა და სიმსუბუქეს სოციალურ საკითხებში.
ექსპერტების აზრით, მალე, შესაძლოა, ირანის საშინაო პოლიტიკის დადებითად გარდაქმნა ვიხილოთ.
შეიცვლება თუ არა რამე საქართველოსთვის, ირანის ახალი პრეზიდენტის პირობებში
თბილისში მცხოვრები ირანელი ჟურნალისტი და გეოპოლიტიკის ექსპერტი აჰმედ ჰუსეინი On.ge-სთან ამბობს, რომ ირანს, მნიშვნელოვანი როლი აქვს სამხრეთ კავკასიის რეგიონში და ირანსა და რეგიონის სხვა ქვეყნებს შორის თანამშრომლობამ, შესაძლოა, უზრუნველყოს "მშვიდობა და კეთილდღეობა".
მან, ასევე, აღნიშნა, რომ "საქართველოს შემთხვევაში, თეირანთან მჭიდრო თანამშრომლობამ შეიძლება ხელი შეუწყოს თბილისს, დააბალანსოს თავისი ურთიერთობები სხვა პარტნიორებთან, შეძლოს ენერგიების დივერსიფიკაცია და სასაქონლო წყაროების დაბალანსება, ასევე, შესაძლებელი გახდება მისთვის მიზნის მიღწევა, რომ გახდეს რეგიონული სატრანზიტო ჰაბი.
როგორც მან აღნიშნა, "ბევრს სჯერა, რომ მასუდ პეზეშკიანის არჩევის შემდეგ, ირანის საგარეო პოლიტიკა შეიძლება გახდეს მეტად პროდასავლური".
"ასეა თუ ისე, ირანის ბოლო სამი წლის პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა, მაგალითად, აღდგა დიპლომატიური ურთიერთობები საუდის არაბეთთან და ბაჰრეინთან, ახლიდან შეუერთა ორგანიზაცია BRICS-ს და შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციას, უზრუნველყო მეზობელ ქვეყნებთან სავაჭრო ხელშეკრულებები, ასევე, თურქმენეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან დათანხმდა ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფანში წვლილის შეტანაზე და მრავალი სხვა", — განაცხადა ჰუსეინმა.
-
კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს
გადახედვა
-
გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს
გადახედვა
-
მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის — საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის — საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
-
სომხეთისა და ირანის საზღვარზე "გამარტივებული საბაჟო დერეფანი" ამოქმედდება სომხეთისა და ირანის საზღვარზე "გამარტივებული საბაჟო დერეფანი" ამოქმედდება
გადახედვა
-
დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი თოვლით დაიფარა დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი თოვლით დაიფარა
გადახედვა
-
საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის, მსურველთა რეგისტრაცია იწყება საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის, მსურველთა რეგისტრაცია იწყება
გადახედვა
-
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი დიაზი ლუგარის ცენტრს ეწვია აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი დიაზი ლუგარის ცენტრს ეწვია
გადახედვა
-
ნინო წილოსანის აზრით, ირაკლი ღარიბაშვილი ნიკა გვარამიას წაქეზებით მოქმედებდა ნინო წილოსანის აზრით, ირაკლი ღარიბაშვილი ნიკა გვარამიას წაქეზებით მოქმედებდა
გადახედვა
-
თევზეული გაძვირდა 18.1%-ით, ხორცი — 9.8%-ით, ზეთი — 7.8%-ით — რა გაძვირდა და რა გაიაფდა აგვისტოში? თევზეული გაძვირდა 18.1%-ით, ხორცი — 9.8%-ით, ზეთი — 7.8%-ით — რა გაძვირდა და რა გაიაფდა აგვისტოში?
გადახედვა
-
"თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა "თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა
-
ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ
გადახედვა
-
ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას
გადახედვა
-
რას ვიგებთ ჰარი პოტერის სერიალის ახალი ტრეილერიდან? — იხილეთ კადრები რას ვიგებთ ჰარი პოტერის სერიალის ახალი ტრეილერიდან? — იხილეთ კადრები
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი 2024–2025 წლების აქციებზე დაკავებულებს "უსინდისობის პატიმრები" უწოდებს შალვა პაპუაშვილი 2024–2025 წლების აქციებზე დაკავებულებს "უსინდისობის პატიმრები" უწოდებს
გადახედვა
-
გასული კვირის კრიპტო სიახლე, რომელიც გამოგრჩა — Turbo, როგორ იყიდო კრიპტო წამებში გასული კვირის კრიპტო სიახლე, რომელიც გამოგრჩა — Turbo, როგორ იყიდო კრიპტო წამებში
-
NYP: გიორგი ბაჩიაშვილმა მაიამის სასახლე $51.5 მლნ-ად გაყიდა NYP: გიორგი ბაჩიაშვილმა მაიამის სასახლე $51.5 მლნ-ად გაყიდა
გადახედვა
-
ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე? ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?
გადახედვა
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026 -ის თემა „Places in Transition" იქნება თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026 -ის თემა „Places in Transition" იქნება
გადახედვა
-
გალილეოს "თავისუფალი ვარდნის" ექსპერიმენტმა პიზის კოშკიდან კოსმოსში გადაინაცვლა გალილეოს "თავისუფალი ვარდნის" ექსპერიმენტმა პიზის კოშკიდან კოსმოსში გადაინაცვლა
გადახედვა
-
ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის
გადახედვა
კომენტარები