ევრო 2024-ზე საქართველოს წარმატების აღსანიშნად, ისლანდიის ტელეარხმა გადაცემა ცირკუს მირკუსის სიმღერით დაასრულა
ფოტო: EBU / Nathan Reinds | UEFA
2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი საქართველოსთვის განსაკუთრებულად წარმატებული გამოდგა. ჩვენი ეროვნული ნაკრები წელს პირველად გავიდა საკვალიფიკაციო ეტაპიდან და პრესტიჟული შეჯიბრის ერთადერთი დებიუტანტი გახდა, რაც უკვე ისტორიული მიღწევა იყო. თუმცა, 26 ივნისს გუნდმა ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი, პორტუგალია, სუფთა ანგარიშით, 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში ადგილი გაინაღდა.
ჯგუფური ეტაპიდან საქართველოს გასვლას კი, როგორც ჩანს, სიხარული მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში არ მოჰყოლია. ისლანდიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, RÚV, ევრო 2024-ზე საქართველოს მიღწეული წარმატების აღსანიშნად, სპორტული გადაცემა ჩვენთვის ნაცნობი სიმღერით დაასრულა. შეჯიბრის გამორჩეული მომენტების ვიდეოკოლაჟს, რომელშიც ქართველი ფეხბურთელები და ქომაგებიც მოხვდნენ, ფონად ჯგუფ ცირკუს მირკუსის Lock Me In ედო. ბენდმა ამ სიმღერით საქართველო 2022 წლის ევროვიზიაზე წარადგინა.
"მგონი, პირველი შემთხვევაა, როცა ჩემი ქვეყნის ნაკრების დამარცხება გამიხარდა", — წერს ვიდეოს კომენტარებში პორტუგალიელი ფანი, — "საქართველო და ქართველი ხალხი მიყვარს. ისიც ვიცი, რამხელა სიხარულია მათთვის ეს. თანაც, ჩვენ უკვე გასულები ვიყავით ჯგუფიდან, ასე რომ, თამაშის შემდეგ ქართველებთან ერთად მეც ვზეიმობდი. აი, ამის გამოც მიყვარს ევროვიზია და ფეხბურთი".
იმის მიუხედავად, რომ საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის მოგებისთვის ბრძოლას გამოეთიშა, ქართველმა ფეხბურთელებმა შთამბეჭდავი შედეგებით მსოფლიოს ყურადღება მიიქციეს. ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა, ჩემპიონატის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენა — 4 მატჩში 30 დარტყმა მოიგერია. წლევანდელი ტურნირის ოთხ საუკეთესო ბომბარდირს შორისაა გიორგი მიქაუტაძეც, რომელმაც სამი გოლი გაიტანა.
2 ივლისს სამშობლოში დაბრუნებულ ეროვნულ ნაკრებს გულშემატკივრებმა საზეიმო დახვედრაც მოუწყვეს.
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები