რა შესაძლებლობებს ქმნის ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამა — ინტერვიუ სტიპენდიატ გვანცა დოლბაიასთან
ფოტო: საქართველოს ბანკი
განათლების ხელშეწყობა საქართველოს ბანკისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სხვადასხვა სასტიპენდიო პროგრამისა და პროექტის ფარგლებში, ფინანსური ინსტიტუტი განათლების შესაძლებლობებს ქმნის მათთვის, ვინც განვითარების გზაზე არ ჩერდება. ამ მიზნით, საქართველოს ბანკი ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამასთან 2014 წლიდან თანამშრომლობს და მოტივირებულ ახალგაზრდებს ყოველწლიურად აძლევს შესაძლებლობას, სამაგისტრო საფეხურზე სწავლა აშშ-ში სრული დაფინანსებით გააგრძელონ, რაც დამატებით ყოველთვიურ სტიპენდიასაც მოიცავს.
ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამაზე საქართველოს ბანკის წლევანდელი გამარჯვებული სტიპენდიატები უკვე გამოვლინდნენ, რომელთა შორის ერთ-ერთი გვანცა დოლბაიაა. სტიპენდიატი პროგრამის შესაძლებლობებისა და სამომავლო გეგმების შესახებ გვიყვება.
ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამაზე საქართველოს ბანკის სტიპენდიატი გახდით. როგორი იყო შერჩევის ეტაპები?
ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამა ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტული პროექტია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ყველა იმ ქვეყანაში, რომელშიც სტუდენტებს ეძლევათ შანსი, აშშ-ის წამყვან უნივერსიტეტებში სწავლა სრული დაფინანსებით გააგრძელონ. სწორედ ამიტომ, შერჩევის ეტაპები კომპლექსური და ხანგრძლივია. გამოვყოფდი შესარჩევი პროცესის პირველ ეტაპს — აპლიკაციის პერიოდს, რომელიც საკვანძო მნიშვნელობისაა. ეს არის ეტაპი, რომელიც თვითრეფლექსიის ფართო მასშტაბებს მოითხოვს: განვლილი კარიერული გზის ლოგიკურ დაკავშირებას აშშ-ის სამაგისტრო პროგრამასთან და რეალური მიზნის დასახვას, თუ როგორ არის შესაძლებელი ფულბრაიტის ფინალისტის მიერ ამერიკის უნივერსიტეტში მიღებული ცოდნისა და გამოცდილების რეალიზება საქართველოში დაბრუნების შემდეგ. აპლიკაციის პერიოდის შემდეგ, რომელიც განსაკუთრებული სიცხადით სწორედ ამ ფაქტორის გამო მახსოვს, გავიარე გასაუბრება ამერიკის საელჩოში და ბოლოს ჩავაბარე ინგლისური ენის TOEFL გამოცდა. ამ ეტაპების წარმატებით გავლის შემდეგ, მარტის ბოლოს, მივიღე პასუხი, თუ რომელ უნივერსიტეტში ვაგრძელებდი სწავლას.
ელოდით თუ არა გამარჯვებას?
წელს პირველად გადავწყვიტე ფულბრაიტის კონკურსში მიმეღო მონაწილეობა და პირველივე მცდელობა, საბედნიეროდ, წარმატებული აღმოჩნდა. რაც შეეხება ველოდი თუ არა გამარჯვებას, არ დავმალავ და ვიტყვი, რომ ველოდი. თავდაჯერება მომცა აპლიკაციის ფორმის გააზრებულად შევსებამ. მჯეროდა, რომ აპლიკაციაში ჩემ მიერ დასახული მიზნები რეალური იყო და სწავლის შემდეგ საქართველოში დაბრუნებისას ამ ყველაფერს ნამდვილად განვახორციელებდი. რა თქმა უნდა, ჩემს მიზნებში არც ახლა მეპარება ეჭვი.
აშშ ის რომელ უნივერსიტეტში და რომელი მიმართულებით აგრძელებთ სწავლას? როგორია თქვენი კარიერული გეგმები?
სწავლას ვაგრძელებ ნოტრ დამის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში (Notre Dame University Law School) ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართლის პროგრამაზე. ჩემი კარიერული გეგმები უკავშირდება სწორედ საერთაშორისო სამართლის სფეროში მუშაობის გაგრძელებას. დღეს საქართველოში ვმუშაობ ადამიანის უფლებების იურისტად და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველო-რუსეთის სახელმწიფოთაშორისო დავაზე მუშაობის შემდეგ, დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანის უფლებების დაცვა ჩემი მოწოდებაა. ამიტომ, შტატებში მაგისტრატურის საფეხურის დასრულების შემდეგ ვგეგმავ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და რეგიონული/საერთაშორისო სასამართლოებში მუშაობისკენ ავიღო გეზი. განსაკუთრებით მაინტერესებს პოსტკონფლიქტურ სიტუაციებსა და მყიფე დემოკრატიის პირობებში ადამიანის უფლებების დაცვის სამართლებრივი ჩარჩოს შემუშავება/გაუმჯობესება და საუკეთესო პრაქტიკების დანერგვა.
რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკის სტიპენდიატობა და როგორ შეცვლის თქვენს ცხოვრებას?
საქართველოს ბანკის სტიპენდიატობამ მომცა უნიკალური შესაძლებლობა, მივიღო უმაღლესი განათლება იმ უნივერსიტეტში, რომელში სწავლაც დიდი პრესტიჟი და პრივილეგიაა. ყველაზე მთავარი კი, ალბათ, ის კავშირებია, რომლებსაც ფულბრაიტის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ბანკის სტიპენდიატობის დამსახურებით დავამყარებ. რას შეცვლის სტიპენდიატობა ჩემს ცხოვრებაში — ამაზე პასუხს სრულყოფილად მას შემდეგ შევძლებ, რაც შტატებიდან საქართველოში დავბრუნდები. თუმცა მხოლოდ სასიკეთო ცვლილებებს ველოდები — მაგისტრის ხარისხით და საქართველოს ფარგლებს შიგნით და მის გარეთ დამყარებული კავშირებით. საქართველოს ბანკთან მჭიდრო თანამშრომლობით, ვგეგმავ განსაკუთრებული კონტრიბუცია შევიტანო ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართლის დოქტრინისა და პრაქტიკის განვითარებაში.
დაბოლოს, რას ურჩევდით მათ, ვინც ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამაში სამომავლოდ აპირებს მონაწილეობას?
უპირველესად, ყველას ვურჩევ კონკურსის თითოეულ ეტაპზე შეიმუშაონ სამოქმედო გეგმა — კარგად დაუფიქრდნენ, თუ რა არის კონკრეტული ეტაპის მიზანი და როგორ შეუძლიათ გამოიყენონ ეს პროცესი საკუთარი შესაძლებლობების საუკეთესოდ წარმოსაჩენად. ასევე, ყველას ვურჩევ, დაუთმონ დრო ესეებს და გადმოსცენ მხოლოდ სიმართლე საკუთარი თავის და სამომავლო მიზნების შესახებ. თანაბარმნიშვნელოვანია თადარიგის დაჭერა რეკომენდატორების არჩევისას და სარეკომენდაციო წერილების ატვირთვისას — ხშირად ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია.
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს" მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
კომენტარები