ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების დარღვევის ერთი ფაქტიც არ დაფიქსირებულა — ჩეჩნეთის ადამიანის უფლებათა კომისარი
ფოტო: Grozny.tv
ჩეჩნეთის ადამიანის უფლებათა კომისარმა განაცხადა, რომ მისმა ოფისმა 2023 წელს რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ვერცერთი ფაქტი ვერ აღმოაჩინა.
ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების შესახებ თავის ყოველწლიურ მოხსენებაში მანსურ სოლტაევმა განაცხადა, რომ ეთნიკური ჩეჩნების წინააღმდეგ დაფიქსირებული ყველა დარღვევა ჩეჩნეთის ფარგლებს გარეთ იყო ჩადენილი.
სოლტაევის თქმით, მისმა ოფისმა 2023 წელს მიიღო 1615 მოთხოვნა — წინა წელთან შედარებით, 396-ით მეტი. მის მოხსენებაში მითითებულია, რომ 30,6% შევიდა რუსეთის სხვა ნაწილებიდან, აქედან 135 უკრაინაში საბრძოლველად გაწვეული ჩეჩნებისა და მათი ოჯახების უფლებების დარღვევას უკავშირდებოდა.
დამატებით 231 მოთხოვნა იყო მსჯავრდადებულებისგან, 40-ზე მეტი ეხებოდა უკანონო სისხლისსამართლებრივ დევნას და 20-ზე მეტი უკავშირდებოდა "არაგონივრულ პრევენციულ ზომებს".
მიუხედავად სოლტაევის მოხსენებისა, რომლის მიხედვით, ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების დარღვევა არ დაფიქსირდებოდა, რუსეთის ფედერაციაში შემავალ რესპუბლიკაში მთელი წლის განმავლობაში ხდებოდა ძალადობა, მკვლელობები და გატაცებები.
2023 წლის ივლისში, ჟურნალისტ ელენა მილაშინასა და ადვოკატ ალექსანდრე ნემოვს თავს დაესხნენ, ისინი გროზნოში ზარემა მუსაევას სასამართლო პროცესის გასაშუქებლად მიდიოდნენ. მუსაევა ძმები იანგულბაევების დედაა, რომლებიც ოპოზიციურ ტელეგრამ არხს 1ADAT-ს მართავენ.
გავრცელებული ინფორმაციით, სოლტაევს ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა უბრძანა, ისინი ჩეჩნეთიდან ჩრდილოეთ ოსეთის საავადმყოფოში გადაეყვანა. მან გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნავდა, რომ ჩეჩნეთში ხელახლა ჩასვლის შემთხვევაში, პირდაპირ მას უნდა დაჰკავშირებოდნენ.
მუსაევა 2022 წელს დააკავეს, გავრცელებული ინფორმაციის ფონზე, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სულ უფრო უარესდებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სანკტ-პეტერბურგიდან, საკუთარი სახლიდან გაიტაცეს 26 წლის ჩეჩენი სედა სულეიმანოვაც, რომელიც ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყო. უფლებადამცველები შიშობენ, რომ ის, შესაძლოა, მისმა ოჯახმა მოკლა ჩეჩნეთში, ხოლო ჩეჩნეთისა და რუსეთის ხელისუფლება უარს ამბობს მისი პოტენციური მკვლელობის გამოძიებაზე.
სულეიმანოვა ბოლოს 2023 წლის სექტემბერში ნახეს — ვიდეოში, რომელიც სოლტაევმა გამოაქვეყნა, ჩეჩნეთში მისი სავარაუდო გატაცების შემდეგ. სოლტაევი ირწმუნებოდა, რომ ქალი უსაფრთხოდ იყო.
2023 წლის სექტემბერში ყურადღების ეპიცენტრში მოხვდა კადიროვის ვაჟი, ადამ კადიროვი, მას შემდეგ, რაც ჩეჩნეთის ლიდერმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ადამი კაცს ყურანის დაწვის გამო სცემს. ნიკიტა ჟურაველს, თავდაპირველად, ბრალი წაუყენეს ვოლგოგრადში "მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის", ვიდრე ჩეჩნეთში გადაიყვანდნენ.
რესპუბლიკაში მასობრივი გატაცებებისა და მკვლელობების შესახებ ოპოზიციური ბლოგერები და ტელეგრამ არხებიც იტყობინებიან. 2023 წლიდან ჩეჩნეთში 351 გატაცება და სამი მკვლელობა მოხდა.
მანსურ სოლტევი დასანქცირებულია შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და უკრაინის მიერ, ვაშინგტონმა კი ის ადამიანის უფლებათა დარღვევებთან დააკავშირა.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
-
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა
გადახედვა
კომენტარები