აზერბაიჯანელი ეკონომისტი გაიტაცეს და დააკავეს დამოუკიდებელი მედიასაშუალების საქმესთან დაკავშირებით
აზერბაიჯანელი ეკონომისტი ფარიდ მეჰრალიზადე მთავრობის მიერ AbzasMedia-ზე განხორციელებული რეპრესიის ფარგლებში დააკავეს, მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებელ მედიასაშუალებასთან კავშირი არ ჰქონია.
მეჰრალიზადეს AbzasMedia-ს საქმეზე 1 ივნისს ჩვენება უნდა მიეცა, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, იგი გაიტაცეს და დააკავეს ორი დღით ადრე, 30 მაისს.
მისმა ცოლმა, ნარგიზ მუხთაროვამ თქვა, რომ მისი ქმარი 30 მაისს გამთენიისას გაუჩინარდა და შუადღისას სახლში პოლიციის თანხლებით მიიყვანეს.
"პოლიციამ ის სახლში შუადღისას მიიყვანა. გაჩხრიკეს ჩვენი სახლი და წაიღეს მხოლოდ ჩვენი მობილური ტელეფონები, ძველიც კი, რომელიც გამოუსადეგარი იყო. როდესაც პოლიციამ ის დააკავა, თავზე ჩანთა ჩამოაცვეს”, — განუცხადა მან OC Media-ს.
ჩხრეკისას მეჰრალიზადემ მეუღლეს უთხრა, რომ იგი გაიტაცეს ბაქოს მეტროსადგურიდან 28 მაისი.
მეჰრალიზადე არის ეკონომიკური ანალიტიკოსი, რომელსაც ხშირად უკავშირდებიან პრო-სამთავრობო მედია საშუალებები კომენტარებისთვის. ის, ასევე, მართავს ტელეგრამ არხს Çəpəki, რომელიც აშუქებს აზერბაიჯანის ეკონომიკურ პოლიტიკას და სტატისტიკას.
მოულოდნელი დაპატიმრება
მუხთაროვამ განუცხადა OC Media-ს, რომ ისინი არ მოელოდნენ მეჰრალიზადეს დაკავებას, რადგან პოლიციას მისთვის არასოდეს მოუთხოვია ჩვენების მიცემა AbzasMedia-ს წინააღმდეგ.
"ვცდილობდი მეპოვა ლოგიკა ამ ყველაფერში, მაგრამ ვერ ვიპოვე. ყველაფერი ძალიან გაუგებარია ჩემთვის", — თქვა მან.
მისი დაკავების შემდეგ, AbzasMedia-მ, რომელიც ახლა ემიგრაციის პირობებში მუშაობს, გაავრცელა განცხადება, სადაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ მეჰრალიზადესთან არასდროს უმუშავიათ. მათ თქვეს, რომ მან კომენტარი დამოუკიდებელ მედიასაშუალებას მისცა ისევე, როგორც ასობით სხვა ექსპერტმა.
მათ განაცხადეს, რომ "ამ საქმეზე მოწმის სახით დაკითხვაზე მიიყვანეს ათობით ადამიანი, რომლებსაც არანაირი თანამშრომლობა, ან კავშირი არ აქვთ აბზასმედიასთან“.
აზერბაიჯანმა მედიაზე რეპრესიები ნოემბერში დაიწყო, სამიზნე იყო დამოუკიდებელი ჟურნალისტები და პოლიტიკური აქტივისტები.
ამის შემდეგ, ჟურნალისტებმა და აქტივისტებმა აზერბაიჯანში იატაკქვეშა მუშაობა გადაწყვიტეს, დევნის შიშით.
ბაქოს საზოგადოებრივი სივრცე, ახალგაზრდული აქტივიზმის პლატფორმა იყო ერთ-ერთი ბოლო ორგანიზაცია, რომელიც დაიხურა მიმდინარე რეპრესიის ფონზე.
"ჩვენ ვერ ვიმუშავებდით ასეთ მძიმე ვითარებაში და ჩვენი წევრების გადასარჩენად გადავწყვიტეთ პლატფორმის დახურვა”, — განუცხადა OC Media-ს ორგანიზაციის წევრმა.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
აბა ვინმემ ამიხსნას "მტკივნეული რეგიონები" რას ნიშნავს!!!! — სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე აბა ვინმემ ამიხსნას "მტკივნეული რეგიონები" რას ნიშნავს!!!! — სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე
გადახედვა
-
ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს
გადახედვა
-
ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს
გადახედვა
-
პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან
გადახედვა
-
ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ
გადახედვა
-
როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები
-
რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი
გადახედვა
-
მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა
გადახედვა
-
დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს
გადახედვა
-
Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს
-
ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი? ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი?
გადახედვა
-
5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი 5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი
გადახედვა
-
ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა
-
2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა
გადახედვა
-
ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
გადახედვა
-
დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას
გადახედვა
-
2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით
გადახედვა
კომენტარები