განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიატები

15 May. 2024, 15:42

განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიატების მიმართვა

ჩვენ, განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიატები, ვეწინააღმდეგებით "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის ხელმეორედ ინიციირებას და, მკაფიოდ და მკაცრად მოვითხოვთ საქართველოს პარლამენტისგან, გამოითხოვოს რუსული კანონი.

ასევე, დაუყოვნებლივ შეწყდეს მშვიდობიანი აქციის მონაწილეების დარბევა, გათავისუფლდნენ აქციებზე უკანონოდ დაკავებული ადამიანები; და სასწრაფოდ გამოძიებული იქნას აქციებზე მიზანმიმართული და დაგეგმილი ძალადობის ფაქტები.

ასევე, ჩვენთვის საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ეს კანონპროექტი ოკუპანტი რუსეთის წინააღმდეგ კი არ არის მიმართული, არამედ მისი სამიზნე ჩვენი დასავლელი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნები არიან.

ამიტომაც, მოვითხოვთ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ანტიდასავლური რიტორიკა და პასუხისმგებლობით მოეკიდონ კანონთან მიმართებაში საქართველოს დასავლელი პარტნიორების განცხადებებსა და მოსაზრებებს.

ჩვენ, სტიპენდიანტებს მიგვაჩნია, რომ ეს კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს, რომელთა დაცვა ჩვენი საზოგადოების განვითარების გარანტად მიგვაჩნია.

ამასთანავე, კანონპროექტი შეიცავს უდიდეს რისკებს მომავალში შექმნას კიდევ უფრო დიდი ქაოსი და დაპირისპირება საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს შორის, მოახდინოს იმ პირების/ორგანიზაციების მარგინალიზება, რომლებიც ადამიანის უფლებების, პასუხისმგებლობიანი და ანგარიშვალდებული მმართველობის, განათლების, ჯანდაცვის, სამოქალაქო აზროვნების განვითარებისთვის იბრძვიან.

ამით კი, თავის მხრივ, ის შექმნის ხელსაყრელ გარემოს:

  • საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შეჩერებისთვის;
  • ვიზა ლიბერალიზაციის გადასახედად და სანქციებისთვის;
  • დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოებთან თანამეგობრობისა და დიპლომატიური ურთიერთობების გაუარესებისთვის;
  • ყველაზე მოწყვლადი და დაუცველი ჯგუფების კიდევ უფრო მეტად დისკრიმინაციისთვის;
  • თავისუფალი მედიის და აზრის გაქრობისთვის;
  • განათლების, მეცნიერების, კვლევების შეზღუდვისა და შემცირებისთვის;
  • შემოქმედებით სფეროში ტოტალური კონტროლის დაწესებისთვის;
  • შრომითი უფლებების დარღვევების ლეგალიზებისთვის;
  • ეკონომიკური და სოციალური პირობების გაუარესებისთვის;
  • სოფლის მეურნეობაში, წარმოებაში დაწყებული პროცესების შეჩერებისთვის;
  • გარემოს დაცვის საკითხებში მნიშვნელოვანი უკუსვლისთვის.

ეს ჩამონათვალიც კი სრულად ვერ ასახავს ზიანის იმ მასშტაბს, რომელიც კანონის ამოქმედებას მოჰყვება.

სამწუხარო რეალობაა, რომ პროფესიონალი, მაღალკვალიფიციური კადრები მასიურად ტოვებენ საქართველოს (ათობით სტიპენდიატიც კი პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებელი გახდა ბოლო წლებში), რამაც ქართულ შრომის ბაზარს დიდი ბზარი გაუჩინა. აღნიშნული კანონით ინტელექტუალური კაპიტალის გადინება კიდევ უფრო გაიზრდება.

საქართველოს ისტორია და აწმყო გვკადრულობს, რომ ჩვენი ცივილიზაციური, ისტორიული და გეოპოლიტიკური არჩევანი მხოლოდ დასავლურ სამყაროზე გადის.

საქართველოს მოსახლეობამ რუსეთის ორასწლიანი ოკუპაციის მანძილზე დიდი მსხვერპლი გაიღო განვითარებულ სამყაროში ადგილის მოსაპოვებლად და მიგვაჩნია, რომ ყველანაირი რესურსი უნდა მივმართოთ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ.

რუსული კანონის მიღებით, საქართველოს პარლამენტი ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნებას და კონსტიტუციით გარანტირებულ ევროატლანტიკურ არჩევანს. ეს კანონი არ არის შესაბამისობაში ქართველი ხალხის მისწრაფებებთან და ის დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოთხოვილი.

სწორედ ამიტომ, ჩვენ, განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამებში გამარჯვებული სამაგისტრო, სადოქტორო და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამების სტიპენდიატები, მოგმართავთ საქართველოს პარლამენტს, დაუყოვნებლივ გამოითხოვოთ “რუსული კანონი”!

მიმართვის დასასრულს, სინანულით გვსურს აღვნიშნოთ, რომ განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაცია, რომელიც დაარსდა ქვეყნის განვითარებაში და ევროინტეგრაციაში წვლილის შეტანისთვის და რომელსაც რუსული გავლენების წინააღმდეგ მოწინავეთა რიგებში უნდა ებრძოლა, სრულიად დუმს.

ეს სიჩუმე ემსახურება მხოლოდ ასოციაციის ერთეული წევრების პირად კომფორტს, და არავითარ შემთხვევაში არ გამოხატავს ასოციაციის სხვა წევრებისა და კურსდამთავრებულთა ნებას, ღირებულებებსა თუ მისწრაფებებს.

ამ განცხადების ხელმომწერები მივიჩნევთ, რომ საქართველოსთვის ამ გადამწყვეტ მომენტში კონსტრუქციული კრიტიკა, გამოხატვის თავისუფლება და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში დემოკრატიის პრინციპების უზრუნველყოფა ჩვენი უფლებაა, რომელსაც დაცვა ყოველთვის სჭირდება და დღეს დუმილი ქვეყნის ღალატის ტოლფასია.

ამიტომ, ამ განცხადებით ვეწინააღმდეგებით კანონს და მოვითხოვთ მის გაწვევას.

  1. დათო ნადირაძე
  2. სალომე თარხნიშვილი
  3. გიორგი გრიგოლია
  4. ქეთევან არახამია
  5. ხატია ჩხეტიანი
  6. თორნიკე დვალი
  7. ნინო დგებუაძე
  8. ქეთევან ეფაძე
  9. თამარ ძაგანია ბარამიძე
  10. მარგალიტა ჯაფარიძე
  11. გიორგი ბერიძე
  12. დავით გოგილაშვილი
  13. ნატა გზირიშვილი
  14. ანი ჩუბინიძე
  15. ნატა გზირიშვილი
  16. ლევან ლომჯარია
  17. მარიამ ლალიაშვილი
  18. ზვიად აძინბაია
  19. მეგი სალუქვაძე
  20. ანანო გორგოძე
  21. სალომე ხვადაგიანი
  22. თამარ ცქიტიშვილი
  23. მარიამ კირვალიძე
  24. ლევან ქვარიანი
  25. გიორგი წიქარიშვილი
  26. ანი ჩუბინიძე
  27. ნინო ქადაგიშვილი
  28. თეონა გოდერძიშვილი
  29. ნინო ძოწენიძე
  30. დეა სხირტლაძე
  31. ნინა გაბრიელაშვილი
  32. გვანცა კაკაურიძე
  33. ვიკა ბუკია
  34. სალომე ფაჩუაშვილი
  35. თამარ ზვიადაძე
  36. ნათია ებრალიძე
  37. ლევან ბორჩხაძე
  38. ოთარ მაღალდაძე
  39. ლიტო კაულაშვილი
  40. ომედა იაკოვენკო
  41. თინათინ გურგენიძე
  42. ანი ბალასანია
  43. თეკლა ნემანიშვილი
  44. ნიკა გაბუნია
  45. თაკო ილურიძე
  46. ანასტასია დგებუაძე
  47. ავთანდილ თოდუა
  48. ნინო ღვინეფაძე
  49. მარიამ კირვალიძე
  50. ლუკა ლებანიძე
  51. გიორგი კეკენაძე
  52. ნიკა ნადირაშვილი
  53. ონისიმე ცხომელიძე
  54. დავით მაცაბერიძე
  55. ქეთევან ყიფიანი
  56. მერიკო ქაჯაია
  57. ჯაბა მეხრიშვილი
  58. გიორგი აბაშიძე
  59. გიორგი გაჩეჩილაძე
  60. სალომე ბერეჩიკიძე
  61. ლიკა სვანიძე
  62. ჯაბა მეხრიშვილი
  63. ივეტა გოგავა
  64. გიორგი ურუშაძე
  65. ეკა იაკობიშვილი
  66. გრიგოლ ჩხაიძე
  67. დავით გაჩეჩილაძე
  68. თამარ გაჩეჩილაძე
  69. ალექსანდრე მაჭარაშვილი
  70. ანა რურუა
  71. შოთა ზურაბიშვილი
  72. ლიკა ყოყუაშვილი
  73. შოთა კუკულაძე
  74. ანა ქოჩიაშვილი
  75. თამარ ცანავა
  76. ელენე ხონელიძე
  77. თამარ ბასილაია
  78. გიორგი ჯიბლაძე
  79. გიორგი წურწუმია
  80. მარიამ მაჩაიძე
  81. თამთა ოტიაშვილი
  82. ასმათ ტყეშელაშვილი
  83. რეზო ბერაძე
  84. გვანცა ხოსიტაშვილი
  85. დათო ლაღიძე
  86. სოფიო რუსიშვილი
  87. მიშა ჩიგოგიძე
  88. სოფიო ტყემალაძე
  89. ნიკო კელბახიანი
  90. გიორგი ცხადაია
  91. თამარ თოლორდავა
  92. ქეთი ტატეიშვილი
  93. ნათია ჭანკვეტაძე
  94. გიორგი იაშვილი
  95. შოთა ზურაბიშვილი
  96. ეკა როსტომაშვილი
  97. ბარბარე ასანიძე
  98. თამარა ქარელიძე
  99. ანა ჯებირაშვილი
  100. ნია თათრიშვილი
  101. რუსუდან მარგიანი
  102. ელიზა გუჯაბიძე
  103. მადონა ჯალაღონია
  104. თამარ ფარცახაშვილი
  105. თეკლა გაბრიჭიძე
  106. შალვა არევაძე
  107. ლიზი ლელაძე
  108. ლერი კოხრეიძე
  109. თათია მამესწარაშვილი
  110. მარიამ გუგუტიშვილი
  111. ანა ხინჩიაშვილი
  112. სალომე ქეშელაშვილი
  113. მარი დავითაძე
  114. გვანცა ტუღუში
  115. ნათია უბილავა
  116. არჩილ ჯაიანი
  117. ლუკა ვადაჭკორია
  118. მარიამ ბურდილაძე
  119. გიგი ფიფია
  120. დეა აბულაძე
  121. გიორგი კახნიაშვილი
  122. ანა უზნაძე
  123. ანასტასია ჯაფარიძე
  124. ელზა ქეცბაია
  125. ნინო აბაშიძე

* ხელმომწერთა რაოდენობა იზრდება და სრული სია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ზარქუა: "ლუსულ" ნომრიანი მანქანით ისეირნა ზარქუამო — ნათესავისაა
  2. ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხეს
  3. ფილარმონიის მიმდებარედ საპოლიციო ძალები გამოჩნდნენ
  4. ილია II: ცესკომ დაადასტურა ქართული ოცნების გამარჯვება, გულითადად ვულოცავთ ამ წარმატებას
  5. ჯოზეფ ბორელი განმარტავს, რა იქნება საქართველოში "ტექნიკური მისიის" ამოცანა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ