სტატიის სპონსორია საქართველოს ბანკი

რა არის კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია — მარტივად

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

საბაზრო კაპიტალიზაცია კომპანიის მიერ გამოშვებული აქციების საერთო ღირებულებაა. ინვესტორები ამ მაჩვენებელს კომპანიის ზომის დასადგენად იყენებენ და აქციების ყიდვისა და გაყიდვის გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებენ.

როგორ გამოვთვალოთ საბაზრო კაპიტალიზაცია

საბაზრო კაპიტალიზაცია კომპანიის ღირებულებას აფასებს და მის მიერ გამოშვებული აქციების ფასისა და რაოდენობის ნამრავლია. როგორც ცნობილია, კომპანიის მხრიდან IPO-ს გამოცხადების შემდეგ მისი აქციების ფასი მიწოდებისა და მოთხოვნის შესაბამისად განისაზღვრება. შესაბამისად, როგორც საბაზრო ფასებია ცვალებადი, კომპანიის კაპიტალიზაციის მოცულობაც მუდმივად იცვლება.

საბაზრო კაპიტალიზაციის ფორმულა მარტივია: ერთი აქციის მიმდინარე ფასი მრავლდება გამოშვებული აქციების რაოდენობაზე. მაგალითისთვის, თუ კომპანიას 20 მილიონი აქცია აქვს გამოშვებული და თითოეული ფასიანი ქაღალდის ღირებულება 100 დოლარია, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 2 მილიარდ დოლარს შეადგენს.

დიდი და საშუალო კომპანიები

როგორც უკვე აღვნიშნეთ, საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით კომპანიის ზომის დადგენაც არის შესაძლებელი. როგორც წესი, დიდ კომპანიებს 10 მილიარდ დოლარზე მეტი საბაზრო კაპიტალიზაცია აქვთ. შესაბამისად, ისინი საკუთარ სექტორებსა და ინდუსტრიებში მთავარი მოთამაშეები არიან. ძირითად შემთხვევებში ეს კომპანიები საკუთარ ინვესტორებს დივიდენდებითა და აქციების ღირებულების თანმიმდევრული ზრდით ანებივრებენ. ასეთ კომპანიებს მიეკუთვნებიან: Apple Inc., Microsoft Corp., და Alphabet Inc.

საშუალო კომპანიების საბაზრო კაპიტალიზაცია, როგორც წესი, 2-დან 10 მილიარდ დოლარამდე მერყეობს. ასეთი კომპანიები ისეთ სექტორებს წარმოადგენენ, რომლებიც სწრაფად იზრდებიან. ძირითადად, სწრაფად მზარდი აქციები შედარებით მაღალი რისკიანობით გამოირჩევიან, ვიდრე მსხვილი კომპანიები. საშუალო კაპიტალიზაციის მქონე კომპანიის ერთ-ერთი მაგალითია Eagle Materials Inc.

მცირე და მიკრო ზომის კომპანიების

კომპანიები, რომელთა საბაზრო კაპიტალიზაცია 250 მილიონიდან 2 მილიარდ დოლარამდეა მცირე კაპიტალის კომპანიებად ითვლებიან. შესაძლებელია, ასეთ კომპანიებს ნიშური ბაზრები ეჭიროთ, ან ახალ ინდუსტრიებს წარმოადგენდნენ. მათი ზომიდან გამომდინარე, ასეთი აქციები შედარებით მაღალ რისკიანებად განიხილებიან, რადგან მათი ფასი შესაძლებელია უფრო სწრაფად ცვალებადი იყოს.

აქვე უნდა ითქვას, რომ გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, არსებობს ეგრეთ წოდებული მიკრო კაპიტალიზაციის მქონე კომპანიები. მათი საბაზრო კაპიტალიზაცია 250 მილიონ დოლარამდეა.

მცდარი მოსაზრებები საბაზრო კაპიტალიზაციის შესახებ

მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებელი კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ბევრს ამბობს, იგი არ ზომავს კომპანიის კაპიტალის ღირებულებას. ამის გაკეთება მხოლოდ საფუძვლიანი ფინანსური ანალიზის გაკეთების შედეგად არის შესაძლებელი.

აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგიერთ შემთხვევაში კომპანიის აქციების ღირებულება ზედმეტად შეფასებულია, ან პირიქით — დაჩაგრულია ბაზრის მხრიდან. აქციების ფასი ხომ ის მაჩვენებელია, რამდენის გადახდისთვისაც ბაზარი არის მზად. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ აქციების შეძენამდე კომპანიის მაჩვენებლებს დროის გარკვეულ პერიოდში დააკვირდე.

რა ახდენს გავლენას კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციაზე

კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის შეცვლა ორ ძირითად ფაქტორს შეუძლია: პირველი ეს არის აქციების ფასი და მეორე — როდესაც კომპანია გამოსცემს ან აქციონერებისგან ყიდულობს ფასიან ქაღალდებს.

მაღალი საბაზრო კაპიტალიზაცია კომპანიის წარმომადგენლობაზე მიუთითებს. ბუნებრივია, შედარებით მცირე კომპანიის გიგანტებთან შედარებით ზრდის მეტი პოტენციალი აქვთ. თუმცა, მათ, ვინც საკუთარი თავი წლების განმავლობაში დაიმკვიდრეს, შეუძლიათ ინვესტორების მხრიდან უფრო მაღალი სანდოობით ისარგებლონ.

საქართველოს ბანკის მობილბანკში 6000-მდე ცნობილი კომპანიის აქციის შეძენა არის შესაძლებელი. შენც შეგიძლია დაიწყო ინვესტირება ნებისმიერი თანხით და გახდე ისეთი ცნობილი კომპანიების აქციონერი, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა.

*ეს არ არის ფინანსური რჩევა

თუ ამ სტატიაში განხილული თემებით ხარ დაინტერესებული, შემოგვიერთდი ჯგუფში ინვესტიციები და გაიგე მეტი აქციებით ვაჭრობის შესახებ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "ჩემი ყველა შვილი მიყვარს" — რობერტ დე ნირო ტრანსგენდერ შვილს მხარს უჭერს12012 ნახვა
  2. გარეგნობამ არ მოგატყუოს — ეს 10 ცხოველი სულაც არაა მეგობრული10089 ნახვა
  3. როტერდამის მუზეუმში ბავშვმა შემთხვევით $56 მილიონად შეფასებული ნახატი დააზიანა1824 ნახვა
  4. "ცუდს არ ვუსურვებ, მაგრამ იქნებ ხალხს არსებობა ვაცალოთ" — დევიდ ტენანტი როულინგზე1556 ნახვა
  5. “ნამდვილად ბიონსეს შვილია” — ნახეთ 13 წლის ბლუ აივის ცეკვის ვიდეო858 ნახვა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ლაშა ხუციშვილი: ADB-ის მხრიდან გამოითქვა მზაობა, გაგრძელდეს და კიდევ უფრო გაფართოვდეს ბანკის დაფინანსება

"ADB-ის მხრიდან გამოითქვა მზაობა გაგრძელდეს და კიდევ უფრო გაფართოვდეს ბანკის დაფინანსება, როგორც საჯარო, ისე კერძო…

!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~