მოკლედ: ფონდი ქართუ საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლისთვის, ჯილდოს სახით, 30 მილიონ ლარს გადასცემს.

  • ამის შესახებ ნათქვამია ფონდის განცხადებაში, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

დეტალები: განცხადებაში წერია, რომ ნაკრების წარმატების უკან "თითოეული ფეხბურთელის, სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლის, საფეხბურთო სფეროში ჩართული ადამიანების უდიდესი შრომა დგას."

  • სწორედ ამიტომ, საფეხბურთო ნაკრების მოტივაციის დამატებით მხარდასაჭერად, ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის, ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით 30 მილიონ ლარს გადასცემს.
  • ამასთანავე, ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ, ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვის ფონდი ქართუ ეროვნულ ნაკრებს, დამატებით, 30 მილიონი ლარით დააჯილდოებს", — ვკითხულობთ განცხადებაში.

კონტექსტი: 17 აპრილს — მას შემდეგ, რაც წინა ღამით სპეცრაზმმა რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქცია დაარბია, ნაკრების ფეხბურთელებმა სოციალურ ქსელებში ევროპული კურსის მხარდამჭერი სტატუსები დაწერეს.

  • მათმა ნაწილმა აქციის ფოტოებიც გადააზიარა, თუმცა ხელისუფლების გადაწყვეტილება კანონთან დაკავშირებით, ღიად არ გაუკრიტიკებიათ.