სომხეთი განიხილავს, აზერბაიჯანს დაუბრუნოს კონტროლი ოთხ სოფელზე — მათ ნაწილზე საქართველოსთან დამაკავშირებელი გზა გადის
ფოტო: სომხეთის მთავრობის ადმინისტრაცია
პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიანიშნა, რომ სომხეთმა, შესაძლოა, აზერბაიჯანს ოთხ მიტოვებულ სოფელზე კონტროლი დაუბრუნოს, ტერიტორიის ცალმხრივად გადაცემით.
ორშაბათს ჩრდილოეთ ტავუშის პროვინციაში ვიზიტის დროს ფაშინიანმა თქვა, რომ აზერბაიჯანისთვის სოფლების დაბრუნებით ომის თავიდან არიდება იქნება შესაძლებელი.
საბჭოთა კავშირის დაშლისა და 1990-იანი წლების დასაწყისში მთიანი ყარაბაღის პირველი ომის დაწყების შემდეგ, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრის გასწვრივ რამდენიმე ტერიტორია მოექცა მოწინააღმდეგე მხარის კონტროლის ქვეშ. მასში შედიოდა აზერბაიჯანული სოფლები — ბაღანის აირიმი, აშაგი ესკიფარა, ხეირიმლი და გიზილჰაჯილი, რომლებიც ამ დრომდე სომხეთის მიერ არის ოკუპირებული.
აზერბაიჯანმა, შემდგომში, აიღო კონტროლი ტერიტორიის დიდ ნაწილზე სამხრეთ სომხეთში, 2021-2022 წლებში.
"ოთხი სოფლის" საკითხი აზერბაიჯანის მთავრობის რიტორიკის ხშირი ნაწილი გახდა სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს. ოფიციალური პირები ამბობდნენ, რომ ისინი ძალით აიღებდნენ სოფლებს, თუ სომხეთი მათ ცალმხრივად არ გადასცემდა.
ფაშინიანი ამ სოფლებთან ახლოს, აზერბაიჯანის საზღვართან იმყოფებოდა. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აზერბაიჯანთან დელიმიტაცია შეიძლება დაიწყოს ტავუშში, სოფლების — ბაღანისსა და ბერქაბერს შორის.
გასულ კვირას ფაშინიანმა, ასევე, განაცხადა, რომ ეს ოთხი სოფელი, დე იურე, არასოდეს ყოფილა სომხეთის ტერიტორიის ნაწილი.
მან, ასევე, აღნიშნა, რომ სომხეთს საქართველოსთან დამაკავშირებელი ერთ-ერთი მთავარი გზა გადის მისი კონტროლის ქვეშ მყოფ ერთ-ერთ აზერბაიჯანულ სოფელზე და რომ სომხეთმა უნდა აღადგინოს ინფრასტრუქტურა ამ ტერიტორიაზე "უახლოეს მომავალში".
ფაშინიანის განცხადებებს სომხეთში გარკვეული წინააღმდეგობა მოჰყვა, თავდაცვის ყოფილი მინისტრი სეირან ოჰანიანი ამ ნაბიჯის წინააღმდეგია, რადგან მიიჩნევს, რომ ეს აზერბაიჯანის პოზიციებს წინ წასწევს. მისი თქმით, ერთ-ერთი სოფლის გავლით, საქართველოსკენ მიმავალი გზას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
"სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ირანიდან სომხეთის, საქართველოსა და რუსეთისკენ მიმავალ გზაზე იქნება დაბრკოლებები“, — განუცხადა ოჰანიანმა რადიო თავისუფლებას.
წინადადებას ადგილობრივების კრიტიკაც მოჰყვა. ოთხი აზერბაიჯანული სოფლიდან ერთ-ერთის მეზობლად მდებარე სომხური სოფლის, კირანცის მცხოვრებმა გამოთქვა შეშფოთება მათი სოფლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
"მარტო გამოვალთ გარეთ, წავალთ სადმე, ისინი [აზერბაიჯანელები] დაგვიჭერენ, წაგვიყვანენ... ისევ ასე იქნება. ბავშვებს ვეღარ გავუშვებთ სკოლაში მარტო“, — უთხრა რადიო თავისუფლებას სოფლის მცხოვრებმა.
ფაშინიანის განცხადებების საპასუხოდ, საომარი მოქმედებების შესაძლო განახლების შესახებ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ დასავლეთი დაადანაშაულა.
"რა გააკეთეს ევროკავშირის, ნატოს და ვაშინგტონის ახალმა კურატორებმა? გთხოვთ გაითვალისწინოთ: ეს განცხადება არანაირად არ არის დაკავშირებული რუსეთთან. ეს არის ერევნის ამჟამინდელი ხელისუფლების ექსკლუზიური კომპეტენცია და დასავლელებთან მათი კონსულტაციების შედეგი“, — წერს ზახაროვა Telegram-ზე.
საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხი ფართოდ განიხილებოდა მას შემდეგ, რაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაიწყო სამშვიდობო მოლაპარაკებები, 2020 წლის მეორე ყარაბაღის ომის დასრულების შემდეგ.
იანვარში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თქვა, რომ სომხეთთან დელიმიტაცია შეიძლება დაიწყოს საზღვრის ჩრდილოეთ მონაკვეთზე და შეიძლება მოხდეს ნაწილ-ნაწილ, რაც გულისხმობდა ოთხი სოფლის გადაცემას.
მიუხედავად ფაშინიანის ამ განცხადებისა, სომხეთის ოფიციალურმა პირებმა მანამდე თქვეს, რომ აზერბაიჯანს, შესაძლოა, განზრახული ჰქონდეს სომხეთის იმ ტერიტორიაზე კონტროლის შენარჩუნება, რომელიც მას სომხეთის სამხრეთით აქვს.
მარტის დასაწყისში სომხეთის ვიცე-პრემიერმა მჰერ გრიგორიანმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ აზერბაიჯანი უარს ამბობს იმის აღიარებაზე, რომ ის 31 სომხური სოფლის "სასიცოცხლო მნიშვნელობის ტერიტორიებს“ იკავებს. ის გულისხმობდა აზერბაიჯანის ძალების მიერ 2021 და 2022 წლებში აღებული ტერიტორიის დიდ ნაწილებს.
ამის საპასუხოდ, აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერმა შაჰინ მუსტაფაევმა გამოაქვეყნა განცხადება სომხეთის მიერ ოკუპირებული ოთხი სოფლის "დაუყოვნებლივ გათავისუფლების“ მოთხოვნით. მისი თქმით, აზერბაიჯანის მიერ სომხური ტერიტორიების ოკუპაციაზე საუბარი, "სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციამდე", სრულიად არაგონივრულია.
პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა და დემოკრატიისა და უსაფრთხოების რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელმა, ტიგრან გრიგორიანმა, განუცხადა CivilNet-ს, რომ სოფლების გადაცემა სომხეთის მხრიდან "დათმობა“ იქნება.
"სომხეთის ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი კვლავ ჰაერში დარჩება, რადგან ამ ტერიტორიების უმეტესობა სომხეთის სამხრეთით მდებარეობს“, — განაცხადა გრიგორიანმა.
მან, ასევე, აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი არ დაეთანხმება სომხეთთან საზღვრების ერთ რუკას:
"იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუკებთან დაკავშირებით შეთანხმება შედგება, ცალსახად თქმა არ შეიძლება, რომ აზერბაიჯანი ოდესმე გაიყვანს თავის ჯარებს სომხეთის ტერიტორიიდან. ბაქოს შეუძლია იპოვოს რაიმე საბაბი ამ მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის."
"უფრო მეტიც, პირდაპირი განცხადებები კეთდება აზერბაიჯანიდან, მათ შორის პრეზიდენტის დონეზე, რომ არ აპირებენ ამ პოზიციების გათავისუფლებას, ჯარების გაყვანას ამ პოზიციებიდან“, — განაცხადა გრიგორიანმა.
თუმცა, ორშაბათს ვიზიტის დროს ფაშინიანმა ნათლად მიანიშნა, რომ სომხეთისთვის ახლა პრიორიტეტი ომის თავიდან აცილებაა.
"ჩვენი პოლიტიკა არის ის, რომ არ უნდა დავუშვათ ომი, ომის დაწყება და ეს არის მიზეზი, რის გამოც ჩვენ გადავწყვიტეთ საზღვრის კორექტირება”, — თქვა მან.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
სუს-მა ბირთვული მასალა "ურანისადმი" უკანონო მოპყრობის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავა სუს-მა ბირთვული მასალა "ურანისადმი" უკანონო მოპყრობის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავა
გადახედვა
-
ფრენსის ჰალზენი: ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვერდით დამიდგა და სწორედ ამიტომ ვარ დღეს აქ ფრენსის ჰალზენი: ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვერდით დამიდგა და სწორედ ამიტომ ვარ დღეს აქ
გადახედვა
-
დღეს, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება დღეს, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
კომენტარები