დროა

8 Mar. 2024, 12:52

თავისუფლება ლაზარეს! - მარტის მოვლენებიდან 1 წლის თავზე, სწორედ ეს ორი სიტყვაა ყველაზე მნიშვნელოვანი.

1 წლის წინ, ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ აჩვენა მთელ მსოფლიოს, რომ ერთგულია თავისუფალი, თანამედროვე და ევროპული ქართული სახელმწიფოს იდეის. ჩვენ, ყველამ ერთად, ძალისმიერი წინააღმდეგობის მიუხედავად, ვაიძულეთ ხელისუფლება უკან გაეტანა "რუსული კანონი".

შეშინებულმა "ქართულმა ოცნებამ" ისევ შიშით გადაწყვიტა საპროტესტო მუხტის ჩაქრობა და მძევლად აიყვანა მარტის აქციების მონაწილე 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც უკვე 1 წელია პოლიტიკური მართლმსაჯულების გამო ზის ციხეში.

ლაზარე გრიგორიადისს, ამ დროის განმავლობაში, არცერთი წამით არ შეუწყვეტია ბრძოლა, რადგან იცის, რომ მისი ბრძოლა მართალია.

იგი ყოველთვის დარჩება საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლის სიმბოლოდ.

თავისუფლება ლაზარეს!


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
  4. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  5. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ