დროა

28 Jan. 2024, 13:25

პარტია დროა სოლიდარობას უცხადებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტ გიორგი ხასაიასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორ აკაკი ჩიქობავას, რომლებიც 23 იანვარს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ კეკელიძის ქუჩაზე შეკრებილი მოქალაქეებისა და მედიის წარმომადგენლების ძალადობრივი დარბევის შემდეგ დააკავეს. მურუსიძის სასამართლომ მათ, აღმკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. მათ სამიდან ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ჩვენ კარგად ვიცნობთ პოლიციის ფორმაში ჩაცმულ მთავრობის დაქირავებულ ჯალათებს, რომლებიც თანაბარი ენთუზიაზმით არბევენ ანტისაოკუპაციო შეკრებებსა და საქართველოს ევროპული მომავლის მხარდამჭერ აქციებს, აკავებენ ცარიელი ფურცლებით ხელში მდგომ მოქალაქეებს, ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობის დაზიანების ხარჯზე, იცავენ ლავროვების ოჯახს, ბათუმში შემოსული რუსული გემის ოკუპანტ მგზავრებს. სწორედ ეს ე.წ. პოლიციელები გაუსწორდნენ კეკელიძის ქუჩაზე შეკრებილებს. მიგვაჩნია, რომ როდესაც მჩაგვრელი სისტემა ძალადობს, ერთადერთი სწორი გზა წინააღმდეგობაა.

შერჩევითი სამართალი, დეჰუმანიზებული და პოლიტიზებული მართლმსაჯულება გვეხება ყველას თანაბრად, მემარჯვენეს და მემარცხენეს, კაპიტალისტსა და სოციალისტს, ლიბერალსა და კონსერვატორს, ყველას, ვინც მზად არის წინააღმდეგობა გაუწიოს პოლიციის ფორმაში გადაცმულ ბოროტმოქმედებს.

ნებისმიერ ნორმალურ სახელმწიფოში მსგავსი ინციდენტი ამოიწურებოდა ზიანის ანაზღაურების და არა თავისუფლების აღკვეთის გზით. ჩვენი ძალა სოლიდარობაში, საზოგადოების მთლიანობასა და საღ აზრშია, ხოლო აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას მიმართ შერჩევითი სამართლის გამოყენების დაგმობა ჩვენი სამოქალაქო და პოლიტიკური ვალი.


არა რუსულ რეჟიმს!

— პარტია ეხმიანება კეკელიძის ქუჩიდან ხატიაშვილების გასახლებისას, მოძრაობა ხმის წევრების — გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას დაკავების ფაქტს. დაკავებულებს 25 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა მას შემდეგ, რაც ბრალი წაუყენეს 23 იანვარს აღსრულების პოლიციის მანქანის დაზიანებისთვის. მათ 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რამზან კადიროვმა მემკვიდრე შეცვალა
  2. "მასე შენს ყოფილებს ესაუბრე" — გიორგი შარაშიძე ირაკლი ზარქუას
  3. ჩინეთის გზა ზესახელმწიფოებრიობისკენ და ეკონომიკური კავშირები საქართველოსთან
  4. მარკო რუბიოსა და კობახიძის საუბრის შემდეგ, ირანის ელჩი საქართველოში მუქარის შემცველ განცხადებას აქვეყნებს
  5. მიხეილ ლომთაძის კომპანია ყაზახეთში ხელისგულით გადახდის სერვისს ნერგავს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

საქსტატი: თევზეული გაძირებულია 21.2%-ით, ხილი — 13.4%-ით, პური და ხორცი 9.6%-ით, ზეთი —7.7%-ით

საქსტატის ცნობით, 2026 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8%, ხოლო წლიური ინფლაციის…