აშშ-ს ელჩის კომენტარი საპარლამენტო უმრავლესობის კრიტიკაზე სახდეპის შიდა მემორანდუმის შესახებ
რა ხდება: 26 თებერვალს, ღიად ანტიდასავლური ხალხის ძალის სახელით, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებასთან დაკავშირებით, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რობინ დანიგანმა, მედიასთან კომენტარი გააკეთა.
- მან განაცხადა, რომ გაკვირვებულია იმ ყურადღებით, რაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შიდა მემორანდუმს საქართველოში დაეთმო.
კონტექსტი: 2024 წლის 26 თებერვალს ხალხის ძალამ გაავრცელა აშშ-ის წინააღმდეგ მიმართული მორიგი წერილი, რომელიც ჰომოფობიური გზავნილებით არის დატვირთული.
- საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების მიერ გავრცელებულ ტექსტში საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატები წარმოჩენილია, როგორც "ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის" გამავრცელებელი, რომლის დახმარებით "ლგბტ-პროპაგანდა საერთაშორისო მასშტაბით ძალას იკრებს და ახალ სიმაღლეებს იპყრობს."
რობინ დანიგანი: "გაკვირვებული ვარ იმ ყურადღებით, რომელიც აქ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის შიდა მემორანდუმს დაეთმო, რადგან ეს არის შიდა მემორანდუმი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისთვის, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტში მყოფ ადამიანებს ეხმარება, უფრო ინკლუზიურები იყვნენ სამუშაო ადგილზე და ამ თემაზე სასაუბრო გზები იპოვონ.
- მე ვიტყოდი, რომ ამას საქართველოსთან კავშირი არ აქვს. რაც შეეხება ენას, ქართულ ენასაც არ აქვს გენდერის აღმნიშვნელი ნაცვალსახელები, ვფიქრობ, ეს საინტერესოა. მე ამაყი დედა, ამაყი და, ამაყი ცოლი ვარ და ვფიქრობ, ყველამ ის ენა უნდა გამოვიყენოთ, რომელიც სხვების პატივისცემას გამოხატავს." (IPN-ის თარგმანი)
ფრაგმენტი ხალხის ძალის განცხადებიდან: "ყველაზე მძიმე ისაა, რომ ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მთავარ წყაროდ უმაღლესი საფეხურის ოფიციალური დასავლური სტრუქტურებია ქცეული. ამ ყველაფერში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის დემონსტრაციული ჩართვა უკვე ყველა კითხვის ნიშანს ხნის იმის შესახებ, თუ საიდან და ვის მიერ იმართება ეს პროცესები", — აცხადებენ საქართველოს პარლამენტის დეპუტატები უმრავლესობიდან და მაგალითად ასახელებენ ენტონი ბლინკენის ფრაზას გენდერულად ნეიტრალური ტერმინების შესახებ.
ხალხის ძალის გზავნილების გამეორება დაიწყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, როდესაც თქვა, რომ "თავისთავად, მოსალოდნელია, რომ ცოტა ხანში საქართველოშიც გამოჩნდებიან აქტივისტები, რომლებიც გვეტყვიან, რომ ქართლის დედას ქართლის დედა აღარ უნდა ერქვას, დედა ენას აღარ უნდა დაერქვას დედა ენა და დედამიწას – დედამიწა."
გაიგე მეტი: ხელისუფლების მორიგი კამპანია ჰომოფობიური რიტორიკით, ლევან აკინის ფილმი და ანა ხაზარაძის კომპანია — რა ხდება
-
ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი
გადახედვა
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები