რა ხდება? — კრიპტალი, VASP ლიცენზია და საქართველოს ეროვნული ბანკი
ფოტო: Cryptal
რა ხდება? — კრიპტალი, VASP ლიცენზია და საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოში კრიპტოვალუტებითა და NFT-ებით დაინტერესება ყოველდღიურად იზრდება და სულ უფრო მეტ ადამიანს სურს ამ აქტივების ფლობა. მოთხოვნის ზრდასთან ერთად კი, ჩნდება რეგულაციების საჭიროებაც — მით უმეტეს, ისეთ ახალ და ფორმირებად ინდუსტრიაში, როგორიც ვირტუალური აქტივებია. შედეგად, საქართველოშიც დაიწყო ვირტუალური აქტივების სერვის პროვაიდერების ლიცენზირების პროცესი, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკი აწარმოებს.
სწორედ ზემოთ აღნიშნული ლიცენზია მიიღო კრიპტალმა, რაც იმას ნიშნავს, რომ კრიპტალის სერვისები სრულ თანხვედრაშია რეგულაციებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან და სტანდარტებთან. კრიპტალი ინდუსტრიაში შემოსვლის დღიდან აწვდის მომხმარებლებს ციფრული აქტივები როგორც მარტივად შეძენის, ასევე მათთან დაკავშირებული სხვა ოპერაციების განხორციელების საშუალებას, როგორიცაა — ვირტუალური აქტივების ყიდვა, გაყიდვა, გადარიცხვა თუ განაღდება.
VASP ლიცენზია მნიშვნელოვნად განაპირობებს ნდობის ზრდას არა მხოლოდ კომპანიებისადმი, არამედ მთლიანად — ინდუსტრიის მიმართ. ამ სტატიაში კი, მარტივი და გასაგები ენით გეტყვით, რა პოზიტიური ცვლილებები შეიძლება მოიტანოს ამ ამბავმა, როგორც კრიპტო ენთუზიასტებისა და ინვესტორებისთვის, ასევე ზოგადად, ლოკალური კრიპტო ინდუსტრიისთვის.
რა სიტუაციაა ქართულ კრიპტო ბაზარზე?
საქართველო კრიპტო თუ ვირტუალური აქტივების ინდუსტრიაში ყოველთვის საინტერესო ლოკაციად მოიაზრებოდა — იქნებოდა ეს მაინინგი, ვირტუალური აქტივების ათვისება. რეგულაციების შემოღებით კი ქართული კრიპტო ბაზარი ახალ ეტაპზე გადადის. შედეგად, ყველა ქართული თუ საერთაშორისო კომპანია, რომელიც ვირტუალური აქტივების სერვისების მიწოდებას უზრუნველყოფს ქართულ ბაზარზე, ექვემდებარება და საჭიროებს VASP-ის ლიცენზიას. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი რეგულაციაა, როგორც ცალკეული მომხმარებლებისათვის, ასევე მთლიანად, კრიპტო ინდუსტრიისთვის.
ამ რეგულაციების მთავარი მიზანიც ხომ ინდუსტრიის გაჯანსაღება, რისკების შემცირება და მომხმარებლების დაცვაა — რამაც ერთი მხრივ, მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს ვირტუალური აქტივებისადმი ნდობა და ინტერესი, ხოლო მეორე მხრივ, მაქსიმალურად დახვეწოს არსებული სერვისები. შედეგად, სავარაუდოა, რომ ლიცენზირებას პოზიტიური გავლენა ექნება მომიჯნავე სექტორებსა და სფეროებზეც, იქნება ეს ტრადიციული ფინანსური ინდუსტრია, ელექტრონული კომერცია და ა.შ.
რა არის და რას გულისხმობს VASP ლიცენზია?
როგორც უკვე გავიგეთ, VASP ლიცენზია არის რეგულაციის ახალი ტიპი, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკი გასცემს და ანიჭებს ციფრულ აქტივებთან დაკავშირებულ სხვადასხვა კომპანიებსა თუ პლატფორმებს.
- VASP ლიცენზია კომპანიებს ანიჭებს ვირტუალური აქტივები ოპერირების უფლებას, რაც მოიცავს — ამგვარი აქტივების ყიდვა-გაყიდვას, გადარიცხვას, შენახვასა და ერთი აქტივის მეორეში გადაცვლა.
- VASP ლიცენზია ენიჭებათ არა მხოლოდ ვირტუალური აქტივების მართვასთან დაკავშირებულ კომპანიებს, არამედ ტრადიციულ ფინანსურ ორგანიზაციებსაც - ბანკებსა და მიკროსაფინანსო კომპანიებს.
რატომ არის VASP ლიცენზია კარგი ამბავი კრიპტო ინდუსტრიისთვის?
სახელმწიფოსგან გაცემული ლიცენზია, ბუნებრივია ბაზარზე მეტ ნდობას იწვევს მომხმარებლებში და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ ახალ სფეროში, როგორიც ვირტუალური აქტივებია.
ლიცენზია მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია სანდოობის გაზრდაში და ჯანსაღი საოპერაციო კრიპტო გარემოს შექმნაში.
ეს ყოველივე კი, ჯამში ვირტუალური აქტივების მასობრივად დამკვიდრება და ათვისებას განაპირობებს, რაც თავის მხრივ გაზრდილ ბაზარსა და მეტ შესაძლებლობებს ნიშნავს.
-
Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება
გადახედვა
-
20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა 20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა
გადახედვა
-
რუსთაველზე მინიქანდაკებების რესტავრაცია/ხელახლა დამზადებისთვის მერია 273 815 ლარს გადაიხდის რუსთაველზე მინიქანდაკებების რესტავრაცია/ხელახლა დამზადებისთვის მერია 273 815 ლარს გადაიხდის
გადახედვა
-
5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეს, შესაძლოა, ქალი მართავდა — ახალი აღმოჩენა 5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეს, შესაძლოა, ქალი მართავდა — ახალი აღმოჩენა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia—ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia—ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო
-
16 მიწის ნაკვეთი — რა ქონებას ფლობს სოდ-ის ახალი ხელმძღვანელი თამაზ შუბითიძე დეკლარაციის მიხედვით? 16 მიწის ნაკვეთი — რა ქონებას ფლობს სოდ-ის ახალი ხელმძღვანელი თამაზ შუბითიძე დეკლარაციის მიხედვით?
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა
გადახედვა
-
ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: იმედი გვაქვს, რომ გვექნება შესაძლებლობა, აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის ინსტიტუციებთან შალვა პაპუაშვილი: იმედი გვაქვს, რომ გვექნება შესაძლებლობა, აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის ინსტიტუციებთან
გადახედვა
-
Nvidia-ს ხელმძღვანელი: "0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს" Nvidia-ს ხელმძღვანელი: "0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს"
გადახედვა
-
რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ
გადახედვა
-
60 წელს გადაცილებულ კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი გააუპატიურა, ბრალი წარუდგინეს 60 წელს გადაცილებულ კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი გააუპატიურა, ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო
გადახედვა
-
დენიელ რედკლიფმა ხინკალს შქმერული ამჯობინა — ნახეთ ჰარი პოტერი ქართულ რესტორანში დენიელ რედკლიფმა ხინკალს შქმერული ამჯობინა — ნახეთ ჰარი პოტერი ქართულ რესტორანში
გადახედვა
-
"გრანტის გადარიცხვა არ მომხდარა" — ევროპის საბჭო პოლიტიკური სწავლების სკოლის ბახმაროს სემინარზე "გრანტის გადარიცხვა არ მომხდარა" — ევროპის საბჭო პოლიტიკური სწავლების სკოლის ბახმაროს სემინარზე
გადახედვა
-
როგორ დავუსტვინოთ — 4 ხერხი როგორ დავუსტვინოთ — 4 ხერხი
გადახედვა
-
მევენახეების პროტესტის ფონზე მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის მევენახეების პროტესტის ფონზე მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის
გადახედვა
-
თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 770 000-მდე ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის მეგის ქარდავას 5.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 770 000-მდე ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის მეგის ქარდავას 5.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი "მთვარე" შთანთქა რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი "მთვარე" შთანთქა
გადახედვა
-
აუტიზმის მქონე შვილთან საკომუნიკაციოდ, დედამ მკლავზე კლავიატურა ამოისვირინგა აუტიზმის მქონე შვილთან საკომუნიკაციოდ, დედამ მკლავზე კლავიატურა ამოისვირინგა
-
21-ე სკოლის გადასარჩენად შექმნილი საინიციატივო ჯგუფი საინჟინრო დასკვნის გადამოწმებას და შენობის რეაბილიტაციის განხილვას ითხოვს 21-ე სკოლის გადასარჩენად შექმნილი საინიციატივო ჯგუფი საინჟინრო დასკვნის გადამოწმებას და შენობის რეაბილიტაციის განხილვას ითხოვს
გადახედვა
კომენტარები