ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა იმ ციხის დირექტორს და მოადგილეებს, სადაც ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა
ფოტო: Peter Rigaud / DER SPIEGEL
მოკლედ: BBC-ს ინფორმაციით, დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა არქტიკაში მდებარე იმ სასჯელაღსრულების 6 წარმომადგენელს, სადაც რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა.
- ციხის დირექტორს და მის მოადგილეებს ბრიტანეთში ჩასვლა აეკრძალათ და მათი ქონებაც გაიყინება.
დეტალები: BBC-ს მიხედვით, ბრიტანეთის მთავრობამ მოითხოვა ნავალნის ცხედარი დაუყოვნებლივ გადაეცეს მის ოჯახს და ჩატარდეს სრული და გამჭვირვალე გამოძიება.
- "დასავლელი ლიდერები აცხადებენ, რომ ნავალნის მკვლელობაში პასუხისმგებლობა რუსეთის ხელისუფლებას, მათ შორის, პრეზიდენტ პუტინს ეკისრება", — წერს BBC.
გაიგე მეტი: ნავალნის ოჯახს უთხრეს, თუ როდის გადასცემენ ცხედარს
დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული პირები არიან:
- პოლკოვნიკი ვადიმ კონსტანტინოვიჩ კალინინი — სასჯელაღსრულების კოლონიის უფროსი;
- ვიცე-პოლკოვნიკი სერგეი ნიკოლაევიჩ კორჟოვი — უფროსის მოადგილე;
- ვიცე-პოლკოვნიკი ვასილი ალექსანდროვიჩ ვიდრინი — უფროსის მოადგილე;
- ვიცე-პოლკოვნიკი ვლადიმერ ივანოვიჩ პილიპჩიკი — უფროსის მოადგილე;
- ვიცე-პოლკოვნიკი ალექსანდრე ვლადიმროვიჩ გოლიაკოვი — უფროსის მოადგილე;
- პოლკოვნიკი ალექსანდრე ვალერიევიჩ ობრაზცოვი — უფროსის მოადგილე.
ბოლო ხაზი: 2024 წლის 16 თებერვალს რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურმა გაავრცელა ცნობა, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი სპეციალური რეჟიმის კოლონიაში გასეირნების შემდეგ გარდაიცვალა.
- გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
- ოპოზიციონერის თანამოაზრეები მიიჩნევენ, რომ ის მოკლეს და კრემლი დანაშაულის კვალის დამალვას ცდილობს.
- ლუდმილა ნავალნაიამ, შვილის გარდაცვალების შემდეგ, თქვა, რომ რამდენიმე დღის წინ მასთან პაემანზე იმყოფებოდა ციხეში. დედის თქმით, პოლიტიკოსი თავს კარგად გრძნობდა და ჯანმრთელობას არ უჩიოდა.
- ამაზე მეტყველებს გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე, 15 თებერვალს, ნავალნის ვიდეო-ჩართვა სასამართლოზე.
გაიგე მეტი: იულია ნავალნაია: ალექსეი ნავალნის საქმეს მე გავაგრძელებ
-
ირაკლი კობახიძე დონალდ ტრამპის ოფიციალურ მიღებას დაესწრო ირაკლი კობახიძე დონალდ ტრამპის ოფიციალურ მიღებას დაესწრო
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან
გადახედვა
-
ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა
გადახედვა
-
აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა
გადახედვა
-
ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
-
შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან 60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
-
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა
გადახედვა
-
რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე
გადახედვა
-
საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ? საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ?
გადახედვა
-
ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო
გადახედვა
-
Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა
გადახედვა
-
გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია
გადახედვა
-
"ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში? "ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში?
გადახედვა
-
შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები