დედამიწა, დინოზავრების შემდეგ, უდიდესი მასობრივი გადაშენების გზაზეა
ფოტო: Abir Sultan/European Pressphoto Agency
ადამიანებმა იმდენად დააზიანეს დედამიწის ეკოსისტემა, რომ დინოზავრების შემდეგ ყველაზე დიდ მასობრივ გადაშენების გზას ვადგავართ? გვაქვს კი საკმარისი დრო, რომ ჩვენი ქმედებების უარყოფითი შედეგები გამოვასწოროთ?
ორშაბათს გამოქვეყნებული ახალი კვლევა სასტიკ სურათს ხატავს: დაახლოებით 9 ათასი ხერხემლიანი სახეობის (მათ შორის, ძუძუმწოვრების: გეპარდების, ლომების, ჟირაფების) პოპულაცია შესამჩნევად შემცირდა 1900-დან 2015 წლამდე.
თითქმის 200 სახეობა გადაშენდა უკანასკნელ 100 წელიწადში. კვლევა ამბობს, რომ ეს დანაკარგები მიანიშნებს პლანეტაზე „მიმდინარე მეექვსე დიდი გადაშენებაზე“ და ამ ყველაფრის გამომწვევი ადამიანის საქმიანობაა.
„ეს არის ბიოლოგიური ანიჰილაციის შემთხვევა, რომელიც გლობალურად ხდება, მიუხედავად იმისა, ამ პოპულაციებში არსებული სახეობები სადმე შემორჩენილია დედამიწაზე თუ არა“, ამბობს როდოლფო დირზო, კვლევის თანაავტორი და სტენფორდის უნივერსიტეტში მოღვაწე ბიოლოგიის პროფესორი.
მკვლევრებმა ჩიტების, ამფიბიების, ძუძუმწოვრებისა და რეპტილიების 27 600 სახეობის ანალიზი ჩაატარეს და დაადგინეს, რომ 8 851 მათგანის (დაახლოებით 32%) პოპულაცია შესამჩნევად მცირდება და საცხოვრებელი არეალი უვიწროვდებათ.
ძუძუმწოვართა 177 სახეობაზე ჩატარებულმა უფრო დეტალურმა ანალიზმა ცხადყო, რომ 40%-ზე მეტი სახეობის პოპულაცია საგრძნობლად დაეცა. კვლევის თქმით, ამ აღმოჩენების მნიშვნელობა ისაა, რომ მილიარდობით ცხოველის პოპულაცია, რომელიც ოდესღაც დააბიჯებდა დედამიწაზე, ახლა უკვე გადაშენებულია.
ავტორთა აზრით, სახეობათა პოპულაციების ასეთი შევიწროება „დედამიწის ისტორიაში არსებული ბიოლოგიური მრავალფეროვნების ყველაზე დიდი მასობრივი ეროზიაა“.
„აქედან გამომდინარე, ჩვენ ვამბობთ, რომ მეექვსე მასობრივი გადაშენება უკვე აქაა და ეფექტური ქმედებების დრო ძალიან ცოტაა - ალბათ მაქსიმუმ ორი ან სამი ათწლეული“, ამბობენ ავტორები.
რამდენიმე მაგალითი
გასულ წელს, გეპარდების რაოდენობა ოდნავ აღემატებოდა 7 ათასს. National Geographic-ის თქმით, მათი პოპულაცია შემდეგ 15 წელიწადში შესაძლოა 53%-ით შემცირდეს.
ბორნეოსა და სუმატრანის ორანგუტანები, წლებია, რაც გადაშენების საფრთხის ქვეშ არიან, მეტწილად საცხოვრებელი არეალის დაკარგვის გამო.
უკანასკნელ 20 წელიწადში 40%-ზე მეტით შემცირდა აფრიკული ლომების პოპულაცია. დასავლეთ აფრიკის ლომები კი, ფაქტობრივად, გადაშენებას უახლოვდებიან - სულ რაღაც 400 ინდივიდია დარჩენილი. ისტორიულად კი, ლომები სამხრეთ ევროპაში, შუა აღმოსავლეთში, ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთსა და აფრიკაში ბინადრობდნენ.
კვლევის თანახმად, დღეს მხოლოდ მიმოფანტული პოპულაციებიღაა დარჩენილი სუბ-საჰარულ აფრიკაში და რამდენიმეა შემორჩენილი გირის ტყის ეროვნულ პარკში (ინდოეთი).
მამოძრავებელი ძალა ადამიანთა საქმიანობაა, რომლის შედეგადაც საცხოვრებელი გარემოს დაკარგვა, დაბინძურება და კლიმატის დანგრევა ხდება, სხვა დანარჩენებთან ერთად.
„პოპულაციებისა და სახეობების მასობრივი დანაკარგი კარგად გვანახებს ჩვენი ემპათიის ნაკლებობას იმ ველური სახეობების მიმართ, რომლებიც ჩვენი კომპანიონები იყვნენ ჩვენი გაჩენის დღიდან“, ამბობს კვლევის მთავარი მეცნიერი ჯერარდო კებალოსი, ეკოლოგიის პროფესორი Universidad Nacional Autónoma de México-დან.
„ეს არის მრავალი სახეობის გაქრობისა და ბუნებრივი სისტემების შემცირების წინაპირობა, რომელიც ჩვენს ცივილიზაციას ქმნის“.
უთანხმოება სამეცნიერო საზოგადოებაში
ზოგიერთი მეცნიერი კვლევის დრამატულ სურათს არ ეთანხმება.
სტიუარტ პიმი, დიუკის უნივერსიტეტის (ჩრდილოეთ კაროლინა) კონსერვაციული ეკოლოგიის უფროსის თქმით, კვლევა უსარგებლო განგაშს ტეხს, როცა ამბობს, რომ დედამიწა უკვე ამ კატაკლიზმური მოვლენის შუაშია.
„ის ცოტათი დრამატულია. დიახ, ჩვენ გამო სახეობები ნორმაზე ათასჯერ სწრაფად ნადგურდება. დიახ, არსებობს პრობლემა. მაგრამ, მეორე მხრივ, ხალხისთვის იმის თქმა, რომ უკვე განწირულები ვართ და დავიხოცებით, არც ისე სასარგებლოა“, ამბობს პიმი.
დაგ ერვინი, სმიტსონიანის ბუნებრივი ისტორიის ეროვნული მუზეუმის კურატორი, აცხადებს, რომ ცხოველთა სახეობების გადაშენების იმ ველზე განლაგება, სადაც მასობრივი გადაშენების მოვლენები, ანუ დიდი ხუთეული მოხდა, „ნაგავ მეცნიერებას“ მიეკუთვნება.
„ისინი, ვინც ასეთ იოლ შედარებებს აკეთებენ ახლანდელ სიტუაციასა და წარსულში მომხდარ მასობრივ გადაშენებებს შორის, არ აქვთ წარმოდგენა მონაცემების ბუნებაში განსხვავებაზე", ამბობს ის The Altantic-თან.
„უნდა გაიაზროთ, მე არ ვამბობ, რომ ადამიანებს დიდი ზიანი არ მიუყენებიათ ზღვისა და ხმელეთისთვის, არც იმას ვამბობ, რომ მრავალი გადაშენება არ მომხდარა და არ მოხდება ახლო მომავალში. მაგრამ, ჩემი ღრმა რწმენით, ჩვენ, როგორც მეცნიერებს, იმის პასუხისმგებლობა გვაქვს, რომ ასეთი შედარებებისას ზუსტები ვიყოთ“.
სხვები ამბობენ, რომ კვლევის შედეგები უბედურებაზე მეტყველებს - და ასეც არის.
კირან საქლინგი, „ბიოლოგიური მრავალფეროვნების ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი, აცხადებს, რომ მკვლევრებმა ზუსტად აჩვენეს, რომ პოპულაციის დანაკარგი არაა მხოლოდ მიბმული კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალზე ან ცხოველთა კონკრეტულ სახეობებზე.
„რაც მათ აჩვენეს, არის მასობრივი, გლობალური ფენომენი. ჩემი აზრით, მათ ძლიერად გაამყარეს ის ვარაუდი, რომ ამჟამად მეექვსე გადაშენებაში ვიმყოფებით და თუ მიმდინარე ტენდენციას გავაგრძელებთ, შემდეგ ას წელიწადში არსებული სახეობების 50-75%-ს დავკარგავთ“, ამბობს საქლინგი.
ნოა გრინუოლდი, „ბიოლოგიური მრავალფეროვნების ცენტრის“ გადაშენების პირას მყოფი ცხოველების სპეციალისტი (დირექტორი), ეთანხმება დასკვნას, რომ სამოქმედო ფანჯარა ძალიან სწრაფად ვიწროვდება.
„სწორია, რომ კვლევა განგაშის ზარს რეკავს... განსაკუთრებით კლიმატის ცვლილებისას. იმდენი საცხოვრებელი არეალი უნდა დავიცვათ, რამდენიც შეგვიძლია. ჩვენი პოპულაცია გაფართოებას განაგრძობს, ჩვენი მოხმარებაც ფართოვდება. არასწორი მიმართულებით მივდივართ, თანაც ძალიან ჩქარა“, ამბობს გრინოულდი.
ზოგადი მიმოხილვა
არც მეექვსე მასობრივი გადაშენების იდეაა ახალი და არც ეს კვლევაა პირველი.
ორი წლის წინ, ამავე მკვლევრებიდან რამდენიმე კამათობდა იმაზე, რომ სახეობები დინოზავრების ცარცული პერიოდის მასობრივი გადაშენების ტემპით ნადგურდებიან. 2015 წელს გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ხერხემლიანი სახეობები ბოლო საუკუნის განმავლობაში ნორმალურზე 100-ჯერ უფრო სწრაფად ნადგურდებიან.
საბედნიეროდ, მეცნიერები ძალისხმევას არ იშურებენ, რომ გადაშენების პირას მყოფი სახეობები და მათი საცხოვრებლები გადაარჩინონ.
„ჩვენ ძალიან გავზარდეთ დაცული ტერიტორიები, გავზარდეთ ოკეანის ის არეალი, რომელიც დაცულია. ჩვენ შევამცირეთ გაჩეხვის ტემპი ამაზონში. არ ვამბობ, რომ ყველგან კარგი სიახლეა, თუმცა კარგებიც არის შიგადაშიგ“, ამბობს პიმი.
საქლინგის თქმით, არსებობს იმის შანსი, რომ გადაშენების პირას მყოფი სახეობები გადავარჩინოთ.
„კარგი სიახლე არის ის, რომ როდესაც ადამიანები გადაწყვეტენ, რომ ინდივიდუალური სახეობები გადაარჩინონ, რაც ძალიან კარგად გამოგვდის, შეგვიძლია ეს უარყოფითი ტენდენცია შევაბრუნოთ“.
იმ მოქალაქეებს, რომელთაც გული შესტიკვათ ამ ყველაფერზე, შეუძლიათ პრაქტიკული საქმეები გააკეთონ. მაგალითად, დარგონ მცენარეები თავიანთ ბაღში.
-
ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
გადახედვა
-
სანამ საქართველოს მთავრობა წინ არ წავა ევროპული ღირებულებებისკენ, ჩვენ მათთან არ ვითანამშრომლებთ — რა განცხადებები გაკეთდა ლუქსემბურგში? სანამ საქართველოს მთავრობა წინ არ წავა ევროპული ღირებულებებისკენ, ჩვენ მათთან არ ვითანამშრომლებთ — რა განცხადებები გაკეთდა ლუქსემბურგში?
გადახედვა
-
ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზიდან გადავარდა ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზიდან გადავარდა
გადახედვა
-
ზემო ნიქოზში მიტროპოლიტ ისაიას ინიციატივით დაარსებული ანიმაციური ფილმების ფესტივალი "ნიქოზი" იმართება ზემო ნიქოზში მიტროპოლიტ ისაიას ინიციატივით დაარსებული ანიმაციური ფილმების ფესტივალი "ნიქოზი" იმართება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა Citi-სგან ვაჭრობის დაფინანსებისთვის $50 მილიონის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა საქართველოს ბანკმა Citi-სგან ვაჭრობის დაფინანსებისთვის $50 მილიონის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა
-
როგორ მოქმედებს ურბანული ქაოსი ჩვენს მენტალურ მდგომარეობაზე? როგორ მოქმედებს ურბანული ქაოსი ჩვენს მენტალურ მდგომარეობაზე?
-
NASA მთვარეზე "იდუმალ" ღრმულს შეისწავლის, რომელიც შეიძლება გიგანტური მღვიმე იყოს NASA მთვარეზე "იდუმალ" ღრმულს შეისწავლის, რომელიც შეიძლება გიგანტური მღვიმე იყოს
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას სალომე ზურაბიშვილი ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში 1 500-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა — აღმოაჩინე მოსწავლეებისთვის შექმნილი შესაძლებლობები საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში 1 500-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა — აღმოაჩინე მოსწავლეებისთვის შექმნილი შესაძლებლობები
-
მოსკოვი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრების დელიმიტაციის დაწყებისკენ მოუწოდებს მოსკოვი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრების დელიმიტაციის დაწყებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს ბათუმის პოლიციის ახალი უფროსი მამუკა კახიძე? რა ქონებას ფლობს ბათუმის პოლიციის ახალი უფროსი მამუკა კახიძე?
გადახედვა
-
უკრაინაში არჩევნები, ტრამპის "ენერგეტიკული ზავი" — ბოლო ცნობები რუსეთ-უკრაინის ომზე უკრაინაში არჩევნები, ტრამპის "ენერგეტიკული ზავი" — ბოლო ცნობები რუსეთ-უკრაინის ომზე
გადახედვა
-
რა შემთხვევაში შეწყვეტს უკრაინა რუსეთის ნავთობის ობიექტებზე დარტყმებს — ზელენსკის განმარტება რა შემთხვევაში შეწყვეტს უკრაინა რუსეთის ნავთობის ობიექტებზე დარტყმებს — ზელენსკის განმარტება
გადახედვა
-
Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს
გადახედვა
-
უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს
გადახედვა
-
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
გადახედვა
-
ანდრეი სიბიგა: "ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ" ანდრეი სიბიგა: "ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ"
გადახედვა
-
გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ" გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ"
გადახედვა
-
"დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს "დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: "დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს" დონალდ ტრამპი: "დროა უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს"
გადახედვა


კომენტარები