სად იმყოფება გამოსახლების შემდეგ და რა მდგომარეობაშია მარინა ხატიაშვილი
ფოტო: მარიამ მერლანი / On.ge
რა ხდება: მარინა ხატიაშვილმა On.ge-ს უთხრა, რომ გამოსახლების პროცესში ფიზიკური დაზიანება მიიღო, რის გამოც, სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო.
- მარინა ხატიაშვილი და მისი ოჯახი აღსრულების პოლიციამ დღეს ფიზიკური ძალის გამოყენებით გამოასახლა კეკელიძის #1-ში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან.
- პროცესს წინააღმდეგობას უწევდნენ მოქალაქეები, აქტივისტები.
- აღსრულების პოლიციასთან მოქალაქეთა წინააღდმეგობისას, დააკავეს რამდენიმე პირი, მათგან ზოგი — გასახლების პროცესის დაწყებამდე.
- არსებობს კადრები, რომელშიც ჩანს, რომ პოლიციელმა უხეში ძალის გამოყენებით ძირს ჩააგდო ონლაინ-პლატფორმა მაუწყებლის ჟურნალისტი, რატი რატიანი, რითაც საფრთხე შეუქმნა მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.
დეტალები: მარინა ხატიაშვილი ამ დროისათვის აღარ იმყოფება კეკელიძის ქუჩაზე. ის ერთ-ერთ ტელევიზიის შენობაშია და ემზადება პირდაპირი ჩართვისთვის.
მან მოგვიყვა ზოგიერთ დეტალზე და გვითხრა, რომ:
- გამოსახლებისას, აღსრულების პოლიცია იყენებდა ფიზიკურ ძალას.
- "რაღაცნაირად, ხელით მათრევდნენ, ამ დროს ფეხი ამიცდა, წავიქეცი და კეფა დავარტყი. გავითიშე და სასწრაფოში გავახილე თვალი, იქ მოვედი გონს", — თქვა მან On.ge-სთან.
- ხატიაშვილის თქმით, მის საცხოვრებელ ბინაში აღსრულების პოლიციის შეჭრის შემდეგ, საოჯახო ნივთების ნაწილი განადგურებულია, ისევე, როგორც საოჯახო ბიბლიოთეკა: "ქუჩაში ყრია ყველაფერი, ჩემი წინაპრების ნივთები, ჩემი ნივთები, რარიტეტული (*იშვიათი) ბიბლიოთეკაზე წიხლით არიან გადავლილები", — ამბობს ხატიაშვილი.
მარინა ხატიაშვილს ვკითხეთ, მიიღო თუ არა შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისგან ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ წინადადება, რაზეც გვითხრა, რომ — არა. "არც მჭირდება ბიძინა ივანიშვილის სერვისები. არც შემოუთავაზებია სახელმწიფოს ალტერნატიული საცხოვრებელი. მეგობართან დავრჩები", — ამბობს ის.
რა ხდება ახლა კეკელიძეზე: ადგილზე ისევ რჩებიან მოქალაქეები და აქტივისტები. ისინი მოუწოდებენ მოსახლეობას, შეუერთდნენ პროტესტს. იქ არიან პლატფორმა კომენტარის წარმომადგენლებიც, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ცალკეული ოჯახების პრობლემები საკანონმდებლო ცვლილებებმა უნდა გამოასწოროს.
- ვახუშტი მენაბდის თქმით, რომელიც ერთ-ერთია ადგილზე მყოფ აქტივისტთა შორის, ამბობს, რომ კანონდებლობა მორგებულია მევახშეების ინტერესებზე. "ვნახეთ ეს უსამართლობა, რომ ოჯახს სესხის ძირზე სამჯერ მეტი აქვს გადახდილი, მაგრამ ვნახეთ, რა ფორმებით მოხდა მათი გამოსახლება ამ ზამთარში. ბევრ ქვეყანაში ზამთარში მოქალაქეთა გამოსახლება აკრძალულია. ჩვენი კანონმდებლობა არის შესაცვლელი და ის ადამიანზე ორიენტირებული უნდა გახდეს", — უთხრა On.ge-ს ვახუშტი მენაბდემ, პლატფორმა კომენტარის თანადამფუძნებელმა.
ვახუშტი მენაბდეს ვკითხეთ,
როგორი იქნებოდა ასეთ ვითარებაში სახელმწიფოს საუკეთესო მიდგომა გამოსახლებულ ოჯახებთან მიმართებით, რადგან, ოფიციალურ უწყებებს, ამ დრომდე არაფერი უთქვამთ, უზრუნველყოფენ თუ არა მათ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით: "სახელმწიფო ვალდებულია, უსახლ-კარო ადამიანს, ვისაც არ აქვს ფინანსური შესაძლებლობა, გამოუყოს საცხოვრებელი. შესაბამის ვალდებულებას აკისრებს კანონი ადგილობრივ თვითმმართველობას", — გვითხრა მან.
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
კომენტარები