ნახეთ: ბუნების ფოტოგრაფიის 2023 წლის კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ (ფოტოები)
00წაკითხვა00კომენტარი00გაზიარება
დედამიწა ჩვენს გაოცებას არასდროს წყვეტს — ამ პლანეტაზე ყოველი დღე საოცრებებითაა სავსე. სწორედ ამ საოცრებების ფოტოობიექტივში მოქცევას ისახავს მიზნად ბუნების ფოტოგრაფიის კონკურსი. ყოველწლიური პროექტი მთელი მსოფლიოდან იწვევს პროფესიონალ და მოყვარულ ფოტოგრაფებს. ხილული გავხადოთ ჩვენი ცხოვრების ყოველი დღე — სწორედ ასეთია კონკურსის ქვაკუთხედი.
სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი 2023 წლის კონკურსის გამარჯვებულებისა და ფინალისტების ვინაობა. მათ ნამუშევრებს, რომლებიც გამორჩეულად ასახავენ ცოცხალ სამყაროს, ქვემოთ იხილავთ.
გამარჯვებული მაკროფოტოგრაფიის კატეგორიაში — ედრიენ ტრაქტას მეოცნებე, Philaeus chrysops (ობობის ერთ-ერთი სახეობა)
ფოტო: Adrian Truchta
გამარჯვებული მცენარეების კატეგორიაში — მარსიო კაბრალის პანდორა, ბრაზილიის ეროვნული პარკი
ფოტო: Marcio Cabral
გამარჯვებული ფრინველების კატეგორიაში — ალესიო კალვიანის ცულთავა ისლანდიაში
ფოტო: Alessio Calviani
გამარჯვებული წყალქვეშა სამყაროს კატეგორიაში — ჯიაჩუს ხლართი, გველთევზას ლარვა
ფოტო: 家 住
გამარჯვებული ბუნების ლანდშაფტის კატეგორიაში — მარეკ ბიეგალსკის ცეცხლოვანი ყვავილი, მყინვარული მდინარე ისლანდიაში
ფოტო: Marek Biegalski
გამარჯვებული ველური ბუნების კატეგორიაში — სუმია რანჯან ბჰატაჩარიას ქვიშის ამბები
ფოტო: Soumya Ranjan Bhattacharyya
გამარჯვებული ღამის სამყაროს კატეგორიაში — მარკ მარკოს Los Arcos y la Cueva (ესპ. "თაღი და გამოქვაბული")
ფოტო: Marc Marco
გამარჯვებული კატეგორიაში საზიარო პლანეტა — ალენ შრედერის ორანგუტანების გადარჩენა
ფოტო: Alain Schroeder
წლის ფოტოგრაფის ჯილდო — ალენ შრედერი
ფოტო: Alain Schroeder
ფინალისტი ფრინველების კატეგორიაში — თურგაი უზერის როგორც იქნა, სწორი რაკურსი!
ფოტო: Turgay Uzer
ფინალისტი ფრინველების კატეგორიაში — გლენ ოსტლის ყანჩების გადაფრენა
ფოტო: Glenn Ostle
ფინალისტი მცენარეების კატეგორიაში — ლუკაშ მალიშევსკის მარტოხელა შემოდგომით
ფოტო: Lukasz Maliszewski
ფინალისტი მცენარეების კატეგორიაში — ლეი იუს უდაბნოს ვერხვი
ფოტო: Lei Yu
ფინალისტი ველური ბუნების კატეგორიაში — რობერტ ბოგაჩის მეგობრები
ფოტო: Robert Bogacz
ფინალისტი ველური ბუნების კატეგორიაში — პატრის კილარის ქარი
ფოტო: Patrice Quillard
ფინალისტი მაკროფოტოგრაფიის კატეგორიაში — გლენ ოსტლის მიერ ბალიზე გადაღებული პატარა კრევეტი
ფოტო: Glenn Ostle
ფინალისტი კატეგორიაში გარემოს ზეგავლენა — რობ გ. გრინის ხაფანგისგან თავდაღწევა
ფოტო: Rob G. Green
გამარჯვებული კატეგორიაში სასაცილო ბუნება — პანისარა შრიპრატუმის ორშაბათი
ფოტო: Panisara Sripratoom
დაბოლოს: წლის ფოტო — გლენ ოსტლის მიერ გადაღებული ზღვის ლომი თევზების ფონზე
კომენტარები