დღეს თბილისში 14 წლის ტყუპი ძმები დაიკარგნენ. ოჯახის წევრები და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები დაკარგულებს მთელი დღის განმავლობაში ეძებდნენ.

როგორც უწყების პრესსამსახურის უფროსი, თეა პერტაია, ფეისბუკზე წერს, შსს-ს თანამშრომლებმა ძმები ქობულეთში იპოვეს და მოზარდები თავს კარგად გრძნობენ.