GRAS 2026 — თეგეტა გრინ პლანეტისა და Wasteless-ის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
ფოტო: თეგეტა
მდგრადი ინფრასტრუქტურისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი — თეგეტა გრინ პლანეტისა და სპეციფიკური ნარჩენების მართვის ასოციაცია Wasteless-ის ორგანიზებით, თბილისში საერთაშორისო კონფერენცია — საქართველოს რეზინით მოდიფიცირებული ასფალტის სამიტი 2026 (GRAS 2026) გაიმართა. ღონისძიება მდგრადი საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და რეზინით მოდიფიცირებული ასფალტის ტექნოლოგიებში გლობალური გამოცდილების გაზიარებას ისახავდა მიზნად.
კონფერენციის ფარგლებში, საერთაშორისო ექსპერტებმა და ინდუსტრიის ლიდერებმა იმ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე იმსჯელეს, რომლებიც დღეს ამ მიმართულებით გლობალურად არსებობს. კონფერენციის ნაწილი პანელურ დისკუსიას დაეთმო.
ფოტო: თეგეტა
ეკატერინე ქავთარაძე, თეგეტა ჰოლდინგის მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: “თეგეტა ჰოლდინგისთვის მდგრადობა საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია, რომელიც კონკრეტულ გადაწყვეტილებებში აისახება. მოხარული ვარ, რომ საქართველოს მიეცა შესაძლებლობა, ასეთი მასშტაბური ღონისძიების მასპინძელი ყოფილიყო. GRAS 2026 გვიჩვენებს, რომ ცირკულარული ეკონომიკა საქართველოშიც შეიძლება გახდეს რეალური ეკონომიკური პრიორიტეტი და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სარგებლის მომტანი, სადაც ნარჩენები გარდაიქმნება რესურსად, ქმნის ეკონომიკურ სარგებელს და ამცირებს გარემოზე ნეგატიურ ზემოქმედებას.
მსგავსი დისკუსიები ხელს უწყობს ამ მიმართულებით საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობას, ახალი სტანდარტების შემუშავებასა და საგზაო ინფრასტრუქტურის გრძელვადიან მდგრადობას. მიგვაჩნია, რომ საქართველომ ფეხი უნდა აუწყოს თანამედროვე ტექნოლოგიებს, რათა ერთად შევქმნათ უფრო მწვანე მომავალი“.
ფოტო: თეგეტა
რეზინით მოდიფიცირებული ასფალტი, რომელიც უკვე 60 წელზე მეტია პოპულარობით სარგებლობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, პორტუგალიაში, ესპანეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში, საქართველოში დღემდე არ გამოიყენება. ეს ტექნოლოგია, ჩვეულებრივ ასფალტთან შედარებით, გაცილებით გამძლეა — მისი სიცოცხლისუნარიანობა 8-10 წელია, ამცირებს ხმაურს და წყლის ზემოქმედებას უკეთ უმკლავდება, გარდა ამისა, გარემოს საავტომობილო ნარჩენების მნიშვნელოვან ნაწილს არიდებს.
შალვა ახვლედიანი, თეგეტა გრინ პლანეტის დირექტორი: “საქართველო იმ კონდიციაშია, როდესაც ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებები შესაძლოა, განსაზღვრავდეს მომავალი თაობის ეკონომიკურ და გარემოსდაცვით შედეგებს. ეს სამიტი ჩვენთვის უნიკალური შესაძლებლობაა, რომ გავეცნოთ მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში დამკვიდრებულ პრაქტიკებს და დავნერგოთ ადგილობრივ დონეზე. ზოგადად, ცირკულარული ეკონომიკა არის მომავლის გზა — ის გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ისეთი ნარჩენები, როგორებიცაა გამოყენებული საბურავები, გარდავქმნათ სასარგებლო რესურსად, რაც უზრუნველყოფს ეკონომიკურ სტაბილურობას, გარემოს დაცვასა და მდგრად განვითარებას“.
ფოტო: თეგეტა
GRAS 2026-ის ორგანიზატორების ამოცანა საქართველოში ნარჩენების სწორი მართვა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაა — განსაკუთრებით იმ ზიანის შესახებ, რომელსაც გადაუმუშავებელი ნარჩენები გარემოს აყენებს.
გიორგი გულიაშვილი, Wasteless-ის თავმჯდომარე: “ჩვენი მიზანია საქართველოში სრული ცირკულარული მოდელის დანერგვა — ნარჩენების შეგროვებიდან გადამუშავებამდე და გადამუშავებული ნედლეულის ეფექტიან გამოყენებამდე. მიმდინარე წლის შემოდგომიდან საქართველოში ამოქმედდება პირველი მაღალტექნოლოგიური საბურავების გადამმუშავებელი საწარმო, რომელიც ქვეყანაში შეგროვებული გამოყენებული საბურავების გადამუშავებას უზრუნველყოფს. გადამუშავებული რეზინის ასფალტში გამოყენება კონკრეტული პასუხია იმ კითხვაზე, თუ რაში გამოიყენება მიღებული ნედლეული. საწარმოს ამოქმედების შედეგად, ვფიქრობთ, წელიწადში 12-15 ათას ტონამდე რეზინის ფხვნილს მივიღებთ, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, ეს ნედლეული ადგილზე გამოვიყენოთ უფრო გამძლე, ეკოლოგიურად სუფთა გზების მშენებლობისთვის. ეს კი, როგორც გარემოს, ისე ეკონომიკას მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს“.
საერთაშორისო სამიტი არა მხოლოდ ცოდნის გაზიარების პლატფორმაა, არამედ ერთგვარი მოწოდებაც, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა, გახდეს რეგიონის ლიდერი მდგრადი ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, რათა მწვანე ინიციატივების დანერგვის გზითა და ინოვაციური მიდგომებით ქვეყნის ეკონომიკა ახალ ეტაპზე გადავიდეს.
--
თეგეტა გრინ პლანეტი თეგეტა ჰოლდინგთან დაკავშირებული ორგანიზაციაა, რომელიც 2022 წლიდან ფუნქციონირებს. ის ერთ-ერთი პირველია საქართველოში, რომელმაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსაგან ავტორიზაცია მოიპოვა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ფარგლებში ნარჩენი საბურავების, ზეთებისა და აკუმულატორების მართვაზე. ორგანიზაცია პირველ ეტაპზე სპეციფიკურ ნარჩენებს რეგლამენტის მიხედვით აგროვებს, უზრუნველყოფს მის ტრანსპორტირებას, გადამუშავებას, შემდგომ კი მათ მართვას ცირკულარული ეკონომიკის წესების შესაბამისად.
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
კომენტარები