"ვითარება რთულია, იმყოფება რამდენიმე მედიკამენტზე მისი გულის მუშაობის შესანარჩუნებლად" — ექიმი ილია II-ის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, გამართულ კონსილიუმზე გაანალიზდა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის არსებული კლინიკური მდგომარეობა და ითქვა, რომ "მკურნალობა სწორედ ისე მიმდინარეობს, როგორც უნდა მიმდინარეობდეს".
"საზოგადოებრივი ინტერესი აბსოლუტურად ლოგიკურია. ყველას აინტერესებს, რა თქმა უნდა, მდგომარეობაც, მკურნალობის პერსპექტივებიც და ყველაფერი ამ საკითხთან დაკავშირებული. გამართულ კონსილიუმზე, რა საკვირველია, არც იყო მოლოდინი, რომ საბოლოო პოზიციები დაფიქსირდებოდა და რაღაც მზა გადაწყვეტილებები იარსებებდა. გაანალიზდა არსებული კლინიკური მდგომარეობა, მისი დადებითი/უარყოფითი მხარეები, რა შეიძლება იყოს პერსპექტიული ხედვის საფუძველი, რა პესიმისტური და ამ შეჯამების საფუძველზე შეფასდა ახლა მიმდინარე მკურნალობის ეფექტიანობა და პერსპექტიულობა. რეალურად, გაანალიზდა და შესაბამისად ითქვა, რომ მიმდინარეობს მკურნალობა სწორედ ისე, როგორც უნდა მიმდინარეობდეს. სხვა ალტერნატივა ამ წუთას რეალურად არ არსებობს. მდგომარეობაზე დასაწყისშიც ვთქვი, რა თქმა უნდა, თავს შევიკავებ რაიმე ფორმულირების მოძებნისგან.
ყველანი უკმაყოფილოები ვართ არსებული მდგომარეობით, ყველას გვაქვს მეტის და უკეთესის სურვილი და მოლოდინი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ამისთვის უკლებლივ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ამაზე მეტად სხვას არაფერს აქვს მნიშვნელობა.
რაც შეეხება კონსილიუმზე გამოთქმულ რჩევებს, მოსაზრებებს და ა.შ. მთავარი, რაც გამოიკვეთა, ეს არის ის, რომ უნდა დავაკვირდეთ პროცესებს დინამიკაში. ახლა ძალიან ბევრი დამოკიდებულია ასაკის, მდგომარეობის, ყველაფრის გათვალისწინებით. ძალიან ბევრი რამ დამოკიდებულია თვითონ ორგანიზმზე. ყველაფერი ეს მოგვცემს შესაძლებლობას, თუნდაც რამდენიმე საათის შემდგომ ახალი მსჯელობა გაიმართოს ახალ მონაცემებზე დაყრდნობით," — განაცხადა სარჯველაძემ.
ექიმ ვახტანგ კალოიანის შეფასებით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია და გულის მუშაობის და წნევის შესანარჩუნებლად რამდენიმე მედიკამენტზე იმყოფება.
"დღეს შევიკრიბეთ რეანიმატოლოგები, ვნახეთ სამედიცინო დოკუმენტაცია, ანალიზების პასუხები, გავსინჯეთ პაციენტი. ვითარება რთულია. იმყოფება რამდენიმე მედიკამენტზე გულის მუშაობის და წნევის შესანარჩუნებლად. რთულია ვითარება. მნიშვნელოვანი იქნება შემდგომი დინამიკა, რამდენად ეფექტური იქნება ის ჩარევები, რაც განხორციელდა. ამ ეტაპზე, რაც შეგვიძლია ვთქვათ, სისხლდენა გაჩერებულია. სხვა დეტალებზე რთული იქნება საუბარი.
კუჭის სისხლდენაა ძირითადი პრობლემა, რომელმაც გამოიწვია გარკვეული ძვრები მის ორგანიზმში, რაც, სამწუხაროდ, ჩვეულებრივი ამბავია. ამ ეტაპზე, ვითარება კონტროლს ექვემდებარება. ამ მედიკამენტების ფონზე, წნევის შენარჩუნება ხერხდება. დანარჩენი უკვე დროის საკითხია. კონსილიუმის შედეგად მკურნალობის გეგმაში პრინციპულად არაფერი შეცვლილა, გარკვეული დეტალები დავაზუსტეთ. ამ ეტაპზე, რაც შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ, მკურნალობა ჩატარებულია სრული მოცულობით და სწორად. ეს მკურნალობა არ საჭიროებდა არანაირ რადიკალურ ცვლილებას. ასე რომ, ოპტიმალურია გაკეთებული, რაც შესაძლებელია ამ ეტაპზე.
ვითარება რთულია, მარტივი არ არის. პაციენტს სჭირდება გარკვეული მედიკამენტებით ინტენსიური დახმარება. პროგრესთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, რთული იქნება რამის თქმა. ვითარება კომპლექსურია და საჭიროებს გარკვეულ დროს, რათა ამ სისხლდენისა და შოკის შედეგები იყოს კუპირებული. იმედია, რომ გაუმჯობესებისკენ წავალთ, თუმცა ვითარება რთულია.
ამ ეტაპზე, მის მდგომარეობას რა პრეპარატებიც სჭირდება, როგორც მედიკამენტებით, ისე ტექნიკური აღჭურვილობის სახით, ყველაფერი უზრუნველყოფილია და ამ მხრივ დამატებითი მობილიზაცია საჭირო არ არის. ამ კონსილიუმში ვმონაწილეობდით ქართველი ექიმები, 8 ექიმი ვიყავით, ვერ გეტყვით უცხოელ სპეციალისტთან დაკავშირებით," — განაცხადა კონსილიუმის ექიმმა, ვახტანგ კალოიანმა ილია II-ის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას.
ილია II-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა წუხელ გვიან ღამით გაუარესდა. როგორც კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორმა, სოფიო ასპანიძემ განაცხადა, პატრიარქი კლინიკაში კუჭიდან მასიური სისხლდენით შეიყვანეს.
- ილია II-ის მოსანახულებლად კავკასიის მედიცინის ცენტრში ირაკლი კობახიძე და შალვა პაპუაშვილი მივიდნენ
- საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო: ექიმები მაქსიმალურად ცდილობენ და ძალიან დიდ ყურადღებას იჩენენ, რომ მისი მდგომარეობა იყოს სტაბილური
- "ასაკის და ყველა ფაქტორის გათვალისწინებით ვითარება მარტივი ნამდვილად არ არის" — მიხეილ სარჯველაძე ილის II-ის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
- ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელი გართულების გამო ილია II ამჟამად კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფება
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები