აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა იემენში ჰუსიტების ობიექტები დაბომბეს
ფოტო: Reuters
რა ხდება: აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის ძალებმა, იემენში, ამბოხებული ჰუსიტების ობიექტების დაბომბვა დაიწყეს.
- დარტყმები განხორციელდა დედაქალაქ სანაასა და პორტ ჰუდაიდაზე.
-
აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა "როიტერსს" განუცხადა, რომ დარტყმები განხორციელდა თვითმფრინავით, გემებით და წყალქვეშა ნავით.
ეს არის აშშ-ის პირველი სამხედრო დარტყმა იემენში ჰუსიტების წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც ირანის მიერ მხარდაჭერილმა დაჯგუფებამ, დრონებითა და რაკეტებით წითელ ზღვაში, კომერციულ გემებზე თავდასხმების სერია დაიწყო.
მანამდე, დასავლეთის ქვეყნებმა არაერთხელ გააფრთხილეს ამბოხებულები, გემებზე თავდასხმები შეეწყვიტათ.
ამავე თემაზე: თავდასხმები წითელ ზღვაში — ვინ არიან ჰუსიტები და რატომ ბომბავენ გემებს
რას ამბობს ბაიდენი
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, თავდასხმები განხორციელდა იმ ობიექტებზე, რომლებსაც ჰუსიტი მეამბოხეები წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმებისთვის იყენებენ, რაც საფრთხეს უქმნის ნაოსნობის თავისუფლებას მსოფლიოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საზღვაო მონაკვეთზე.
- მისი თქმით, დარტყმები განხორციელდა აშშ-ს ძალების მიერ, "გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად და ავსტრალიის, ბაჰრეინის, კანადისა და ნიდერლანდების მხარდაჭერით“.
- ბაიდენის წერილობით განცხადებაში აღნიშნულია, რომ თავდასხმა თავდაცვითია.
- მან, ასევე, თქვა, რომ აშშ და მისი მოკავშირეები "არ მოითმენენ თავდასხმებს მათ პერსონალზე და არ დაუშვებენ მტრულად განწყობილ ძალებს, საფრთხე შეუქმნან ნაოსნობის თავისუფლებას".
- მან, ასევე, განაცხადა შემდგომი შესაძლო მოქმედებების შესახებ.
”მე არ მოვერიდები მივმართო შემდგომ ზომებს, ჩვენი ხალხის დასაცავად და საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლებისთვის, თუ ამისი საჭიროება იქნება”, - თქვა ბაიდენმა.
სუნაკი თავდასხმების შესახებ
ბაიდენის პარალელურად გავრცელებულ განცხადებაში, დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი, რიში სუნაკი ამბობს, რომ ბრიტანეთის სამეფო სამხედრო საჰაერო ძალები მონაწილეობდნენ თავდასხმებში იემენში, ჰუსიტი მეამბოხეების ობიექტებზე.
- "გაერთიანებული სამეფო ყოველთვის მხარს დაუჭერს ნავიგაციის თავისუფლებას “, — ამბობს ის.
როგორია ჰუსიტების, ჰეზბოლას და მათი მთავარი მოკავშირის, ირანის პოზიცია
თავდასხმების შესახებ ჰუსიტების საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ჰუსეინ ალ-იზიმ იემენის ტელეარხ Al-Masirah-ს ესაუბრა.
- მან თქვა, რომ აშშ-სა და დიდი ბრიტანეთს "მძიმე ფასის" გადახდა მოუწევთ თავდასხმების გამო.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო იემენზე თავდასხმები, როგორც "იემენის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის" და საერთაშორისო კანონების დარღვევა.
- "თავდასხმებს "„არავითარი შედეგი არ ექნება, რეგიონში დაუცველობისა და არასტაბილურობის განცდის გაღვივების გარდა“, — თქვა სამინისტროს სპიკერმა ნასერ კანანმა სამინისტროს Telegram არხზე გამოქვეყნებულ პოსტში.
თავდასხმა დაგმო ირანის მიერ მხარდაჭერილმა ლიბანურმა შეიარაღებულმა დაჯგუფება ჰეზბოლამ.
- "ამერიკული აგრესია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აშშ სრულად არის პასუხისმგებელი პარტნიორ სიონისტ მტერთან ერთად, ღაზასა და რეგიონში ჩადენილი ტრაგედიებსა და ხოცვა-ჟლეტაზე", — განაცხადა ჰეზბოლამ.
მსოფლიოს სხვა ქვეყნების გამოხმაურებები
საუდის არაბეთმა სთხოვა აშშ-ს და მის მოკავშირეებს, გამოიჩინონ თავშეკავება და "აირიდონ ესკალაცია".
- მედიის ცნობით, სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ რიადი სიტუაციას "დიდი შეშფოთებით" აკვირდება.
ამერიკისა და ბრიტანეთის მოკავშირე ქვეყნების — ავსტრალიის, ბაჰრეინის, კანადის, დანიის, გერმანიის, ნიდერლანდების, ახალი ზელანდიის და კორეის რესპუბლიკის მთავრობებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს.
- განცხადებაში წერია, რომ დარტყმები განხორციელდა "ინდივიდუალური და კოლექტიური თავდაცვის უფლების შესაბამისად".
- მოკავშირეები წერენ, რომ მათ მიზნად რჩება დაძაბულობის დეესკალაცია და წითელ ზღვაში სტაბილურობის აღდგენა.
ვინ არიან ჰუსიტები
ჰუსიტური მოძრაობა, რომელიც ცნობილია, ასევე, სახელით ანსარალა (ღმერთის მიმდევრები), იემენის სამოქალაქო ომის ერთ-ერთი მხარეა. ომი ქვეყანაში უკვე თითქმის 10 წელია გრძელდება.
- ჰუსიტური მოძრაობა 1990-იან წლებში ჩამოყალიბდა, როდესაც მისმა ლიდერმა, ჰუსეინ ალ-ჰუსიმ დააარსა შიიტურ-ზეიდიტური რელიგიური მოძრაობა მორწმუნე ახალგაზრდობა.
- ზეიდიტები (შიიტური სექტა) იემენს საუკუნეების განმავლობაში მართავდნენ, მაგრამ 1962 წლიდან, როდესაც ხელისუფლებაში სუნიტური რეჟიმი მოვიდა, მათი მარგინალიზება მოხდა. ალ-ჰუსის მოძრაობის დაარსების მიზანი იყო, წინააღმდეგობა გაეწიათ რადიკალური სუნიზმისთვის, განსაკუთრებით, ვაჰაბიტური იდეებისთვის საუდის არაბეთიდან. მის მიმდევრებს ჰუსიტები ეწოდათ.
რატომ ბომბავენ ისინი გემებს
ჰუსიტები მხარს უჭერენ ჰამასს და ამბობენ, რომ წითელ ზღვაში ბომბავენ გემებს, რომლებსაც კავშირი აქვთ ისრაელთან, თუმცა, ეს ყოველთვის ასე არ არის.
- ისინი აცხადებენ, რომ მხოლოდ მაშინ შეჩერდებიან, როდესაც ისრაელი დაუშვებს საკვებისა და მედიკამენტების შეტანას ღაზაში;
- გემებზე შეტევით, ჰუსიტები ცდილობენ, დარტყმები მიაყენონ ისრაელის მოკავშირეებს, რათა მათი ზეწოლით ისრაელმა ღაზის დაბომბვა შეწყვიტოს.
რა საფრთხეს უქმნის ჰუსიტების თავდასხმები მსოფლიოს
ექსპერტები შიშობენ, რომ ჰუსიტების დრონებსა და რაკეტებით თავდასხმებს, კომერციულ ხომალდებზე, შეუძლია უფრო დიდი შოკის გამოწვევა მსოფლიო ეკონომიკისთვის.
- ასეთ თავდასხმებს კი ისინი, 9 დეკემბრის შემდეგ, თითქმის ყოველ დღე ახორციელებენ.
- მსოფლიოს ხუთი მსხვილი გადამზიდავი ფირმიდან ოთხმა - Maersk-მა, Hapag-Lloyd-მა, CMA CGM Group-მა და Evergreen-მა განაცხადეს, რომ თავდასხმების შიშის გამო, შეაჩერებენ ტრანსპორტირებას წითელ ზღვაში. მათ მსგავსად, რამდენიმე დღის წინ, წითელ ზღვაში ტვირთის გადაადგილებაზე უარი თქვა ნავთობის გიგანტმა BP-მ, რამაც ნავთობზე ფასების ზრდა გამოიწვია
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები