იმგზავრე უსაფრთხოდ — თეგეტა მოტორსის რჩევები სატვირთო ავტომობილის მფლობელებს
ფოტო: თეგეტა
უსაფრთხო და შეუფერხებელი მოძრაობისთვის აუცილებელი პირობაა ავტომობილის შესაბამისად აღჭურვა და სათანადოდ გამართვა. პრევენციული ზომების მიღება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია სატვირთო ავტომობილების შემთხვევაში, რადგან მძღოლებს ხშირად შორ მანძილსა და რთულ რელიეფზე უწევთ გადაადგილება.
სპეციალისტების აზრით, მგზავრობის დაწყებამდე აუცილებელია რამდენიმე საყურადღებო დეტალის შემოწმება და ავტომობილის საჭირო აღჭურვილობით უზრუნველყოფა. მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი იმ აუცილებელ ნივთებს შორისაა, რომლებიც ზამთარში სატვირთო ავტომობილით გადაადგილებისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ფოტო: თეგეტა
ბექა ბოჭოიძე, თეგეტა მოტორსის სერვისის მართვის რეგიონული მენეჯერი: "თოვლიან ან მოყინულ ზედაპირზე უსაფრთხო მოძრაობის დამატებითი გარანტი სწორედ თოვლის ჯაჭვებია და ეს ფაქტი რამდენიმე მიზეზით აიხსნება: მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები უზრუნველყოფს დამატებით წევას და ამცირებს ჩაჭედვის ალბათობას, რაც განსაკუთრებით გასათვალისწინებელია სამთო გზაზე მოძრაობისას. ზამთრის რთულ პირობებში ის ხელს უწყობს სრიალისა და მოცურების თავიდან აცილებას, აუმჯობესებს აჩქარების, დამუხრუჭებისა და მობრუნების უნარს, ზრდის სატვირთო ავტომობილის უსაფრთხოებას".
სატვირთო ავტომობილით უსაფრთხო გადაადგილებისთვის მნიშვნელოვანია საბურავის მდგომარეობა. ის ერთადერთი დეტალია, რომელიც სავალი ნაწილის ზედაპირს უშუალოდ ეხება. პირველ რიგში, უნდა შევამოწმოთ წნევა საბურავებში, რათა ის არ გახდეს ცვეთის ზრდის მიზეზი. ასევე უმნიშვნელოვანესია საბურავების ვიზუალური დათვალიერება. თუ საბურავის პროტექტორი ცვეთის ინდიკატორამდეა დასული, მაშინ უმჯობესია, დროულად იზრუნოთ მის ჩანაცვლებაზე.
სატვირთო ავტომობილის გამართულად ფუნქციონირებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს აკუმულატორიც, რომელზედაც დაბალმა ტემპერატურამ შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს.
ბექა ბოჭოიძე, თეგეტა მოტორსის სერვისის მართვის რეგიონული მენეჯერი: "დაბალი ტემპერატურა აკუმულატორის რესურსზე უარყოფითად მოქმედებს. ცივ ამინდში მნიშვნელოვნად მცირდება აკუმულატორის ეფექტიანობა. ნელდება ქიმიური რეაქციები, რაც ელექტრული გამომუშავების შემცირებას იწვევს. ამან კი შესაძლოა საჭირო სიმძლავრის უზრუნველყოფას ხელი შეუშალოს. დაზიანების თავიდან ასაცილებლად საგულისხმოა, სატვირთო მანქანების მფლობელები აკუმულატორის გამართულად მუშაობაში ჯერ კიდევ ზამთრის დადგომამდე დარწმუნდნენ“"
დაბალი ტემპერატურის პირობებში არანაკლებ მნიშვნელოვანია გაგრილების სისტემის გამართული ფუნქციონირებაც. ის უზრუნველყოფს ძრავის მუშაობას ოპტიმალურ ტემპერატურულ დიაპაზონში. გაგრილების სისტემა გადამწყვეტ როლს ასრულებს საწვავის ეფექტურობისა და ძრავის კომპონენტების ცვეთის შესამცირებლად. მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან ასაცილებლად მიზანშეწონილია, რომ გაგრილების სისტემა პროფესიონალმა მექანიკოსმა შეამოწმოს, რადგან დროთა განმავლობაში გამაგრილებელი შეიძლება დაბინძურდეს და ეფექტიანობა დაკარგოს.
ფოტო: თეგეტა
სატვირთო მანქანებისთვის შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს ანტიფრიზის შემოწმებაც, განსაკუთრებით ზამთარში. ანტიფრიზი შეიცავს ქიმიკატებს, რომლებიც ხელს უშლის ძრავის გაგრილების სისტემაში წყლის გაყინვას. ის კოროზიის პრევენციაა, რადგან ინჰიბიტორებს შეიცავს, რომლებიც სხვადასხვა ლითონსა და მასალას იცავს. ეს კი ძრავისა და რადიატორის გრძელვადიანი მუშაობისთვის აუცილებელია.
სატვირთო ავტომობილით უსაფრთხოდ და დაუბრკოლებლად გადაადგილებისთვის ყველა საჭირო პროდუქტი ხელმისაწვდომია თეგეტა მოტორსის ფილიალებში.
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
-
შირლი ჯექსონის "ლატარია" — მოთხრობა, რომელმაც ამერიკა შეძრა შირლი ჯექსონის "ლატარია" — მოთხრობა, რომელმაც ამერიკა შეძრა
გადახედვა
-
ვიქტორ ყიფიანი: თავს უფლებას მივცემ გითხრათ, გთხოვოთ, მოგიწოდოთ — "ჯერ საქართველოს" პარტიად დაფუძნების გადაწყვეტილება თქვენი ხელმოწერით გაამყაროთ ვიქტორ ყიფიანი: თავს უფლებას მივცემ გითხრათ, გთხოვოთ, მოგიწოდოთ — "ჯერ საქართველოს" პარტიად დაფუძნების გადაწყვეტილება თქვენი ხელმოწერით გაამყაროთ
გადახედვა
-
უყურე Silk Go აპლიკაციით მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს ნებისმიერი მოწყობილობით! უყურე Silk Go აპლიკაციით მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს ნებისმიერი მოწყობილობით!
-
კახა კალაძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობას ვუსურვებ, საარჩევნო კამპანიის პროცესში ხელის შეშლა, დანაშაულია კახა კალაძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობას ვუსურვებ, საარჩევნო კამპანიის პროცესში ხელის შეშლა, დანაშაულია
გადახედვა
-
რა ეღირება ლარი უქმეებზე? რა ეღირება ლარი უქმეებზე?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: სამართალდამცავ სტრუქტურებს მინდა, მადლობა გადავუხადო 4 ოქტომბერს იუველირული მუშაობისთვის ირაკლი კობახიძე: სამართალდამცავ სტრუქტურებს მინდა, მადლობა გადავუხადო 4 ოქტომბერს იუველირული მუშაობისთვის
გადახედვა
-
სიღარიბის სრულად აღმოფხვრა 2029 წლისთვის შესაძლებელი იქნება — ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ანგარიში წარადგინა სიღარიბის სრულად აღმოფხვრა 2029 წლისთვის შესაძლებელი იქნება — ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ანგარიში წარადგინა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძემ "ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე დგომისთვის" დედა ეკლესიას და შიო III-ეს მადლობა გადაუხადა ირაკლი კობახიძემ "ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე დგომისთვის" დედა ეკლესიას და შიო III-ეს მადლობა გადაუხადა
გადახედვა
-
მომჩივანმა სასამართლო AI იურისტის დახმარებით მოიგო მომჩივანმა სასამართლო AI იურისტის დახმარებით მოიგო
გადახედვა
-
EU-ში ბლოკის არაწევრი ქვეყნებიდან გამოწერილ ამანათებზე ნივთზე "3 ევროიანი" მოსაკრებელი წესდება EU-ში ბლოკის არაწევრი ქვეყნებიდან გამოწერილ ამანათებზე ნივთზე "3 ევროიანი" მოსაკრებელი წესდება
გადახედვა
-
"დრო ყველაფერს კურნავს" — ყველაზე დიდი ილუზია ემოციურ ტკივილზე "დრო ყველაფერს კურნავს" — ყველაზე დიდი ილუზია ემოციურ ტკივილზე
-
საუდის არაბეთში ექიმებმა სიამის ტყუპი დები წარმატებით განაცალკევეს საუდის არაბეთში ექიმებმა სიამის ტყუპი დები წარმატებით განაცალკევეს
გადახედვა
-
"ბათუმელები": ბათუმში ატრაქციონზე ბავშვი დაშავდა, ბავშვს ფეხი აქვს დაზიანებული, თაბაშირში აქვს ჩასმული "ბათუმელები": ბათუმში ატრაქციონზე ბავშვი დაშავდა, ბავშვს ფეხი აქვს დაზიანებული, თაბაშირში აქვს ჩასმული
გადახედვა
-
Swatch საათების ციფრული კლონების გამო Samsung-ისგან $170 მილიონს ითხოვს Swatch საათების ციფრული კლონების გამო Samsung-ისგან $170 მილიონს ითხოვს
გადახედვა
-
"სიჯიუტე მიზნის მიღწევაში გეხმარება" — გაიცანით ადამიანი, რომელმაც ნიქოზსა და ბედიანში საცოცი კედლები მოაწყო "სიჯიუტე მიზნის მიღწევაში გეხმარება" — გაიცანით ადამიანი, რომელმაც ნიქოზსა და ბედიანში საცოცი კედლები მოაწყო
-
"კატეგორიულად მიუღებელია ვანდალიზმი" — კახა კალაძე ლოტკინზე მომხდარ უბედურ შემთხვევაზე "კატეგორიულად მიუღებელია ვანდალიზმი" — კახა კალაძე ლოტკინზე მომხდარ უბედურ შემთხვევაზე
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქართული ზღაპარი ერთი ფრაზით ქვიზი: გამოიცანი ქართული ზღაპარი ერთი ფრაზით
-
"ფარას“ და "გრანტების შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილებებზე სტრასბურგის სასამართლომ კომუნიცირების ეტაპი დაიწყო "ფარას“ და "გრანტების შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილებებზე სტრასბურგის სასამართლომ კომუნიცირების ეტაპი დაიწყო
გადახედვა
-
ადამიანთა დაახლოებით მესამედი ამ პარაზიტითაა ინფიცირებული — მეცნიერები რისკებზე საუბრობენ ადამიანთა დაახლოებით მესამედი ამ პარაზიტითაა ინფიცირებული — მეცნიერები რისკებზე საუბრობენ
გადახედვა
-
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება — დემო დღე გაიმართა თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება — დემო დღე გაიმართა
-
კროსვორდი: გამოიცანი ქალაქი ცნობილი ღირსშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ქალაქი ცნობილი ღირსშესანიშნაობით
გადახედვა
კომენტარები