CES 2024: ინოვაციური პირბადე პრივატული საუბრებისთვის
ალბათ, ყველას გვქონია მომენტი, როდესაც ტელეფონს უნდა ვუპასუხოთ, მაგრამ გარემოდან გამომდინარე ხმამაღლა საუბარი არ შეგვიძლია.
ტულუზაში დაფუძნებულმა კომპანია Skyted-მა ამ სიტუაციიდან გამოსავალს მიაგნო. მათ შეიმუშავეს პირბადე, რომელიც ხმას სრულად ახშობს. პირბადე ხმის დამხშობი ტექნოლოგიითა აღჭურვილი. სწორედ ამ ტექნოლოგიას იყენებენ რეაქტიულ ძრავებში, კერძოდ ევროპის კოსმოსური სააგენტო (ESA).
"ტექნოლოგია თვითმფრინავში გამოვცადეთ, რა დროსაც 300 ადამიანი ერთდროულად საუბრობდა", — განაცხადა Skyted-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სტეფან ჰერსენმა CES 2024-ზე გამოსვლისას.
როგორც ჰერსენმა IE-ს განუმარტა, პროდუქტის მიზანი მარტივია — ადამიანებს უსაფრთხო და კონფიდენციალური ზარების განხორციელება შეეძლოთ. და ეს ნებისმიერი ადგილიდან თუ სიტუაციიდან.
აღსანიშნავია, რომ Skyted-ის Silent Mask ხმას 25 დეციბელით ამცირებს. ეს საკმარისია იმისთვის რათა თქვენი საუბარი გვერდით მჯდომმა ვეღარ გაიგოს. თუმცა, თუ საუბრისას ძალიან ხმამაღლა ისაუბრებთ თქვენი გაგონება შესაძლებელი იქნება.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნიღბში გამოყენებული მოწყობილობა შთაგონებულია ხმაურის შემცირების ტექნოლოგიით, რომელიც გამოიყენება რეაქტიულ ძრავებში. ამ ძრავების მსგავსად, ის იყენებს რეზონატორებს ხმის ტალღების გადასატანად პატარა კამერებში, სადაც ისინი იშლება ნიღბის გარეთ გაჟონვის ნაცვლად. რაც მთავარია, როგორც ჰერსენმა აღნიშნა "ნიღაბში ჰაერი ისე მოძრაობს, რომ ხმა თავად თქვენ დახშულად არ გესმით".
პირბადის შიგნით მოთავსებულია სპეციალური მიკროფონი, რომელსაც საუბრისას იყენებთ. მიკროფონს შეუძლია დაუკავშირდეს თქვენს ტელეფონს ან ლეპტოპს Bluetooth-ს სისტემის ან კაბელის გამოყენებით.
ასევე: CES 2024: I-Robo — მსოფლიოში პირველი რობოტი მზარეული
CES 2024: ხვრინვის საწინააღმდეგო ბალიში, რომელიც ძილის ხარისხს აუმჯობესებს
CES 2024: სხეულის კამერა, რომელიც თქვენი ცხოვრების ყოველ დეტალს აღბეჭდავს
CES 2024: როგორი იქნება Samsung-ის ახალი ტელევიზორები
CES-ზე აღნიშნეს, რომ Silent Mask ახლა უკვეე ხელმისაწვდომია და მისი ღირებულება 299 დოლარია.
ჰერსენი, რომელიც ადრე Airbus-ის ვიცე-პრეზიდენტად მუშაობდა, თვლის, რომ Silent Mask-ს ჩვენი პრივატულობის დაცვა შეუძლია. მისი თქმით, დისტანციური მუშაობისა და საქმიანი ზარების შემთხვევაში ეს საჭიროება სულ უფრო და უფრო იზრდება.
კომენტარები