"ერთად ბახალასთვის" - გიორგი გიორგანაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა
ფოტო: თორნიკე მანდარია / On.ge
დღეს, 13 ივლისს, 19 საათზე, დედაენის ბაღში, თეთრი ხმაური მოძრაობის წევრები და დაკავებული მსახიობის, გიორგი გიორგანაშვილის მხადამჭერები შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეებმა ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკა გააპროტესტეს.
გიორგანაშვილი ხუთი თვის წინ დააკავეს. მას ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ბუპრენორფინის პირადი მოხმარების მიზნით ფლობისათვის წაუყენეს, სასჯელის ზომად კი რვიდან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ აღმოჩენილი ნარკოტიკული საშუალება მსახიობს არ ეკუთვნოდა და საქმეში მისი უდანაშაულობის დამადასტურებელ მრავალ დარღვევაზე მიუთითებენ.
მხარდამჭერ აქციას სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და გიორგი გიორგანაშვილის მეგობრები შეუერთდნენ.
On.ge-სთან საუბარში პარტია რესპუბლიკელების წევრმა თამარ კორძაიამ განაცხადა, რომ მათი პარტია ჰუმანურ ნარკოპოლიტიკას უჭერს მხარს:
"დღევანდელი სასტიკი ნარკოპოლიტიკის მსხვერპლია გიორგი გიორგანაშვილი და ჩვენ დროულად უნდა დავდგეთ ერთად, რათა კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე არ შეეწიროს. წლების ციხეში გატარება, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ნარკოტიკს მოიხმარს ადამიანი, არის სიცოცხლის წართმევა".
საკრებულოს დეპუტატმა და თბილისის მერობის კანდიდატმა ალექსანდრე ელისაშვილმა On.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ იგი აქციას შეუერთდა როგორც მოქალაქე, რადგან მისთვის მიუღებელია არსებული რეპრესიული ნარკოპოლიტიკა:
"ნარკოტიკების მიღებისთვის ადამიანები ციხეში არ უნდა ისხდნენ. ბახალასნაირი გაუტეხელი ადამიანები ქმნიან რეალობას და ამას მივესალმები და კიდევ მეტად მეამაყება აქ დგომა".
თეთრი ხმაურის მოძრაობის წევრის დავით სუბელიანის განცხადებით, ბახალა არის გამბედაობის მაგალითი: "ჩვენ უნდა გავხდეთ მხარში დგომის მაგალითი, რათა ერთად დავამარცხოთ ქვეყანაში არსებული უსამართლო ნარკოპოლიტიკა".
დაკავებულმა გიორგი გიორგანაშვილმა, ადვოკატის მეშვეობით ციხიდან წერილი გამოგზავნა, რომელიც დღევანდელ აქციაზე საჯაროდ წაიკითხეს:
"არ ვაპირებ არანაირ კომპრომისზე წასვლას და ბოლომდე სამართლებრივად მივყვები პროტესტს, რისთვისაც მხოლოდ თქვენი თანადგომა მჭირდება. პროკურატურა ბოლომდე შეეცდება ჩემ ჩაძირვას და განადგურებას. ჩემი გამართლების შემთხვევაში რამოდენიმე პოლიციელის თავი ეწირება ამ ამბავს და შეეცდებიან მაქსიმალურად მოახდინონ ჩემზე ფსიქოლოგიური ზეწოლა, რომ დავნებდე და გავტყდე.
მინდა საზოგადოებას მოგმართოთ, ნუ იქნებით ინდეფერენტულები, ამგვარი პრობლემა ყველას შეიძლება შეგვეხოს. მოვითხოვოთ კანონის ლიბერალიზაცია და განვუდგეთ ამ დრაკონულ ნარკოპოლიტიკას, რომელიც მუდმივად მანკიერი ბერკეტი იქნება "სამართალდამცავებისთვის".
ამ ბრძოლაში ჩვენი ერთიანი პოზიცია ჩვენთვის საბოლოო გამარჯვების წინაპირობა იქნება და აიძულებს სახელმწიფოს შეცვალოს საკუთარი ძალადობრივი პოლიტიკა. ამ გზაზე ყოველი თქვენგანის ინდივიდუალური ბრძოლა მნიშვნელოვანია. იმას რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ სხვა არ გაგვიკეთებს", - ნათქვამია მსახიობის წერილში.
ხვალ, 14 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა განახლდება.
-
გალილეოს "თავისუფალი ვარდნის" ექსპერიმენტმა პიზის კოშკიდან კოსმოსში გადაინაცვლა გალილეოს "თავისუფალი ვარდნის" ექსპერიმენტმა პიზის კოშკიდან კოსმოსში გადაინაცვლა
გადახედვა
-
ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური უარყოფს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პაემანი შვილებთან ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო გაუქმდა პენიტენციური სამსახური უარყოფს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პაემანი შვილებთან ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო გაუქმდა
გადახედვა
-
ახალი დამატკბობელი შაქარზე 3500-ჯერ ტკბილია, 0 კალორია აქვს და ინსულინის დონეს არ ზრდის ახალი დამატკბობელი შაქარზე 3500-ჯერ ტკბილია, 0 კალორია აქვს და ინსულინის დონეს არ ზრდის
გადახედვა
-
მეთიუ პერის შესახებ Netflix დოკუმენტურ სერიალს გამოუშვებს მეთიუ პერის შესახებ Netflix დოკუმენტურ სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი მეტრომარტში საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი მეტრომარტში საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება
გადახედვა
-
თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიატისგან თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიატისგან
-
ირაკლი ყანდაშვილი: ადვოკატის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლა და მის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობა არის დაუშვებელი! ირაკლი ყანდაშვილი: ადვოკატის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლა და მის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობა არის დაუშვებელი!
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
-
სალომე ზურაბიშვილი: დღეს მთელი საქართველოა დაურ ბუავას ჭირისუფალი სალომე ზურაბიშვილი: დღეს მთელი საქართველოა დაურ ბუავას ჭირისუფალი
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა
-
ლევან მაჭავარიანი: "რომ არ გვცოდნოდა, რომ ღარიბაშვილის წერილი იყო, ვიფიქრებდით, ან სააკაშვილის, ან ელისო კილაძის დაწერილი იყო" ლევან მაჭავარიანი: "რომ არ გვცოდნოდა, რომ ღარიბაშვილის წერილი იყო, ვიფიქრებდით, ან სააკაშვილის, ან ელისო კილაძის დაწერილი იყო"
გადახედვა
-
განცხადებები, რომლებსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია, პოლიტიკური სპეკულაციებია — კალაძე ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებაზე განცხადებები, რომლებსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია, პოლიტიკური სპეკულაციებია — კალაძე ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებაზე
გადახედვა
-
ხატვის მანერით პარკინსონის დაავადების ამოცნობა 99%-იანი სიზუსტითაა შესაძლებელი — კვლევა ხატვის მანერით პარკინსონის დაავადების ამოცნობა 99%-იანი სიზუსტითაა შესაძლებელი — კვლევა
გადახედვა
-
Anthropic-მა ხელოვნური ინტელექტის წვრთნა შეაჩერა — მიზეზი AI-ს თვითნებობაა Anthropic-მა ხელოვნური ინტელექტის წვრთნა შეაჩერა — მიზეზი AI-ს თვითნებობაა
გადახედვა
-
თიბისი ტექი Tester’s Day 2026-ის მთავარი მხარდამჭერია თიბისი ტექი Tester’s Day 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
-
ახალი ერა იწყება? — მაილი საირუსმა სახელი შეიმოკლა და მორიგი ალბომი დააანონსა ახალი ერა იწყება? — მაილი საირუსმა სახელი შეიმოკლა და მორიგი ალბომი დააანონსა
გადახედვა
-
Amnesty International: შეწყალებული დენის კულანინის რუსეთში გაძევება დაუშვებელია Amnesty International: შეწყალებული დენის კულანინის რუსეთში გაძევება დაუშვებელია
გადახედვა
-
ლიბერთიმ მოსწავლის "პირველი ბარათი" წარადგინა ლიბერთიმ მოსწავლის "პირველი ბარათი" წარადგინა
-
იოსელიანი აცხადებს, რომ ღარიბაშვილს შვილებთან პაემანი რემონტის გამო გაუუქმეს იოსელიანი აცხადებს, რომ ღარიბაშვილს შვილებთან პაემანი რემონტის გამო გაუუქმეს
გადახედვა






კომენტარები