ხელოვნურმა ინტელექტმა ადამიანის ტვინის აქტივობა სურათებად გარდაქმნა
იაპონელმა მკვლევრებმა "ტვინის დეკოდირების" ტექნოლოგია შეიმუშავეს. ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, მათ ადამიანის ტვინის აქტივობა ობიექტებისა და პეიზაჟების გონებრივ სურათებად გარდაქმნეს.
კვანტური მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ეროვნული ინსტიტუტის (QST) და ოსაკას უნივერსიტეტის მკვლევრების ხელმძღვანელობით, ამ მიდგომამ ლეოპარდისა და თვითმფრინავის განსხვავებული ფოტო შემოგვთავაზა.
გონებრივი გამოსახულების გამეორება
მკვლევრებმა მონაწილეებს დაახლოებით 1 200 სურათი აჩვენეს. შემდეგ საგულდაგულოდ გააანალიზეს და რაოდენობრივად შეაფასეს კორელაცია მათ ტვინის სიგნალებსა და ვიზუალურ სტიმულებს შორის. ეს ფუნქციური მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახულების (fMRI) გამოყენებით.
მკვლევრებმა ასე სპეციალური რუკაც შეადგინეს. რუკა გენერაციული AI-ის შესაქმნელად გამოიყენეს. საბოლოოდ ხელოვნურმა ინტელექტმა გაშიფრა და გაიმეორა ტვინის აქტივობიდან მიღებული გონებრივი გამოსახულება.
"შედეგები დამაკმაყოფილებელია. ჩვენ ადამიანების ტვინის აქტივობა გავშიფრეთ და ის ფოტოებად გარდავქმენით", — ნათქვამია კვლევაში.
ეს ყველაფერი ტვინის უკეთ შესწავლასა და მედიცინის განვითარებაში შეიძლება დაგვეხმაროს.
ნეირომეცნიერების და ხელოვნური ინტელექტის კონვერგენცია
ტვინის აქტივობაზე დაფუძნებული სურათების შესაქმნელი ტექნოლოგია შეიძლება ახალი საკომუნიკაციო მოწყობილობების შექმნაში დაგვეხმაროს. გარდა ამისა, ის მეცნიერებს საშუალებას მისცემს გამოიკვლიონ და გაიგონ, თუ როგორ მუშაობს ჰალუცინაციები და სიზმრები ტვინში.
მკვლევრების თქმით, ადამიანის გონების სიღრმეში ყურება სრულიად ახალი და შეუსწავლელი საზღვარია. ეს თითქოს საკუთარ თავში სრულიად ახალი სამყაროს აღმოჩენაა.
კვლევა სამეცნიერო ჟურნალ Neural Networks-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები