ყველაზე კაშკაშა, პომპეზური და სანახაობრივი საახალწლო შოუ წისქვილის თეატრში
ფოტო: წისქვილი ჯგუფი
ახალი წელივით კაშკაშა, სანახაობრივი და პომპეზური — ასეთ 31 დეკემბერს გვპირდება წისქვილის თეატრი. მულტიფუნქციურმა სივრცემ, რომელმაც სტუმრების გაოცება უკვე არაერთხელ მოახერხა, ახალი წლის ღამისთვის განსაკუთრებული და შთამბეჭდავი შოუ-პროგრამა მოამზადა. Broadway Night — ასე ჰქვია დადგმას, რომელიც მრავალფეროვან, განსხვავებული ჟანრის ნომრებს გააერთიანებს და სტუმრებს სხვადასხვა ეპოქაში ამოგზაურებს.
ფოტო: წისქვილი ჯგუფი
31 დეკემბრის ღამეს თქვენთვის მსახიობების, მომღერლებისა და მოცეკვავეების ვარსკვლავური დასი ისეთი ლეგენდარული მიუზიკლებიდან შეასრულებს ნაწყვეტებს, როგორებიცაა და, აი, ჩვენ აქ ვართ — მამმა მია! და ჩიკაგო. ამგვარად, თეატრში კიდევ ერთხელ გაცოცხლდება ბროდვეის ისტორიაში ყველაზე პოპულარული ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები. ამასთან ერთად, თქვენთვის შესრულდება საახალწლო თემატიკით გაჯერებული მრავალფეროვანი კომპოზიციები. 4 საათიანი შოუს ბოლოს კი სივრცე DJ პერფორმანს დაეთმობა.
"ძალიან მნიშვნელოვანია ახალი წლის ღამეს სად, ვისთან ერთად და როგორ გარემოში შეხვდები. თეატრმა უკვე ბევრჯერ დაამტკიცა, რომ ყოველი წარმოდგენა თუ საღამო აქ დღესასწაულია. გამონაკლისი არც ახალი წელი იქნება, ჩვენი საოცარი დასი, მსახიობების, მოცეკვავეებისა და მომღერლების ვარსკვლავური შემადგენლობით, აქ საოცარ ამბავს დაატრიალებს, ისეთს, როგორსაც სხვაგან ვერსად ნახავთ", — ამბობს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი, ზაალ ჩიქობავა.
ფოტო: წისქვილი ჯგუფი
New Year Eve — Broadway Night-ში მონაწილეობას იღებენ ყველასათვის საყვარელი ქართველი ვარსკვლავები. საღამოს კი წაიყვანს 10 წამყვანი, მათ შორის, მარიამ როინიშვილი, ანა ქურთუბაძე, მარიკო ებრალიძე, ანდრია გველესიანი, ჯეჯი სხირტლაძე, ანა ზამბახიძე, ნიკუშა ხრიკული და ნიკოლოზ ჭკადუა.
მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ ნომრებში მონაწილეობენ თინათინ წულაძე, ანა წერეთელი, მარიამ როინიშვილი, ანა ქურთუბაძე, მარიკო ებრალიძე, ანდრია გველესიანი, ჯეჯი სხირტლაძე, ანა ზამბახიძე, თამთა შალამბერიძე, ანა გვანცელაძე, თეკლა სულაქველიძე, გიგა შურღაია, გიორგი კაკალაშვილი, ლუკა ხეჩუმაშვილი, ნიკუშა ხრიკული, ნიკოლოზ ჭკადუა, ანდრია ზაქარაია, ცოტნე ბლიაძე, რატი ბლიაძე, გიორგი სუთიძე, ანდრო მელკუმოვი, თეონა კოჭლამაზაშვილი, თამუნა აბესაძე, ნატაშკა იაშვილი, ბარბარე ჩიქოვანი, ანი შუბლაძე, თამთა გასიშვილი და ნინი ჩაჩიბაია.
ცხადია, ახალი წელი, პომპეზური სანახაობის გარდა, გემრიელ ვახშამთანაც ასოცირდება. ამ ნაწილზე კი ბრენდ შეფი ალექს ნათაძე და წისქვილის „თეატრის“ შეფ-მზარეულები იზრუნებენ, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში უგემრიელესი სადღესასწაულო კერძებით გაგიმასპინძლდებიან.
"ვფიქრობ, ასეთი შთამბეჭდავი და განსხვავებული შოუ-პროგრამის დამსახურებით, მომავალი ახალ წელი სტუმრებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი დღე გახდება. დიდი ხანია ვემზადებით, რათა ყველა დეტალი იდეალურად შესრულდეს და შევქმნათ მაქსიმალურად დახვეწილი და საუკეთესო საღამო. აღსანიშნავია, რომ ღონისძიების მუსიკალური ხელმძღვანელი თამუნა არჩვაძეა, ხოლო ქორეოგრაფი გიორგი ტორიაშვილი. სცენარზე თეა ყიფშიძემ იმუშავა, სიმღერების ქართული ტექსტი კი ირინა სანიკიძის შექმნილია.
ფოტო: წისქვილი ჯგუფი
თეატრის მიერ შედგენილი სპეციალური საახალწლო პროგრამა თქვენს ახალ წელს კიდევ უფრო ლამაზ და კაშკაშა დღესასწაულად აქცევს. ამიტომ გირჩევთ, ბილეთები დროულად დაჯავშნოთ. აქვე გეტყვით, რომ კონცეპტის მომხმარებლებისთვის მოქმედებს -15%-იანი ფასდაკლება, რისთვისაც უნდა ეწვიოთ ჩვენს ვებ-გვერდს teatri.ge", — ამბობს წისქვილი ჯგუფის მარკეტინგის ხელმძღვანელი, ანანო თავხელიძე.
პროგრამაზე, შემოქმედებით ჯგუფსა და ვახშმის მენიუზე მეტს თეატრის ვებ-გვერდზე შეიტყობთ. დეტალური ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე +995 577 000 888.
მოემზადეთ დაუვიწყარი ღამისთვისა და 2024 წლის საუკეთესო დასაწყისისთვის!
-
მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა
გადახედვა
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა
გადახედვა
-
"თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება "თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება
გადახედვა
-
სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა
გადახედვა
-
აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა
გადახედვა
-
ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
-
შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან 60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
-
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა
გადახედვა
-
საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ? საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ?
გადახედვა
-
რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა
გადახედვა
-
ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო
გადახედვა
-
Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა
გადახედვა
-
გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია
გადახედვა
კომენტარები